კეზერაშვილმა პარტიულ სიაში მოსახვდერად ვაჭრობა გამოაცხადა - შესაძლოა ენმ-ში ახალმა დაპირისპირების კერამ იფეთქოს

კეზერაშვილმა პარტიულ სიაში მოსახვდერად ვაჭრობა გამოაცხადა - შესაძლოა ენმ-ში ახალმა დაპირისპირების კერამ იფეთქოს

დავით კეზერაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში მოსახვედრად დიდი ვაჭრობა გამოაცხადა. როგორც შიდა წყაროებიდან ხდება ცნობილი, კეზერაშვილი ენმ-ის მუშაობით ძალიან უკმაყოფილოა. ასევე იმ დანახარჯებით, რითაც მას პარტიის და ოპოზიციური მედიების შენახვა უწევს. ამიტომ კეზერაშვილმა სიაში იმ ბიზნესმენების ჩაწერა გადაწყვიტა, ვინც უფრო მეტს გადაუხდის.

როგორც შიდა წყაროებიდან ხდება ცნობილი, ის მოლაპარაკებას კახა ოქრიაშვილთან, ცეზარ ჩოჩელთან და ზაზა ოქუაშვილთან მართავს. ასევე საუბარია სხვა ბიზნესმენებზე, რომლებიც ენმ-ის სიაში ფულის სანაცვლოდ მოხვდებიან. კეზერაშვილი კი თითოეული მათგანისგან 2 მილიონამდე თანხას ითხოვს.

ამის პარალელურად, ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საერთო სიის შექმნას და ოპოზიციის გაერთიანებას ითხოვს. უფორ მეტიც, ის საკუთარი პარტიის წევრებს სთხოვს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს კვოტებიც კი გაუნაწილოს. მიუხედავად ამისა, სააკაშვილის ამ მოთხოვნას პარტიაში ყურად არავინ იღებს. როგორც ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, სააკაშვილმა პარტიაზე კონტროლი საერთოდ დაკარგა და ალბათ, ენმ-ში ახალი სკანდალი საარჩევნო სიის გამოა მოსალოდნელი. ისინი ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, პარტია ამის გამო მიშისტებმა დატოვონ და ენმ-ს კიდევ ერთი ჯგუფი გამოეყოს.

„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ სიტუაცია მართლა კრიტიკულია და კაცმა არ იცის სიებთან დაკავშირებით ახალი სკანდალი როდის იფეთქებს. მისი თქმით, დავით კეზერაშვილი და მისი ამფსონები ყველანაირად ცდილობენ, რომ „გამჭვირვალობის“ კანონის ამოქმედებამდე თავი დაიზღვიონ და მილიონერებს სიაში მოხვედრის სანაცვლოდ, პარტიაში ფული შეატანინონ.

„ნაცმოძრაობა“ უკიდურესად მძიმე სიტუაციაშია. გამოფიტული, არაფრის მთქმელი ლიდერები, რომლებიც ეულებივით აქეთ-იქით დაეხეტებიან, აღარც იდეები აინტერესებთ, რის გარშემოც ვითომ გაერთიანებულები იყვნენ და აღარც ნაციონალობა. ახლა მათთვის მთავარი საფიქრალი „გამჭვირვალობის კანონის“ ამოქმედებამდე თავის დაზღვევაა. პარტიაში ნებისმიერ ფასად ფული შეიტანონ, მხოლოდ ამას ფიქრობენ. კეზერაშვილმა და მისმა გარემოცვამ კარგად იცის, რომ სექტემბერში, როცა კანონი ამოქმედებას დაიწყებს, მათ დეკლარაციის შევსება მოუწევთ.

ამიტომ საზღვარგარეთიდან შემოსულ ფულზე ან დეკლარაციაში უნდა დაწერონ და ყველაფერს ფარდა ახადონ, ან კიდევ სხვა დაფინანსების წყაროები უნდა იპოვონ. ამიტომ სიებთან დაკავშირებით ვაჭრობა გამოაცხადა და მანდატების გაყიდვა დაიწყო. ამით უნდა, რომ პარტიის ბიუჯეტი შეავსოს. იცის, რომ სიტუაცია სავალალო იქნება და ამ კრიზისიდან გამოსვლას ცდილობს. მე მგონია, რომ ნაციონალებში სიების თემა კიდევ ერთი დიდი სკანდალის და დაპირისპირების მიზეზი გახდება. კაცმა არ იცის ვის რა რეაქცია ექნება“, - ამბობს ქართველიშვილი.

რაც შეეხება სააკაშვილის განცხადებებს, საერთო სიასთან და ოპოზიციის ერთიანობასთან დაკავშირებით, ქართველიშვილი ამბობს, რომ ექს-პრეზიდენტს პარტიაზე საერთოდ კონტროლი აქვს დაკარგული. მისი თქმით, ყველამ კარგად იცის, რომ სააკაშვილმა პარტიაზე გავლენა დაკარგა და არც მისი ფინანსების იმედი აქვთ.

„სააკაშვილი საერთოდ თამაშგარეთ არის გასული. პარტია ცალკეა და სააკაშვილი ცალკე. რა წინადადებებიც მან ამ ბოლო დროს დააყენა, ვინმემ ყურად იღო? მას საერთოდ არანაირი გავლენა აღარ აქვს, არც პარტიაზე და არც პარტიის წევრებზე. რა ოპოზიციის გაერთიანებაზეა საუბარი ან კვოტების დათმობაზე, თავად პარტიის წევრებს შორის არის დიდი დაპირისპირება და სიაში ადგილების 1%-იან პარტიებს და მათ ლიდერებს ვინ დაუთმობს.

სააკაშვილი საერთოდ მოწყვეტილია რეალობას. რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“ წარმოდგენა არა აქვს. უბრალოდ, იძულებულია მათ გადაწყვეტილებებს დაემორჩილოს, რეალურად სხვა გზაც არა აქვს. ასე იქნება მგონია სიებთან დაკავშირებითაც. თუმცა არ არის გამორიცხული, ბევრმა მიშისტმა, ამის გამო, პარტიაც დატოვოს“,-ამბობს ქართველიშვილი.

მედია პოლიტიკის ექსპერტი გიორგი ახვლედიანი კი for.ge-სთან ფიქრობს, რომ დავით კეზერაშვილს მობეზრდა მოპარული ფულის „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მიცემა, ამიტომ გადაწყვიტა წინასაარჩევნოდ სიაში ადგილები გაყიდოს.

„ნაციონალური მოძრაობის ინტერესები და მიხეილ სააკაშვილის ინტერესები ერთამნეთს უკვე დიდი ხანია აღარ ემთხვევა. სააკაშვილს ერთადერთი რამ აინტერესებს, როგორმე ციხიდან გამოვიდეს. ამისთვის კი ფიქრობს, რომ არჩევნებისთვის მთელი ოპოზიციური სპექტრის, ნაყარ-ნუყარი პარტიუკების გაერთიანებაა საჭირო. ფიქრობს ამით „ოცნება“ დამარცხდება ან კოალიციური მთავრობის შექმნა გახდება საჭირო, რომ ციხიდან როგორმე თავი დაიხსნას. მართალია, ნაციონალების და ოპოზიციის გაერთიანება მაინც არაფერს ნიშნავს და „ოცნებას“ ვერ დაამარცხებენ, მაგრამ სააკაშვილი ასე ფიქრობს და ერთადერთ გამოსავლად ამას მიიჩნევს.

ამიტომ ისტერიულად პარტნიორებისგან ითხოვს, რომ ყველა „ნაცმოძრაობაში“ შევიდეს. ოპოზიციის დარდი კი არა აქვს, მას იმედი აქვს, რომ ეს არის მისი გათავისუფლების უკვე ერთადერთი საშუალება. „ნაცმოძრაობის“ სია კი რეზინის არ არის და ბუშტივით ვერ გაბერავენ. იქ კონკრეტულ ადამიანებს, თავისი ინტერესები აქვთ. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს სააკაშვილის გიჟური იდეები არაფერში აინტერესებთ. მათ უნდათ პარლამენტში მოხვედრა. ყველა ვინც კი სატელიტია „ნაციონალური მოძრაობის“, თითო და ორ-ორ ადგილს ხომ წაიღებენ. „ნაციონალურ მოძრაობას“ კი სურს, რომ საპნის ბუშტივით გაიბეროს, მაგრამ 30 კაცზე მეტი ვერ დაეტევა. არადა პარტიულ ერთიან სიაში რომ შევლენ, ყველას, გამსვლელ 20 კაცში თითო ადგილი მაინც უნდა. ამიტომ ეს სერიზოული პრობელმაა. სააკაშვილი ამ თემას იგნორირებას უკეთებს და საუბრობს იმაზე, რომ მთავარია გაიმარჯვონ“, - ამბობს ახველდიანი.

მისივე თქმით, დავით კეზერაშვილმა და „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭომ კარგად იცის, რომ ასე, ერთ ქვაბში ყველას ჩაყრა არაფერს მისცემთ. პოლიტიკაში გაერთიანება - 1+1 რეალურად ორს არ უდრის. ასეთი მათემატიკური სიზუსტით ყვეალფერი არ ჯდება.

„ნაცმოძრაობას“ თავისი მერკანტილური მიზნები აქვს. საარჩვენო კამპანია აქვთ ჩასატარებელი. კეზერაშვილს კი ფულის ხარჯვა ყელში ამოუვიდა. „ნაცმოძრაობაში“ და მედიებში ხარჯავს ფულს და არაფერი შედეგი არ არის. მარტო მჭამელები ჰყავს, საქმეს არავინ აკეთებს. კეზერაშვილის მიერ, საქართველოდან მოპარული ფული დაუსრულებელი ხომ არ არის?! ამიტომ კეზერაშვილმა როგორც ბიზნესმენმა, ვაჭრობა გადაწყვიტა. ფიქრობს, რომ „ნაცმოძრაობას“ შენახვა უნდა, ამიტომაც იმ მილიონერებს შეიყვანს სიაში, ვინც მეტს გადაუხდის, სიის პირველ ნომრადაც იმათ ჩაწერს. მე მგონია, რომ სააკაშვილი უფრო მეტად არჩევნების შემდეგ გამოფხიზლდება და რომ გაათვიცნობიერებს მაგის გამომყვანი ციხიდან რეალურად არავინ არის, აი, მაშინ მართლა შეიძლება საერთოდ პარტიასაც კი გაემიჯონოს“, - ამბობს ახვლედიანი.

Gami მანდ ისეთი "ესერი სპირიდონოვა" /ბოკუჩავა/ დანიშნეს, რომ....
2 დღის უკან
Gami მანდ ისეთი "ესერი სპირიდონოვა" /ბოკუჩავა/ დანიშნეს, რომ....
2 დღის უკან