ორბანი: უკრაინაზე თავდასხმა ანგელა მერკელის კანცლერობის დროს არ მოხდებოდა

ორბანი: უკრაინაზე თავდასხმა ანგელა მერკელის კანცლერობის დროს არ მოხდებოდა

გერმანულ გაზეთ Bild-თან ინტერვიუში უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინაზე თავდასხმა ანგელა მერკელის კანცლერობის დროს არ მოხდებოდა.

„რუსებს ვიცნობ. ისინი ჩვენგან განსხვავდებიან. მათ აქვთ განსხვავებული ისტორია, განსხვავებული კულტურა, განსხვავებული ინსტინქტები და დამოკიდებულებები. თავისუფლებისა და ეროვნული სუვერენიტეტის განსხვავებული გაგება. მერკელს არ ესმოდა რუსეთში ლიბერალური დემოკრატია და ნაკლებად ესმოდა ბევრი დასავლელის სულელური მიდგომები“, - აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.