გიორგი კახიანი: გაურკვევლობა, რომელიც ამ ეტაპზე აშშ-სთან არსებობს მარტივად გადასალახია და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრად უფრო მარტივად აღდგება ყველაფერი, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია

გიორგი კახიანი: გაურკვევლობა, რომელიც ამ ეტაპზე აშშ-სთან არსებობს მარტივად გადასალახია და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრად უფრო მარტივად აღდგება ყველაფერი, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია

„გაურკვევლობა, რომელიც ამ ეტაპზე არსებობს [აშშ-სთან], ეს ძალიან მარტივად გადასალახი არის და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრად უფრო მარტივად აღდგება ყველაფერი, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია“,-ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა „დღის ქრონიკასთან“ გააკეთა.

გიორგი კახიანმა აშშ-სთან გადატვირთვის პოლიტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე არსებობს მცირე გაუგებრობა, შტატები არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ამ ურთიერთობაში ნეგატიური თვალსაზრისით არაფერი შეიცვლება.

„საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება წარმოდგენილი NATO-ს სამიტზე. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ზოგადად ევროატლანტიკურ ალიანსში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაცია ეს არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი. ამ მიმართულებით ბუნებრივია ქვეყანა ყველაფერს აკეთებს, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად კარგად წარიმართოს. იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვაზე, გამომდინარე იქიდან, რომ გაურკვევლობა, რომელიც ამ ეტაპზე არსებობს, მე თუ მკითხავთ ეს ძალიან მარტივად გადასალახი არის და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრად უფრო მარტივად აღდგება ყველაფერი ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. ამ მიმართულებით ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და რეალურად არც არსებობს რაიმე მიზეზი, რომ ამ ურთიერთობაში რაიმე ხინჯი გაჩნდეს. „გამჭვირვალობის კანონი“ ნამდვილად ვერ იქნება ამის მიზეზი იმიტომ, რომ ამაზე ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, რომ ეს არის კანონი, რომელიც უამრავ დემოკრატიულ სახელმწიფოში ფუნქციონირებს და საქართველოშიც მოქმედებს. არც არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას შეიძლება რაიმე სახით ხელი შეეშალოს. ერთადერთი ეს კანონი რასაც უზრუნველყოფს ეს არის გამჭვირვალობა. ყველაფერი ამის გათვალისწინებით, მაშინ როდესაც ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზე ვსაუბრობთ, ის არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ორმხრივი ინტერესი არის. ჩვენი მხრიდან ეს ინტერესი არის ძალიან დიდი, რომ პირიქით, ეს ურთიერთობები არა თუ შეჩერდეს, პირიქით გაღრმავდეს და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგათ. ამ ფონზე ცოტა გაუგებარია როდესაც NATO-ს წვრთნების დროებითი შეჩერება მოხდა გაურკვეველი ვადით. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რომ ეს ყველაფერი გამოსწორდება“,-განაცხადა გიორგი კახიანმა.