„ჩვენ ვხედავთ რევოლუციის განუწყვეტელ მცდელობას და მტრობას, რითაც კიდევ ერთხელ დასტურდება აქსიომა, რომ ამერიკელებთან მეგობრობა უფრო საშიშია, ვიდრე მტრობა“

„ჩვენ ვხედავთ რევოლუციის განუწყვეტელ მცდელობას და მტრობას, რითაც კიდევ ერთხელ დასტურდება აქსიომა, რომ ამერიკელებთან მეგობრობა უფრო საშიშია, ვიდრე მტრობა“

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპს ოფიციალური ქმედებებისთვის იმუნიტეტი აქვს, მაგრამ არა პირადი ქმედებებისთვის. პრეზიდენტობის კანდიდატი აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება დიდი გამარჯვებაა ამერიკული კონსტიტუციისა და დემოკრატიისთვის, მაგრამ მოქმედი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი თვლის, რომ დონალდ ტრამპისთვის იმუნიტეტის მინიჭება არის საშიში პრეცედენტი, რომელიც ძირს უთხრის კანონის უზენაესობას.

ამერიკულ საზოგადოებაში კი სასამართლოს გადაწყვეტილება შეფასდა ისე, რომ ჯო ბაიდენს თეთრი სახლის დატოვება მოუწევს. მაშინ, როდესაც ამერიკული საზოგადოებაში იზრდება აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის მიმართ უკმაყოფილება, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს შიდა პოლიტიკური საკითხებით არის დაკავებული და პირდაპირი მნიშვნელობით ემუქრება ქვეყანას, რომელიც მათივე ლექსიკით არის ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი.

რატომ ემუქრება ენტონი ბლინკენი საქართველოს - ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge პოლიტოლოგ სოსო მანჯავიძეს ესაუბრა.

ენტონი ბლინკენის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ, შეშფოთების გამოსახატავად, ზომები მიიღეს, რომლის შესახებაც უფრო მეტის ნახვა იქნება შესაძლებელი. ბატონო სოსო, როგორ შეიძლება აიხსნას ბლინკენის ეს მუქარა, თუ შანტაჟი?

სოსო მანჯავიძე: ჩვენ ვხედავთ რევოლუციის განუწყვეტელ მცდელობას და მტრობას, რითაც კიდევ ერთხელ დასტურდება აქსიომა, რომ ამერიკელებთან მეგობრობა უფრო საშიშია, ვიდრე მტრობა. მტრისაგან იცი რას უნდა ელოდო, მაგრამ მათთან მეგობრობას საოცარი დასასრული აქვს. გავიხსენოთ, ყველა, ვინც მათთან მეგობრობდა - ჩამოაგდეს და სასტიკად დასაჯეს. მაგალითად, სადამ ჰუსეინი მათი მოყვანილი იყო ხელისუფლებაში. ვისაც უკვირს ჩემი ნათქვამი, დაგუგლოს არაბული ქვეყნების ლიგის შეხვედრა, სადაც საუდის არაბეთის მეფე ჰუსეინს პირდაპირ უყვირის და ეუბნება თქვი, ვინ მოგიყვანა ხელისუფლებაშიო. ჰუსეინისგან პასუხი არ არის. ყველამ ვიცით ვინც მოიყვანა, რა თქმა უნდა, აშშ-მა.

იგივე ლიბიაში, მუამარ კადაფის მოყვანას სწორედ ამერიკელები ლობირებდნენ. მათთვის ყველაზე უფრო მოხერხებული პარტნიორი, ვინც კი შეიძლება ყოფილიყო, იყო ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი, მაგრამ ისიც ჩამოაგდეს. ასევე, გავიხსენოთ უკრაინის სიტუაცია - რა უნდოდათ? იჯდა იქ იანუკოვიჩი, რომელიც იყო ლეგიტიმური პრეზიდენტი. მოაწყვეს გადატრიალება და რამდენი მსხვერპლი მოჰყვა უკვე ამას? საუბარია 600 ათას დაღუპულ უკრაინელზე, უამრავი დაჭრილი, დასახიჩრებული, დევნილი, სახელმწიფო ინგრევა და საერთოდ, რა ელოდება ამ ქვეყანას, არ ვიცით. რისი გულისთვის- მათი ავადმყოფურად გაგებული გეპოლიტიკური ინტერესების გამო.

ანალოგიური ვითარებაა ახლაც, როცა ეს მართლაც ავადმყოფური, ანეკდოტური და საშიში ფიგურა გვემუქრება. ახლა მთავარია, რომ ეს დაჯგუფება ჩამოცილებული იქნას აშშ-ის ხელისუფლებიდან.

როგორ ფიქრობთ, ტრამპს აქვს შანსი მოვიდეს ხელისუფლებაში?

- ტრამპს ძალიან გაეზარდა შანსი და განსაკუთრებით მას მერე, რაც ამ დებატებში მთელმა ამერიკამ დაინახა ბაიდენის მდგომარეობა. ერთი მხრივ, მართლაც გასაოცარია რატომ აქამდე ვერ ხედავდნენ, ან არჩევნების დროს, თუმცა, როგორც ჩანს, ეს ინფორმაციული გუმბათი, რომელიც არის აშშ-ის თავზე და რომელსაც ქმნიან მეინსტრიმული მედიები, ადამიანებს ძალიან სერიოზულად აზომბირებს.

არ ვამბობ, რომ მთელი ამერიკა არის ზომბირებული, მაგრამ უდიდესი ნაწილი ზომბირებულია ამ ტელევიზიების მიერ და ეს ცხადია. როცა დაინახეს ეს საოცარი სურათი, როდესაც ადამიანი ვერ ახელდა თვალებს, ვერ გადაადგილდებოდა, ვერ სცემდა პასუხებს და რა პასუხებიც ჰქონდა, 99% გასაოცარი ტყუილისა და არაკომპეტენტურობის ნაზავი იყო. ამავე დროს, ეს ბებრული ჩიფჩიფი და ლანძღვა, ლამის წყევლა ოპონენტის, რა თქმა უნდა, გამანადგურებელ შთაბეჭდილებას ახდენდა და თვით მისი მომხრეებიც კი გაოგნებული დარჩნენ.

საუბარია ბაიდენის შეცვლაზე, მაგრამ ეს როგორ წარმოგიდგენიათ?

- ვერ შეცვლიან და იცით რატომ? ის ფული, რომელიც შეგროვილია საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, შეგროვილია ბაიდენისთვის. ანუ, იმ ფულის განკარგვა შეუძლია ბაიდენს, ან მისი ოჯახის წევრებს. მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიულ პარტიას ჰყავს სხვა კანდიდატები, მათ ხელახლა უნდა შეაგროვონ ფული, რაც საერთოდ წარმოუდგენელია და ამის გარდა, ერთი მეორეზე ანეკდოტური ფიგურები ჰყავთ. საუბარია ჯილ ბაიდენზე, ანუ ცოლზე, რომელსაც შეუძლია განკარგოს ეს ფული.

ერთი მხრივ, ჯო ბაიდენი რომ ჯილ ბაიდენით შეიცვალოს, ეს უკვე იქნება ოთხწლიანი კომიკური სიუჟეტის კულმინაცია, როცა სიცილი გადადის ისტერიულ ხარხარში. საერთოდ, ამ ფერადმა ადმინისტრაციამ თავიდანვე აქცენტი გააკეთა არა კომპეტენციებზე, არამედ სხვადასხვა უმცირესობის კუთვნილებაზე. უნდა დაწინაურებულიყო ან მექსიკელი, ან აფროამერიკელი, ან ყოფილი ემიგრანტი, ან ლგბტ თემის წარმომადგენელი - ჰომოსექსუალი, ტრანსგენდერი და ა.შ.

თუ ადმინისტრაციას გადავხედავთ, პრინციპში, ამ ნიშნით არის დაკომპლექტებული თეთრი სახლი...

- კი ბატონო. ავიღოთ იგივე თეთრი სახლის სპიკერი კარინ ჟან-პიერი, დიდი ზეიმით წარადგინა ბაიდენმა და თქვა, რომ ეს არის ამერიკის სულის განსახიერებაო. ჟან-პიერი ერთდრულად არის ემიგრანტი, ლესბოსელი და შავკანიანი. ამერიკის ადამიანისტარციას გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის, ვინ იქნება ნატოს გენერალური მდივანი, იგივე მენეჯერი. ნატო აგებულია როგორც სააქციო საზოგადოება, სადაც აქციონერები არიან ქვეყნები და მათი მენეჯერის დანიშნულია გენერალური მდივანი - მარკ რიუტე.

ვინ არის ნატოს ახალი გენერალური მდივანი, რომელიც აცხადებს, რომ ღელავს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზასთან დაკავშირებით ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებების გამო...

- რატომ აირჩიეს ეს რიუტე? - რიუტე არის აღიარებული ჰომოსექსუალი. რა თქმა უნდა, მას არ ჰყავს ოჯახი, არ ჰყავს შვილები. იყო ჰოლანდიაში პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ვაქცინაციის წინააღმდეგ გამოსულ მოსახლეობას ძაღლები მიუსია და ტყვიებს ესროდა. ლამის, საბრძოლო იარაღის გამოყენებამდე მივიდა საქმე. ეს, ის რიუტეა, რომელიც ვითომ ველოსიპედით დადის და დემოკრატია, ამ დროს ის არის დიქტატორი. როგორც წესი, ასეთი ტიპის ჩინოვნიკებს არც ოჯახი აქვთ და არც შვილები ჰყავთ და შესაბამისად, აქვთ ძალიან სპეციფიკური აზროვნება.

ისინი მომავალზე, ზნეობაზე და შედეგებზე ორიენტირებული არ არიან. მსოფლიოს უმსხვილეს სამხედრო პოლიტიკურ გაერთიანებას სათავეში ჰყავს „მებრძოლი“ ჰომოსექსუალი მარკ რიუტე, რასაც ვულოცავ მათ და მათ თაყვანისცემლებს. ასევე, ვულოცავ აი, იმათ, „შიგ ევროპაში“ რომ არიან და მოვუწოდებ, რომ მიბაძონ რიუტეს, არ იყოლინ ოჯახი, საკუთარ ხალხს მიუსიონ ძაღლები, ესროლონ ტყვიები და აუცილებლად გაიარონ არატრადიციული სექსუალური ცხოვრების პრაქტიკა რიუტთან ერთად.