„ლაშა ბაქრაძე, არმაზ ახვლედიანი, თამარ კორძაია და ა.შ. ისეთივე ახალი სახეები არიან, როგორც პუტინი რუსეთის ახალი პრეზიდენტი“

„ლაშა ბაქრაძე, არმაზ ახვლედიანი, თამარ კორძაია და ა.შ. ისეთივე ახალი სახეები არიან, როგორც პუტინი რუსეთის ახალი პრეზიდენტი“

ივლისსერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამდასტრატეგია აღმაშენებელმაახალი პოლიტიკური პლატფორმაერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვისწარადგინეს. ნაცმოძრაობის ახალმა თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამერთიანობისგუნდის წევრებად გიორგი ვაშაძე, ლაშა ბაქრაძე, გია ჯაფარიძე, არმაზ ახვლედიანი, თამარ კორძაია, სოფო ჯაფარიძე, ირაკლი ფავლენიშვილი და ანა მოსაშვილი წარადგინა. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ახალი გაერთიანების საარჩევნო ნომერი 5 იქნება. როგორც ბოკუჩავამ განაცხადა, 26 ოქტომბერ ქვეყნის გადარჩენის შანსია და ახლა არ არის დანაწევრების, დაპირისპირების, ამბიციების ან ეგოების ჭიდილის დრო, არამედ ახლა საქართველოსთვის ერთიანობის დროა.

თქვენს წინაშე ვდგავარ უდიდესი პასუხისმგებლობის შეგრძნებით. პასუხისმგებლობის თითოეული თქვენგანის და ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის წინაშე. ვინც აცნობიერებს და გრძნობს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ჩვენი ქვეყნის გადარჩენის შანსია. ეს არის შანსი, დავიბრუნოთ ჩვენი ისტორიული არჩევანი. ეს არის შანსი იმ დაპირისპირების და დანაწევრების მორევიდან, რომელშიც ივანიშვილის 12-წლიანი მმართველობა მიგვათრევს, ამოვიდეთ წელში გამართული, ამაყი და სწორედ ამაყი საქართველო შევიდეს ევროკავშირში.

26 ოქტომბრის არჩევნები ბიძინა ივანიშვილმა რეფერენდუმად აქცია - რეფერენდუმად რუსეთსა და ევროპას შორის. 26 ოქტომბრის არჩევნების წინ, ჩვენი ვალია, ვეძებოთ შეხების წერტილები, ის, თუ რა გვაერთიანებს, ახლა არ არის დანაწევრების, დაპირისპირების, ამბიციების ან ეგოების ჭიდილის დრო. ახლა საქართველოსთვის ერთიანობის დროა“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ამის ფონზე, ისმის შეკითხვა, რა შანსები რჩება ქართულ ოცნებას და შეძლებს თუ ვერა მმართველი პოლიტიკური ძალა საკონსტიტუციო უმრავლესობა კიდევ ერთხელ მოიპოვოს? ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი არ ელოდება, რომ ამ კუთხით, ოპოზიციური პარტიების გაერთიანება თუ ცალკეული პოლიტიკოსების ერთობა რაიმეს მნიშვნელოვნად შეცვლის. მეტიც, ახალი კონფიგურაციებისა და გადაადგილების მიუხედავად, ქართული ოცნება მანდატების უმეტესობის მოპოვებას თავისუფლად შეძლებს. ექსპერტთა მეორე ნაწილი კი თვლის, რომ ახალი მოცემულობიდან მმართველ პოლიტიკურ გუნდს საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების თეორიული შანსი აქვს, თუმცა, მნიშვნელოვანია ოპოზიცია როგორ დალაგდება და რამდენად დამაჯერებელი წინასაარჩევნო პროგრამა ექნება.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ოქტომბრის არჩევნების შედეგად, ქართული ოცნება საკონსტიტუციო უმრავლესობას აიღებს. მისი შეფასებით, ოპოზიციურ ფლანგზე თითქოსდა ახალი სახეები გამოჩენა მნიშვნელოვან ცვლილებას ვერ შეიტანს მოსალოდნელ შედეგში.

ეჭვი არ არის, რომ ქართული ოცნება აიღებს საკონსტიტუციი უმრავლესობას. ოპოზიციაში, ანუ მეხუთე კოლონაში არიან ის სახეები, რომლებიც 2003 წლიდან მოყოლებული არიან ნაციონალური მოძრაობის სახეები. დღეს თითქოსდა განაცხადეს, რომ ლაშა ბაქრაძე, არმაზ ახვლედიანი, თამარ კორძაია და .. ახალი სახეები არიან და პარტიას ახლა შეემატენ. ისინი ნაციონალური მოძრაობის ისეთივე ახალი სახეები არიან, როგორც პუტინი რუსეთის ახალი პრეზიდენტი, - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.

ანალიტიკოსი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის ხელახლა ინიცირების შედეგად ქართული ოცნების რეიტინგი მნიშვნელოვნად დაეცა.

რაც არ უნდა კონფიგურაციები ცვალონ, რაც არ უნდა ფერი იცვალონ, ეს არაფერს შეცვლის. მელას რას ესიზმრებოდა, ის ელანდებოდა. ამ კანონმა უკვე გამოიღო შედეგი და უფრო მეტად გაიხსნება კარტები. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ფინანსდებოდა, თუმცა პროცესები ისე მიდის, ამათ უნდათ სასურველი რეალობად აქციონ.

პრეზიდეტმა ქარტია რომ გამოაქვეყნა, იქ პირდაპირ წერია, არჩევნებში შემდეგ შექმნიან ტექნიკურ მთავრობას. მუსიკას ის უკვეთავს, ფულს ვინც იხდის, - შეიძლება არ უნდოდეთ გამოსვლების მოწყობა ან არაკანონიერი საქმის კეთება, მაგრამ ფული აქვთ აღებული და ყველაფერზე წამსვლელები არიან, რადგან იციან, რომ 26 ოქტომბერი პოლიტიკურად ბოლო დღეა ოპოზიციისთვის.

ვფიქრობ, რომ 2030 წელს საქართველო გახდება მოდერნიზებული და განახლებული ევროკავშირის წევრი, - დასძინა ედიშერ გვენეტაძემ For.ge-სთან საუბარში.

 

ლევკოთეა ეს ის გია ჯაფარიძეა, მთვრალ ეუსებიოს რომ ქვეშ ეგლისებოდა, იქნებ, რამე ხეირს გამოვრჩეო?
4 თვის უკან
მერაბ.g კორძახიას, არმაზის, ვაშაძის, გუბაზის, ბერძენიშვილების საქმე ისეა რომან "დათა თუთაშხიაში ერთი ქალი მეორეს რომ ეტრაბახება "სო მნოი სამ შანაევ სპალ" ესენის სადაც შანაევს, ხეირს ნახავენ, იქ და იმასთან გორაობენ
4 თვის უკან