ლუზერი ხაბეიშვილი მშობლიურმა პარტიამ, კიდევ ერთხელ, მიუგდო საზოგადოებას „საჯიჯგნად“  

ლუზერი ხაბეიშვილი მშობლიურმა პარტიამ, კიდევ ერთხელ, მიუგდო საზოგადოებას „საჯიჯგნად“  

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობიდან გადაყენებული ლევან ხაბეიშვილი ყურადღების მიქცევას „სკანდალით“ ცდილობს და ამტკიცებს, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებში კადიროვის დახმარებას ელოდება. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ხელისუფლება ჩრდილოკავკასიიდან ზონდერჯგუფების ჩამოყვანას გეგმავს და არჩევნების წინ საქართველოში 500-მდე კუნთმაგარი სპორტსმენი გამოიგზავნება.

სპორტსმენების იმპორტს კი მხოლოდ ერთი მიზანი აქვს - დააშინონ ხალხი და ფიზიკურად გაუსწორდნენ ოპონენტებს. ხაბეიშვილი ამტკიცებს, რომ სწორედ, ამ თემაზე საუბრობდნენ გერმანიაში კიოლნის ერთ-ერთ რესტორანში გამართულ შეხვედრაზეოცნების“ პირველი პირები და დაღესტნელი ექსჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი, რომლის ამსახველი ფოტოებიც იმავე დღეს მედიაში გავრცელდა.

ჭკუასთან ახლოს არ არის ის, რასაც ამბობს ხაბეიშვილი - ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ ლიდერი, გია ვოლსკი ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ბრალდებებს.

„ხაბეიშვილი ტყუილს ამბობს, ცრუობს, მაგრამ ძალიან მოკლე ჭკუით ცრუობს, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ მისი ეს ლაპარაკი რეალობას არ უკავშირდება. განწყობა უნდა შექმნას ასეთი, მაგრამ საკმაოდ უნიჭოდ. არ ვფიქრობ, რომ საზოგადოება ამას დაიჯერებს, მათ შორის მისი მომხრეები“, - თქვა პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ყველა არჩევნების წინ, ოპოზიცია ქმნის იმ ყალბ რეალობას, თითქოს არჩევნებს ხელისუფლება იტაცებს. ამიტომ აუცილებელია შექმნან რაღაცა ილუზიები წინასწარ, რომ შემდეგ ამის მტკიცება მათივე აზრით, გაუადვილდეთ.

„ე.წ. ბოევიკების ჩამოყვანაზე მანამდეც იყო ბინძური სპეკულაციები, თითქოს პარლამენტის დამცველი სპეცრაზმელები არაქართველები იყვნენ. ძალიან სასაცილო მტკიცებულება იყო ამის მოყვანილი რომელიღაცა ნაცტელევიზიაზე, რომ იქ ხელმძღვანელი ოფიცრები თითქოს ამბობდნენ „დავაი, დავაი“. წარმოგიდგენიათ, როგორ სიბრიყვეში არიან და რა სახის აბსურდს იგონებენ.

ლუზერი რადიაკლური ოპოზიციონერები ამომრჩეველთა სიმპათიების მოსაგებად კი არ იბრძვიან, არამედ ქმნიან ფსევდო აპოკალიპტურ სურათს და ა.შ. კობახიძე და კალაძე ნურმაგომედოვს შეხვდნენ, ვითომ ამ 300 თუ 500 ბოევიკის ჩამოსაყვანად, მაშინ იგივე შეიძლება ითქვას ტრამპზე, რომელიც ასევე, ამ სპორტსმენს შეხვდა. ასეთი ე.წ. წარმატებით შეიძლება ვთქვათ, რომ ჩეჩენი და დაღესტნელი ბოევიკები ამერიკის არჩევნებზე უნდა ჩავიდნენ. ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება, მით უმეტეს ლუზერი ლევან ხაბეიშვილისგან, რომელიც სამარცხვინოდ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარეობიდან გააგდეს, მართლა არ ღირს. მე უფრო ვხედავ, რომ ეს არის მორიგი კლოუნადა ყურადღების მისაქცევად“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, ოპოზიციას ამით შავბნელი სურათის შექმნა უნდა, რაც არ გამოვა. ანალიტიკოსი ამბობს, რომ არ გაგვიკვირდება, თუკი ამ მოსაზრებას ნაცსექტის ფსევდო ჟურნალისტები და ვაი არასამთავრობოები აჰყვებიან.

„მესამე სექტორის წარმომადგენლებმა, გვახსოვს, იკადრეს და ისეთი ტყუილებით გამოკვებეს საზოგადოება და საერთაშორისო დამკვირვებლები, რომ გასაკვირი არაფერი აღარ არის. თითქოს 2018 წელს ყალბი პასპორტები იყო დაბეჭდილი. 2020 წლის არჩევნების ხმების პარალელურმა დათვლამ კი აჩვენა, რომ ცესკოს რეალური შედეგები მათ მიერ იყო გაყალბებული. არადა, 1 თვის შემდეგ აღიარეს, რომ მათი ხმების დათვლის სისტემა არასწორი იყო. ამიტომ ეს არ გვიკვირს, მაგრამ ქართული დემოკრატიის პრობლემა ისაა, რომ ქართული ოპოზიცია კი არ მუშაობს ამომრჩეველთა გულის და გონების მოგებისთვის, არამედ დესტრუქციული სცენარების შექნაზე მუშაობენ. თუმცა 2012 წლიდან ვხედათ, რომ ნებსიმიერი ასეთი სცენარი რადიკალებისთვის წარუმატებლად სრულდება“, - ამბობს აბაშიძე.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე for.ge-სთა მიიჩნევს, რომ ოპოზიცია არჩვნების გზით ხელისუფლებაში ვერ მოვ, ამიტომ მომხრეების შემზადებაცდილობენ და მათ აგუებენ უკვე, რომ დესტაბილიზაცია იქნება.

„ეს კაცი მსოფლიო ჩემპიონია და მასთან სურათები გადაღებული ვის არა აქვს. აქედან გამომდინარე, საქმე გვაქვს რაღაცა მოჭორილ ამბებთან, რომლის გამძაფრებასაც ნაციონალები ცდილობენ. აშკარად ჩანს, რომ მათ პატრონებს ხელისუფლების შეცვლა უნდათ. ამისთვის კი არ არსებობს მსგავსი პირობები. ოპოზიცია უნდა იყოს ძლიერი, ახლა კი რაც პოლიტიკური ელიტაც გვყავს, ალბათ, მსგავსი სისუსტის არავის ახსოვს.

ლიდერად რომ ხაბეიშვილი ეყოლებათ და ახლა ბოკუჩავა ჰყავთ, ნათლად ჩანს, რა გასაჭირში იმყოფებიან. ეს ხალხი ერთადერთ რამეს ეცდებიან არჩევნებისთვის, რომ რამენაირად ქვეყანაში სიტუაცია დაძაბონ. ამის ფონზე მათ შესაბამისი თანხები მიიღონ და რასაც დაავალებენ ის გააკეთონ. მათი დამკვეთების წინაშე ვალდებულები არიან, ამიტომ ყველაფერს იკადრებენ. გვახსოვს რა მოხდა ფეხბურთელთან დაკავშირებით, როგორ ერთ წუთში ააგორეს ფეიკი, თითქოს ობოლაძემ ზივზივაძეს სიტყვა არ მისცა. როგორ აიყოლიეს ხალხის რაღაცა ნაწილი და ამ ტუილის გამო ალალმართალ კაცს გადაუარეს. მათ აქვთ ფული და ამის მეშვეობით ყველაფერს კადრულობენ. კიდევ უფრო მეტად შეეცდებიან სიტუაციის არევას, მაგრამ ჯერ ერთი, ქართველი ხალხი გაიზარდა და იციან ვისთან აქვთ საქმე, ხოლო მეორე მხრივ ხელისუფლება მოწოდების სიმაღლეზე დგას. ძალადობრივი გზით ქვეყანაში ოპოზიცია ძალაუფლებას ხელში ვერ ჩაიგდებს“, - ამბობს გვენეტაძე.

მერაბ.g ამ ხეპრეზე ამდენს რომ ლაპარაკობთ, სწორედ ეგაა მეცოცხეთა მოზანი
4 თვის უკან
ლევკოთეა სხვათა შორის, ხაბეიშვილის ამ სისულელეს არც-თუ ცოტა მისი მომხრე დაიჯერებს.
ჯერ ერთი, მიშამადიდებელი ფუნდამენტალისტი ნაციონალების IQ მოგეხსენებათ რა დაბალ ნიშნულზეა (იმიტომაც სჯერათ მიშამაგარია-ს ნებისმიერი ტყუილი) და მეორეც, ადამიანებს უფრო ადვილად სჯერათ ის, რისი დაჯერებაც თავად სურთ.
აგერ, ლამის ბუდუ ზივზივაძეს განუდგნენ და არ უჯერებენ, როცა თქვა, რომ ობოლაძეს ჩემთვის არ უთქვამს სიტყვას არ მოგცემო. :)
გადახედეთ სოციალურ ქსელებს და ნახავთ რა გონებრივი მონაცემების და ულევი ენერგიის მრევლი ჰყავს დიდ მიშიკას.
4 თვის უკან
არაგველი641 მაგას ეტყობა წამოცდა და თვითონ აპირებენ ბოევიკების ჩამოყვანას
4 თვის უკან