„ვიდრე იარსებებს განსხვავებული წარმოდგენები ურთიერთობების გადატვირთვაზე, საქართველოსა და დასავლეთს შორის, არავითარი გადატვირთვა არ შედგება“

„ვიდრე იარსებებს განსხვავებული წარმოდგენები ურთიერთობების გადატვირთვაზე, საქართველოსა და დასავლეთს შორის, არავითარი გადატვირთვა არ შედგება“

ევროპული საბჭო საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებ, შეცვალოს მოქმედების კურსი, რომელიცსაფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას, რაც დე ფაქტოდ იწვევს გაწევრიანების პროცესის შეჩერებას, ასევე, მოუწოდებ, რომგანმარტონ თავიანთი განზრახვები. ამის ფონზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ურთიერთობების გადატირთვას. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, თავისი წვლილი შეიტანოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვაში, რაც 2020 წლიდან განვითარებული მოვლენების ფონზე აუცილებლად გვესახება. მისი განმარტებით, ხელისუფლების წარმომადგენლებს დიდი იმედი აქვთ, რომ იქნება შემხვედრი ნაბიჯები.

საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ კობახიძის მხრიდან ურთიერთობის გადატვირთვაზე საუბარი ფარისევლურია და მისი შეფასებით, ვიდრე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი ძალაშია, მხარეებს შორის ურთიერთობა ერთ ადგილას იქნება გაჩერებული.

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებით ჩვენ მტრად გამოვაცხადეთ ნატო-სა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები. კონსტიტუციაში გვიწერია, რომ მივდივართ ნატო-სა და ევროკავშირში, თუმცა, უცებ აღმოჩნდა, რომ თითქოს ისინი არიან მტრები და მათი ფული არის მტრული. ამიტომაც, კურსი შეიცვალა. კობახიძის შეთავაზება სასაცილოა, რომ ამერიკასთან და ევროპასთან გადატვირთვისთვის მზადაა და ეს ინიციატივა მათია. ვიდრე საქართველოში ეს კანონი იქნება, აღარაფერი მოხდება - ყველაფერი გაჩერდა და გაიყინა.

ტიტანიკი რომ შეასკდა აისბერგს და ჯერ რომ არავინ იცის - ეს მოხდა. როდესაც ვეტო დაიძლია, ჩვენ აისბერგს შევასკდით და ნელ-ნელა საქართველოს დემოკრატია ჩაიძირება, თუ ქართველი ხალხი უარს არ იტყვის ქართულ ოცნებაზე 26 ოქტომბერს. რისი გამოსწორებაც შეიძლებოდა, ეს უკვე დამთავრდა მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ პრეზიდენტის ვეტო გადალახა.

მოხდება ის, რომ კობახიძე ფარისევლურად, პასუხისმგებლობას აკიდებს დასავლეთს და მოსკოვს ურთიერთობის გადატვირთვის შესახებ და თავად არაფერს გააკეთებს. მთავარი არის, რომ უკან იქნას გამოწვეული ეს კანონი. ვიდრე საქართველოს მიერ დასავლეთი კანონით იქნება აღიარებული, როგორც მტერი, ყველა პროცესი გაჩერებული იქნება - დასავლეთს არ სურს იყოს საქართვლოს მტერი, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ჩვენთან ინტერიუში აღნიშნავს, რომ თავად სკეპტიკურად უყურებს დასავლეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გადატვირთვის შესაძლებლობას. მისი განმარტებით, მხარეებს სხვადასხვაგვარად ესმით ურთიერთობის გადატვირთვა და ამის ფონზე, რთული მისაღწევია ურთიერთობის აღდგენა და დალაგება.

დასავლეთი ურთიერთობის გადატვირთვაში გულისხმობს იმას, რომ ქართულმა ოცნებამ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი უნდა გამოიწვიოს, ანტიდასავლეთის რიტორიკა შეარბილოს, ანუ დასავლეთის მიმართ მხოლოდ პოზიტიურ ჭრილში ისაუბროს, აქვე დიპლომატიური ენით გეუბნებიან, რომ შენ ეს გააკეთე და მერე ვნახოთ ურთიერთობები როგორ წავა. რაც შეეხება ქართულ მხარეს, ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ დასავლეთი საქართველოს უნდა მოექცეს უფრო სამართლიანად - თუ სხვა ქვეყნებში მსგავსი კანონები აქვთ, საქართველოში რატომ არ შეიძლება ასეთი კანონი არსებობდეს?!

ვიდრე იარსებებს განსხვავებული წარმოდგენები ურთიერთობების გადატვირთვაზე, საქართველოს ხელისუფლებასა და კოლექტიურ დასავლეთს შორის, უახლოეს მომავალში, არავითარი გადატვირთვა არ შედგება.დასავლეთი ამ ეტაპზე, ერიდება სანქციების შემოღებას, ან უვიზო რეჟიმის შეჩერებას, მაგრამ შეიძლება ეს გააკეთოს არჩევნების მოახლოების კვალობაზე, რომ ამას უფრო მეტი ეფექტი ჰქონდეს იმისთვის, რომ შეასუსტოს ქართული ოცნების პოზიციები.

იმდენად შერყეულია დღეს ურთიერთობები დასავლეთსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის, რომ მათი აღდგენის რესურსი არ არსებობს. აღდგენის რესურსი შეიძლება გაჩნდეს თუ ოცნება არჩევნებში დამაჯერებლად მოიგებს და დასავლეთს სხვა გამოსავალი არ ექნება, რომ მასთან ურთიერთობა გააგრძელოს. დასავლეთს არ სურს ხელისუფლებაში ისევ ქართული ოცნება დარჩეს. მე პესიმისტურად ვარ განწყობილი ამ მიმართულებით, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან საუბარში.

ევროპული საბჭოს სამიტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია: ევროპული საბჭო სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. კერძოდ, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, წარმოადგენს კანდიდატის სტატუსის შესახებ კომისიის რეკომენდაციაში გათვალისწინებულ ნაბიჯებთან დაკავშირებით უკუსვლას.

ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, განმარტონ თავიანთი განზრახვები მოქმედების მიმდინარე კურსის შეცვლით, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას, რაც დე ფაქტო იწვევს გაწევრიანების პროცესის შეჩერებას, - აღნიშნულია სამიტის დასკვნით დოკუმენტში.

ამასთან, ევროპული საბჭო ითხოვს, შეწყდეს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტების და ჟურნალისტების მიმართ დაშინების, მუქარისა და ფიზიკური თავდასხმის აქტები და ხაზს უსვამს, რომ იმ ღირებულებებისა და პრინციპების პატივისცემა, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი, აუცილებელია ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელსაც სურს ბლოკის წევრი გახდეს.

ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ შემოდგომის საპარლამენტო არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი და მხარს უჭერს მნიშვნელოვან გრძელვადიან და მოკლევადიან საარჩევნო დაკვირვებას პარტნიორების მიერ. ის გააგრძელებს სიტუაციის ყურადღებით მონიტორინგს. ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. იგი იმეორებს ურყევ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ და მზადყოფნას, განაგრძოს ქართველების მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე, - ვკითხულობთ დოკუმენტში.

მერაბ.g ზაქარეიშვილი ერთმარცვლიანი ლექსი, ანუ ამებასებრი უნიჭო არსებაა - მისი 20 ინტერვიუ რომ წაიკითხოთ, წვეთი წყალივით ჰგავს ერთმანეთს - არა არგუმენტი, არა ლოგიკა და ლოზუნგების ფრიალი!
ახლახან სადღაც ამის მსგავსი ირ. ოქრუაშვილის ნაცოდვილარი წავიკითხე - ხუმრობას ცდილობს 30 მლნ-ზე! გახსოვთ, ის რომ გაიბრიქა, სააკაშვილმა საღამოს რომ დაიჭირა და დილით ჩაჯმ..ლი რომ იყო? ამბობენ მის ჭკუაზე მოყვანაში იმ ღამით კასტილიანმა თემურ უბირიამ და მისნაირებმა ოფლი ღვარესო ...
ახლა რა ხდება? დაავიწყდა, თუ შეეჩვია? :))
2 დღის უკან
trampi არ გადაიტვირთება და ისინი უფრო დაზარალდებიან
რუსეთის გამო ჩვენი დაკარგვა მაგათ მილიონში არ აწყობთ
~მე ამათ ადგილზე დაჟე რუსეთთან სიფანდ დვიჟენიებს დავიწყებდი და ამ ამერიკელებს უფრო გავაგიჟებდი


აბა როგორია--------ჯერ არეჩევნები სადააა და უკვე ამტკიცებენ--------------- გაყალბებულიაო
ფიდარასტები
იანვარში მოვიკითხავ მაგათ, ............... იანვარში
1 დღის უკან
მერაბ.g გალაქტიონის ცნობილ ფუნაგორიას : " ამ ჩვენს საცოდავ პროზას თუ გამოვაკლებთ -ოზას და მივუმატებთ -უწუნს, მივიღებთ პრუწუნ - პრუწუნს" ამ გამონათქვამს დღევანდელობაზე თუ გადმოვიტანთ, პოლიტიკას შეფარებულ სააკაშვილ-წითლიძე-ხაზარაძე-სამადაშვილ-ჭუჭუ-გვარამია-მელია-ნათელაშვილ-გუბაზისთანებზეა ზედგამოჭრილი სახელი - "პრუწუნ-პრუწუნი"
1 დღის უკან