ვინ „კრიშავს“ ქართულ ფეხბურთს?

ვინ „კრიშავს“ ქართულ ფეხბურთს?

რა გვაქვს სატრაბახო? რა ხდება ქართულ ფეხბურთში? ამაზექრონიკამთელი წლის მანძილზე წერდა. იმითაც დავინტერესდით, ვინ რამდენს დებს ფეხბურთში და ზოგადად, ვინკრიშავსსპორტის ამ ყველაზე პოპულარულ სახეობას ჩვენში?

მაგალითად, ბადრი პატარკაციშვილსდინამოსთვის“ 11 მილიონი გამოუყვია. „სიონისსაპატიო პრეზიდენტი დავით კირკიტაძეა და ერთი წლის მანძილზე ამ კლუბმა მილიონი ლარი დახარჯა.

ზესტაფონსილია კოკაიაკრიშავს“. გორისდილაშისახსრების ჩადებას საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე აპირებდა, მაგრამ როგორც კი სოლიდური მსურველების შესახებ შეიტყო, ბატონმა ქარელმადილასუსაშველოდ მეწველი ძროხის ფასი დაადო და 300 ათასი დოლარი დააფასა.

ფოთისკოლხეთისთვისმხოლოდ 200 ათასი ლარი ბიუჯეტიდანაა გამოყოფილი, როცა ფოთის პორტი და მისი მაშინდელი თავკაცი, ვალერი გეგიძე, მილიონ ლარსაც არ იშურებდაკოლხეთისთვის.“

ქუთაისისტორპედოსგიორგი ხურციძე ხელმძღვანელობს. თბილისურისპარტაკი“ - აკაკი ჩხაიძის ღვიძლი ძმის, როლანდის, გატაცება და შვილობილია.

მოგვიანებით, „ქრონიკამფოთისკოლხეთისდაშლის ამბავიც შეგატყობინათ. ფეხბურთის ფედერაციაში განაცხადებისა და სამონაწილეო თანხის შეტანის ვადა (ადრე რომ 22 ათასი ლარი იყო და ახლა ორჯერ მეტი უნდა იყოს), 28 ივლისის 18 საათზე იწურებოდა და როგორც აღმოჩნდა, სწორედ ამ დროს დასრულდა საქართველოში უძველესი გუნდის არსებობაც. მოთამაშეებს განთავისუფლების ფურცლები დაუბრუნეს, ოთხი თვის დავალიანებაზე ხელი დააბანინეს და სხვადასხვა კლუბში გზა დაულოცეს. დაიწყო სტადიონის დაშლაც, როგორცქრონიკაწერდა, „ოპერატიულადმოიპარეს 35 ათას დოლარად ნაყიდი სტადიონის საათი.

იმ დროს, როცა ფოთში კოლხი ფეხბურთელების ცოდვით ზღვა იწვოდა, თბილისის ყურისძირში, შიდა ქართლში, სამაჩაბლოს ფეხბურთის ნამუსი და ფორპოსტი, საფეხბურთო კლუბიცხინვალიგაიმეტეს - გასულ სეზონზე თითქოსდა მხარის გუბერნატორ ქარელის მიერ ხელდასმული კლუბი ზუსტად ფოთელთა დღეში ჩავარდა და გადაუხდელი სამონაწილეო თანხის გამო, უმაღლესი ლიგის გათამაშებიდან მოიკვეთა.

ისე, ვისაც მახსოვრობა არ ღალატობს, დამეთანხმება, რომცხინვალიდასოხუმიპოლიტიკური მოსაზრებით გაამწესეს უმაღლეს ლიგაში, საყოველთაო მხარდაჭერასაც დაჰპირდნენ და სეზონის გახსნის პირველ მატჩშიც ერთმანეთს შეახვედრეს, ახლა კი...