გივი თარგამაძე სააკაშვილის სასამართლო პროცესზე: ბოტოქსი სამედიცინო პროცედურაა და საფრთხის შემცველია, მანდ უფრო ექსპერტი ვარ, ვიდრე დაცვაში

გივი თარგამაძე სააკაშვილის სასამართლო პროცესზე: ბოტოქსი სამედიცინო პროცედურაა და საფრთხის შემცველია, მანდ უფრო ექსპერტი ვარ, ვიდრე დაცვაში

ბოტოქსი სამედიცინო პროცედურაა და საფრთხის შემცველია, მანდ უფრო ექსპერტი ვარ, ვიდრე დაცვაში, - ამის შესახებ პარლამენტის ნდობის ჯგუფის ყოფილმა წევრმა გივი თარგამაძემ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დაკითხვისას განაცხადა.

მისი თქმით, 2008 წლის შემდეგ საქართველოს სპეცსამსახურებისა და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან იყო რეკომენდაციები, პრეზიდენტთან დაკავშირებული ხარჯები საიდუმლო ყოფილიყო. თუმცა, გივი თარგამაძის განმარტებით, რეკომენდაციებში ჩაშლილად არ ყოფილა კონკრეტული ხარჯები.

გივი თარგამაძის განმარტებით, იგივე ბოტოქსი სამედიცინო პროცედურაა და ეს პროცედურაც საფრთხეს შეიცავდა.

„ამ პროცედურის დროს შეიძლება შეყვანილი იქნეს. თუ ჩაიში შეიძლება, პოლონიუმი ჩაგისხან, მგონი, სამედიცინო პროცედურის დროს ძალიან ადეკვატურია, იფიქრო, რომ რაღაც ასეთივე მსგავსი საფრთხე შეიძლება არსებობდეს. მეტსაც ვიტყვი, სუვენირიც იმავე საფრთხის შემცველია. ოთხი კურსი მაქვს დამთავრებული სამედიცინო ინსტიტუტის. მანდ უფრო ექსპერტი ვარ, ვიდრე დაცვაში. ტექნიკურად ეს სამედიცინო პროცედურაა. რა თქმა უნდა, სამედიცინო ტექნიკით კეთდება და გამოყენებულია სამედიცინო პრეპარატი. რისთვის არის განკუთვნილი, ამას ხომ არ აქვს მნიშვნელობა, სამედიცინო პროცედურაა“, – განაცხადა გივი თარგამაძემ.

მერაბ.g საიდუმლოდ შეინახეთ სააკაშვილის ფსიქიკის და ამ ხაზით მკურნალობის ხარჯებიო, თორემ ბოტოქსი, შვილების სწავლის ფული და ნაშების საჩუქრები ბიუჯეტიდან რომ არ უნდა გადახდილიყო, ესეც უნდა ეთქვათ?
2 თვის უკან
Gami ამას ბოტოკს ღრანჭებში და ტვინში უშვებდა სააკაშვილი. ხომ ეტყობა?
2 თვის უკან