ოპოზიციურ ფლანგზე სამი მთავარი პოლიტიკური ცენტრი იქნება?! - ვინ ვისთან გადაწყვიტა პოლიტიკური ქორწინება

ოპოზიციურ ფლანგზე სამი მთავარი პოლიტიკური ცენტრი იქნება?! - ვინ ვისთან გადაწყვიტა პოლიტიკური ქორწინება

ოპოზიციას ორშაბათს ვადა ეწურება და პარტიებმა გამსხვილებისს პროცესზე განაცხადი უნდა გააკეთონ, ვინ ვისთან ერთად იბრძოლებს გადამწყვეტ არჩევნებზე. როგორც ოპოზიციაში ამტკიცებენ, მოლაპარაკებები ფინალში გადის. მედიაში უკვე გაჩნდა გარკვეული გადაჯგუფების კონტურები და, დიდი ალბათობით, ოპოზიციურ ფალნგზე სამი მთავარი პოლიტიკური ცენტრი იქნება: 1. „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ 2. „ახალი“ „ლელო“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“და 3. გიორგი გახარია, ალეკო ელისაშვილი და ანა დოლიძე. როგორც ცნობილია „გირჩი“ დამოუკიდებლად იბრძოლებს. 

შესაძლო გადაჯგუფებაზე მედიასთან პარტიახალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა, რომგამსხვილება აუცილებელია. სამუშაო ურთიერთობები აქტიური გვაქვს ძალიან ბევრ ერთეულთან“, - თუმცა, ამ ეტაპზე, არ აზსუტებს ვისთან.

პოლიტკოსი არმაზ ახვლედიანიც ერთიან პლატფორმას ემხრობა და ამბობს:ჩართული ვარ კონსულტაციებში. მიმაჩნია, რომ ერთიანი პლატფორმა იქნებოდა სწორი“.

„ახალის“ ლიდერის ნიკა გვარამიას თქმით კი, სავარაუდოდ, პოლიტიკური პარტიები დიდი პოლიტიკური ცენტრის შესახებ განაცხადს 8 ივლისს გააკეთებენ: „რაც შეეხება ერთიან, დიდ პოლიტიკურ ცენტრს, ასეთი პოლიტიკური ცენტრი იქნება“. გვარამიას თქმით, სამი ოპოზიციური ცენტრი შეძლებს და „ქართულ ოცნებაზე“ მეტ პროცენტს აიღებს არჩევნებზე.

მოლაპარაკებებს არ უარყოფს გახარიას გუნდის წევრი მიხეილ დაუშვილი, თუმცა არც ადასტრურებს, რომ ელისაშვილთან და დოლიძესთან გაერთიანებაზე საუბარი მიდის.

„ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი თავმჯდომარისთვის, თინა ბოკუჩავასთვის ყოფილი თავმჯდომარის და ამავე პარტიის ასევე ყოფილი წევრების საარჩევნო კონფიგურაცია მოულოდნელი აღმოჩნდა. თავის მხრივ, „ნაციონალური მოძრაობა“ ბრიუსელში ხელმოწერილი ერთობის დეკლარაციით განსაზღვრულ 8 ივლისამდე ცდილობს მომავალ პარტნიორებთან მოლაპარაკებები დაასრულოს. უცნობია, ვისთან შეკრავენ გაერთიანებას, თუმცა ცნობილია, რომ ოპოზიციის უმრავლესობისთვისნაციონალური მოძრაობა“ წითელ ხაზად რჩება.

მმართველი პარტიის შეფასებით, ოპოზიციის ახალი კონფიგურაციები პოლიტიკურ ველზე ვერაფერს შეცვლის. „ქართულ ოცნებაში“ ოპონენტებს წარსულს ახსენებენ და ამბობენ, რომ მათ საზოგადოებისთვის სიახლის შეთავაზება არ შეუძლიათ.

მედია პოლიტიკის ექსპერტი გიორგი ახვლედიანი for.ge-სთან ამბობს, რომ საბოლოო ჯამში, თუ ეს კომბინაცია დაჯდა და ოპოზიცია ამ მოცემულობით წარსდგა 2024 წლის არჩევნებზე, მაშინ პირდაპირ შეგვიძლია მათ პარლამენტის გარშე დარჩენა მივულოცოთ. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ოპოზიციის მთავარი მიზანი მხოლოდ ისაა, როგორმე პარლამენტში მოხვდნენ და სრულიად მიუღებელ პოლიტკურ გაერთიანებაზეც თანახმა არიან.

„ახლა 5%-იანი ბარიერია გადასალახი და ყველა კვლევებით ვიცით, რომ მხოლოდ ორი პოლიტიკური პარტია თუ შეძლებს მის გადალახვას. იმის მაგივრად, რომ ოპოზიციის დანარჩენმა ლიდერებმა რეალურად შეაფასონ საკუთარი ძალები, გაანალიზონ, რომ არაფრის პერსპექტივა არა აქვთ და დაწყებული ჰქონდეთ ბარიერის შემცირებაზე ბრძოლა, ამის მაგივრად გადაწყვიტეს, რომ გაყოყოჩებულიყვნენ. საზოგადოებას უმტკიცებენ, ვითომ მათთვის 5%-იანი ბარიერის გადალახვა არაფერს არ წარმოადგენს. ამას კი ისეთი პოლიტიკური პარტიები იკვეხნიან, რომლებმაც 2020 წელს 1%-იანი ბარიერი ძლივს გადალახეს, ადგილობრივ არჩევნებზე კი 2%-ზე მეტი არ აუღიათ. ეს პოლიტიკური ძალები მთელი სერიოზულობით დგანან და გვიმტკიცებენ, რას ამბობთ, 5%-იან ბარიერს როგორ ვერ გადავლახავთო. ასეთმა არადეკვატურობამ ოპოზიცია არაერთხელ დაღუპა და ახლაც იგივე მოუვათ“, - ამბობს ახვლედიანი.

მისივე თქმით, ვერც „ლელო“ და ვერც გიორგი გახარია 5%-იანი ბარიერის გადალახვას ვერ შეძლებენ. ახვლედიანი მიიჩნევს, რომ გახარიას პარტიის რეიტინგი იმის მაგივრად რომ გაზრდილიყო, პირიქით - დაიკლო და ამას თავისი სუბიექტური მიზეზები აქვს.

„გიორგი გახარიამ ადგილობრივ არჩევნებზე 8% იმიტომ აიღო, რომ ახალი შექმნილი პარტია იყო. საზოგადოების დიდ ნაწილს, რომელიც შეცდომაში შეიყვანეს, ეგონა, რომ გახარია ხდებოდა ბიძინა ივანიშვილის დასაყრდენი. ამ პახმელიაზე აიღო გახარიამ ეს პროცენტები. როგორც კი საპნის ბუშტი გასკდა, მისი ყველანაირი პერსპექტივა გაქრა. არც გახარიას და არც „ლელოს“ , „დროაზე“ და გვარამია-მელიას „ახალზე“ ხომ აღარც ვსაუბრობ 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი არაქვთ. „ლელო“ და „ახალი“ რეალურად ვერანაირ პოლიტიკურ ცენტრს ვერ შექმნიან. ყველა ეს დაჯგუფება „ნაცმოძრაობას“ თან გაურბის და თან უნდათ.

გვარამია-მელიას მხარდამჭერები არიან „ნაცმოძრაობის“ ახალ მენეჯმენტზე განაწყენებული მხარდამჭერები. ეს ხალხიც არიან სააკაშვილის მომხრეები. როცა მელია წამოვიდა და რაიონული ორგანიზაციებიდან ადამიანების წამოსვლა დაიწყო, ყველა მათგანი ამბობდა, რომ ჩვენ ვართ ნამდვილი მიშისტები და სექტაო. მელიას გაყოლილ „ნაცმოძრაობას“ ჰქონდა ილუზია, რომ სააკაშვილი ფსონს მელიაზე დადებდა. იქ კეზერაშვილმა სააკაშვილს პარტია ფაქტობრივად, წაართვა და სააკაშვილი მხოლოდ დროშაზეა გამოხატული. ამიტომ ახლა მიდის ზეწრის გადათრევის პოლიტკა. მე არ ვიცი, თუ „ახალთან“ გაერთიანდა, „ლელოსგან“ რა დარჩება, მაგრამ ეს კომბინაცია, რომ „ოცნებას“ ვერაფერსაც ვერ უზამს, ეს კარგად ვიცი“, - ამბობს ახვლედიანი.

„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე კი ამბობს, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რამდენადაც არ უნდა დაიყოს, ახალს ვერაფერს ვერ შემატებენ პოლიტიკას. ქადაგიძე for.ge-სთან ამბობს, რომ გაიყოფიან თუ შეიკრიბებიან, მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ელექტორალურად ოპოზიცია მთლიანობაში გაკოტრებულია.

„მელიას და გვარამის თუ ჰგონია წარსულის უარყოფით ხალხს აღარ ემახსოვრება საიდან მოდიან და ამნეზია დაემართებათ, ძალიან ცდებიან. ოპოზიციური პარტიები ახლა რაღაცა კოლექტიურ „ნაცმოძრაობის“ ხმებზე ერთმანეთში ნადირობენ. ვინ ვის წაართმევს ხმებს, მთელი ამბავია ამაზე. ცალკე კეკლუცობა მიდის დასავლეთთან, ვინ ვის დაუჭიროს მხარი. სულ რომ ათად დაიშალონ ან ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით ერთად შეიკრიბნონ, მნიშვნელობა არა აქვს. „ნაცმოძრაობა“ 5 ნომერ სექტად არის ჩამოყალიბებული და აქვს საშუალება ბარიერი გადალახოს. დანარჩენებს ძალიან გაუჭირდებათ ბარიერის გადალახვა. თუმცა, დიდი ალბათობით, „ახალი“ ნაცების რაღაცა ხმების ნაწილს წაიღებს და ენმ-იც პარლამენტში შეთხელებული შევა. რეალურად, ეგზისტენციალური პრობლემა, რომელიც პარტიას აქვს, არსად წასულა. უბრალოდ, რაღაცა პარტიების გადაჯგუფებით ამომრჩევლის მოტყუებას ცდილობენ და ვირეშმაკობენ. ეს არაფერს არ შეცვლის. ოპოზიციურ ფლანგზე რა ვაკუუმიც არის დარჩენილი, ვერც ერთი მათგანი ვერ ავსებს.

ჩვენ როდესაც გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე ვსაუბრობთ, რომელიც, ძირითადად, 10%-მდეა, ეს ადამიანები არიან, რომლებიც „ნაცმოძრაობას“ მხარს არ უჭერენ. აქედან გამომდინარე, „ლელოს“ ნაცებთან ხილვა, მათ იმ პროცენტებსაც დაუკარგავს, რაც აქამდე ჰქონდა. იმ ელექტორატსაც გააღიზიანებს, რომელსაც ნაცები არ უნდა. ამიტომ ჩემთვის გაუგებარია „ახლის“ და „ლელოს“ ტანდემით რა ხმები უნდა აიღონ, რა პოლიტიკური გათვლა აქვთ, ვერ გავიგე“, - ამბობს ქადაგიძე.  

მერაბ.g ურდო მოდის! ალტინფო-პ/ალიანსი ცალ ჯიბეში მევახშეებს ჩაისვამს, მეორეში მელია-გვარამიას! ეს არმაზი-აქუბარდია-ნაზღაიძე-შავგულიძე ვის დაკარგვია! დეკანოიძეს და კუპონას ვინ ჩაისვამს კალთაში?
4 თვის უკან
Aburjga Tasmanieli ალტ-ინფო-პატრიოტთა ალიანსი სათვალავშიც არ არის?! რომელი 3 პარტიული გაერთიანება?! მაგარი სასტავია?! )))) ვახ-ვახ კაცო!!! აღარ ვიცი ვიცინო თუ ვიტირო?!
4 თვის უკან