„ამერიკის საგარეო კურსი საქართველოსთან დაკავშირებით დარჩება იგივე, თუმცა არ არის გამორიცხული, ტრამპმა უფრო გაამკაცროს“

„ამერიკის საგარეო კურსი საქართველოსთან დაკავშირებით დარჩება იგივე, თუმცა არ არის გამორიცხული, ტრამპმა უფრო გაამკაცროს“

28 ივნისს აშშ-ში გამართული პირველი დებატები დემოკრატებისათვის კატასტროფად შეფასდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამის ფონზე, პარტიაში უკვე სერიოზულად დაიწყეს საუბარი პრეზიდენტობის კანდიდატის ჩანაცვლებაზე. მათი შეფასებითვე, დემოკრატებს სხვა ძლიარი კანდიდატი არ ჰყავს, რომელიც შეძლებს სრულფასოვნად დაუპირისპირდეს დონალდ ტრამპს. თუმცა, ჯერჯერობით ძნელი სათქმელია რამდენად დათანხმდება ამას მოქმედი პრეზიდენტი, 82 წლის ჯო ბაიდენი.

ამ საკითხთან დაკავშირებით, For.ge ექსპერტს სამხედრო საკითხებში, ვახტანგ მაისაიას გაესაუბრა.

ვახტანგ მაისაია: ბაიდენის საარჩევნო შტაბში უკვე დაიწყეს ფიქრი დემოკრატების სხვა კანდიდატურაზე. ივლისში, ორივე პარტიამ ოფიციალურად უნდა წარმოადგინოს თავიანთი კანდიდატურა. ამ დებატებმა შოკში ჩააგდო ამერიკის საზოგადოება. დემოკრატებს სხვა, ღირსეული შეცვლელი არ ჰყავ, რომელმაც შეიძლება ტრამპს მოუგოს. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპსა და ბაიდენს შორის ასაკობრივი სხვაობა მხოლოდ 4 წელია, ტრამპი უფრო მხნედ და ოდიოზურად გამოიყურება. ასევე, ბაიდენთან შედარებით, ტრამპს უფრო რაციონალურად და დამაჯერებლად ეჭირა თავი. საინტერესო ტენდენციაა, რომ ევროპაში მემარჯვენეები იმარჯვებენ, თუნდაც საფრანგეთის მაგალითი ავიღოთ. ვფიქრობ, ტრამპის გამარჯვების შანსი გაიზარდა.

დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, რა იცვლება გეოპოლიტიკურად?

- ფაქტობრივად, გამოდის, რომ ბაიდენმა ხელისუფლება უნდა გადააბაროს თავის უახლოეს გარემოცვას, იმ წრეს, რომელიც მას აცოცხლებს და ავითარებს. დღეს ბაიდენი უფრო ბრეჟნევს ჰგავს - მგონია, რომ მეორე ვადა სწორედ იქნება ბრეჟნევიდან ჩერნეკოს სტილში, როდესაც ის საერთოდ გათიშული იყო და უბრალოდ, ხელოვნურად ასულდგმულებდნენ - ის უარესია ამერიკისთვის, ვიდრე ტრამპი, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის პოლიტიკა შესაძლოა უფრო ხისტი და რადიკალური იყოს. ტრამპის მხრიდან აქცენტი მეტად შიდა პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაზე გაკეთდება, როგორც ზოგადად, სჩვევია, იგივე შეიძლება ითქვას ემიგრაციის პრობლემის მოგვარებაზეც.

შესაძლოა საგარეო პოლიტიკური კურსი შერჩევითი იყოს - მას აღმოსავლეთისკენ ჰქონდა გეზი აღებული. არ ვიცი მის ინტერესში რამდენად შევა ჩვენი რეგიონი. ტრამპის დამოკიდებულება უკრაინასთან დაკავშირებით საკმაოდ არაერთგვაროვანია. ტრამპმა მისი პრეზიდენტობის პერიოდში კარგი გამოცდილება მიიღო საგარეო პოლიტიკური პრობლემების მოგვარების კუთხით. მის მეორე ვადას შესაძლოა, უფრო აქტიური პოლიტიკური ორიენტაცია ჰქონდეს, ეს რაში გამოიხატება, ალბათ, სექტემბერ-ოქტომბერში ვნახავთ, მისი საარჩევნო კამპანიის პერიოდში გამოვლინდება.

თუმცა, მან საკმაოდ რადიკალური ტიპის წინადადებები გააჟღერა: უკრაინა-რუსეთის ომს დაასრულებს ორ თვეში, ის უფრო ხისტი და მედგარი იქნება ჩინეთთან მიმართებაში. ნატო-სთან დაკავშირებით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ესეც გაურკვეველია. ასევე, ევროკავშირთან გეოეკონომიკური ომის პარადიგმა ხომ არ იქნება მისი ამოსავალი წერტილი - ეს საკითხიც საინტერესოა.

ტრამპის პოლიტიკა უკრაინასთან მიმართებაში, ცნობილია. მისი მიდგომები ვიცით მისი განცხადებებიდან გამომდინარე. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი დონალდ ტრამპი იმარჯვებს არჩევნებში? ბევრი საბრობდა, რომ ტრამპის არჩევა მეორე ვადით გამოიწვევს იმას, რომ უკრაინას შესაძლოა შეუწყდეს ის დახმარება, რასაც დღეს იღებს და რაც რუსეთთან საომრად სჭირდება. შედეგად კი, ის დამარცხდეს რუსეთთან. თქვენი პროგნოზი როგორია ამასთან დაკავშირებით?

- ტრამპმა უფრო კარგად შეისწავლ საგარეო პოლიტიკა და ის უფრო მომზადებული იქნება. ვფიქრობ, რომ მისი საგარეო პოლიტიკა უფრო გაწონასწორებული იქნება, ვიდრე მისი პრეზიდენტობის პირველ ვადაში იყო, რა დროსაც ქაოსი შემოიტანა საგარეო პოლიტიკაში. ალბათ, ტრამპი გააგრძელებს ბაიდენის კურს უკრაინასთან დაკავშირებით. დახმარებას უკრაინა ამ შემთხვევაშიც მიიღებს, მაგრამ ის შეეცდება რუსეთთან და უკრაინასთან ერთგვარი მედიატორი იყოს და სხვანაირად წარმოაჩინოს ამერიკის როლი ამ კონფლიქტში. დარჩე უკრაინის მოკავშირედ და დაეხმარება მას, შესაძლოა იმაზე მეტადაც კი დაეხმაროს, ვიდრე დღეს ბაიდენის ადმინისტრაცია ეხმარება. თუმცა, ის შეეცდება, რომ ორივე მხარე მოლაპარაკების მაგიდასთან დასვას. ბაიდენი უფრო პრაგმატიკოსი პოლიტიკოსია.

რა შეიცვლება საქართველოსთან დაკავშირებით, როცა საქართველოს ხელისუფლებისა და ამერიკის ურთიერთობა, საკმაოდ დაძაბა?

- ალბათ, ამერიკის საგარეო კურსი საქართველოსთან დაკავშირებით დარჩება ისეთივე, როგორიც ახლა არის. თუმცა, ასევე არ არის გამორიცხული, ტრამპმა გააგრძელოს ბაიდენის საგარეო პოლიტიკური კურსი და კიდევ უფრო გაამკაცროს. საინტერესოა როგორი გადანაწილება იქნება საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

Gami ეს ტიპი როგორც ყოველთვის არეულად ლაპარაკობს. მცნება "ოდიოზური" მნიშვნელობა იცის?
2 დღის უკან