„პრემიერმა საკმაოდ ეკლექტურ ევოპას სერიოზული პოლიტიკური წინააღმდეგობა გაუწია და საკუთარი ქვეყნის ინტერესები პირველ ადგილას დააყენა“

„პრემიერმა საკმაოდ ეკლექტურ ევოპას სერიოზული პოლიტიკური წინააღმდეგობა გაუწია და საკუთარი ქვეყნის ინტერესები პირველ ადგილას დააყენა“

პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში ირაკლი კობახიძისთვის პირველი იყო, მეათე მოწვევის პარლამენტისთვის კი - ბოლო. ის საათნახევარი საუბრობდა დარბაზში, რომელაც ოპოზიციის წევრები არ ესწრებოდნენ. მათ პრემიერის გამოსვლას ბოიკოტი გამოუცხადეს. მიუხედავად ამისა, პრემიერმა დასძინა, რომ პარალმენტში რადიკალუირ ოპოზიციის, განსაკუთრებით ნაციონალების არყოფნა ძალიან კარგია და ეს პარლამენტსაც ეტყობა.

საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია, პრემიერის ანგარიშს არ დაესწრო, თუმცა იყვნენ გამონაკლისებიც. „გირჩის“ წევრებმა პრემიერის მოხსენება ბოლომდე მოისმინეს და ტრიბუნა კითხვა-პასუხის ფორმატშიც გამოიყენეს.

ანგარიშს უსმენდა დამოუკიდებელი ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდიაც, თუმცა კოლეგებისგან განსხვავებით, კითხვის დასმის შემდეგ დარბაზი დატოვა.

მოხსენება, ძირითადად, მთავრობის საქმიანობის გასულ 4 თვე ნახევარს ეხებოდა - კობახიძის პრემიერ-მინისტრობის პერიოდს. ანგარიშის წარდგენამდე, მან საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებს უთხრა, რომ მთავრობის მთავარი მიზნები უცვლელია და ეს ორი ეროვნული ამოცანის შესრულებაა.

ისევე, როგორც სამთავრობო პროგრამის წარდგენისას, ანგარიში მან საუბარი ეკონომიკით დაიწყო. „ძლიერი ეკონომიკა ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს“ - ამბობს პრემიერი და განმარტავს, რომ ამ მიმართულებით შედეგები პოზიტიურია - ეკონომიკური ზრდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ პროგნოზირებულს აღემატება. პრემიერი აცხადებს, რომ მთავრობას ამბიციური გეგმები აქვს. მიზანია, რომ 2028 წლისთვის 44 მილიარდი დოლარის ნაცვლად, ეკონომიკა 50 მილიარდ დოლარიან ნიშნულს გასცდეს. ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი ამოცანა პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება უნდა იყოს, რაც ოთხწლიანი გეგმის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.

მან ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობასა და საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრა. პრემიერმა ამას მოხსენების ცალკე ნაწილი დაუთმო. თქვა, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია უმთავრეს პრიორიტეტებად რჩება ისევე, როგორც ურთიერთობის განვითარება აშშ-თან. ირაკლი კობახიძემ ისაუბრა კიდევ ერთ სტრატეგიულ პარტნიორთან - ჩინეთთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც. ყურადღება გაამახვილა რუსეთთან კონფლიქტზე, არაღიარების პოლიტიკასა და მთავარ მიზანზე - მშვიდობიანი გზით მოხდეს ქვეყნის დეოკუპაცია.

„ვფიქრობ, გლობალური მოვლენების განვითარება მალე მოგვცემს ურთიერთობების გადატვირთვის საშუალებას ჩვენს მთავარ პარტნიორებთან. ეს არის აშშ, ევროკავშირი და მჯერა, ეს ყველაფერი მოხდება ძალიან მალე. ასევე, მოვლენების ასეთი დადებითი განვითარება ხელს შეუწყობს ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ვითარების გაჯანსაღებას. არ შეიძლება, ქვეყანას მუდმივად ჰყავდეს ისეთი ოპოზიცია, როგორიც ჰყავს დღეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სახით. ამ ადამიანების მთავარი იარაღი არის სიძულვილი, ძალადობა სიცრუე. ეს ყველაფერი არის არათავსებადი ქართულ კულტურასთან, რაც არის იმის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ეს ყველაფერი არის დაორგანიზებული გარედან. აქედან გამომდინარე, როდესაც კიდევ უფრო მეტად განმტკიცდება ჩვენი სუვერენიტეტი, ეს არაქართული მოვლენა ქართულ პოლიტიკაში აღარ დარჩება. საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღებთ შედეგად ჯანსაღ პოლიტიკურ სპექტრს, რომელიც ასე სჭირდება ქართული პოლიტიკის, პოლიტიკური კულტურის, ქართული პარლამენტარიზმის განვითარებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ირაკლი კობახიძეს ამ პატარა დროში უკვე საკამოდ რთულ გამოწვევებთან გამკლავება მოუწია. მის პერიოდს დაემთხვა, როგორც საშინაო, ასევე საგარეო თვალსაზრისით გარკვეულ ძვრები.

„პრემიერმა საკმაოდ სარისკო და ვიტყოდი რთული ნაბიჯი გადადგა, როდესაც ერთხელ უკვე უკან დაბრუნებული კანონის ხელმეორედ დაბრუნება გადაწაყვიტა. ამას არა მხოლოდ პარალამენტის ერთსულოვანი ნება სჭირდებოდა, არამედ აღმასრულებელი ხელისუფლების ძლიერი პოზიციაც საჭირო იყო. მთავრობამ კობახიძის ხელმძღვანელობით ეს შესძლო.

პრემიერმა თავისი გამოსვლებით, სხვადასხვა აქტორებთან შეხვედრით, გვახსოვს ობრაიენის ჩამოსვლა და ის საკმაოდ რთული 2-საათნახევრიანი შეხვედრა, ეს ყველაფერი ერთად შეძლო. კობახიძემ პირდაპირ თქვა, რომ ნებისმიერ ჩვენს პარტნიორთან პირისპირ დაჯდებოდა და დეტალურად გაივლიდა რატომ უნდა მიეღო საქართველოს ეს კანონი. შიდა პოლიტიკური ძვრების თვალსაზრისით, მან ამ პატარა დროშივე საკმაოდ დიდი როლი შეასრულა. აქედან გამომდინარე, მისი როლი ძალიან დიდია. ეს არის უკვე წარმატებული მოცემულობა, რადიკალური ოპოზიციის მიუხედავად, ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი არ გვაქვს. ქვეყანა კი სამშვიდობო პოლიტიკას აგრძელებს“, - ამბობს ქადაგიძე.

მისივე თქმით, პრემიერმა შეძლო და საკმაოდ ეკლექტურ ევოპას და ევროპარლამენტარებს სერიოზული პოლიტიკური წინააღმდეგობა გაუწია. ქადაგიძის აზრით, ამ არასტაბილურ პოლიტიკურ პროცესებში კობახიძემ შეძლო და საკუთარი ქვეყნის ინტერესები პირველ ადგილას დააყენა.

„რამდენად რთულ სიტუაციაში უწევს კობახიძეს ევროპასთან და ამერიკასთან ოპონირება, ვხედავთ. მიუხედავად ორმაგი სტანდარტებისა, რომელიც ევროპიდან მოდის, კობახიძე მაინც პრინციპულად, საკუთარი გუნდით წინააღმდეგობას უწევს. ევროპელები საკუთარ ამომრჩევლებს აღარ უსმენენ და გასაკვირიც არ არის, რომ ამ ორმაგ სტანდარტებთან კობახიძეს და „ოცნებას“ გამკლავება უწევს. პრემიერმა თქვა, რომ საქართველო აუცილებლად გააგრძელებს არჩეულ კურსს. ეს არის სტაბილურად აღებული ორიენტირი, რომელითაც საქართველო ხელმძღვანელობდა. პირველ რიგში, ჩვენი ეროვნული ინტერესია, რომ ამ გეოპოლიტიკურ ოჯახში მშვიდობიანად გავიდეს.

აქედან გამომდინარე, ის ბენეფიტები, რაც საქართველომ მიიღო და რასაც მიიღებს, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საერთაშორისო თვალსაზრისით, კობახიძემ თქვა, რომ ჩვენი პოლიტიკა დასავლეთთან გადატვირთვის პროცესშია. ეს გადატვირთვის პროცესი კობახიძემ დაიწყო და რეალურად საქართველომ, პრემიერის დახმარებით, გეოპოლიტიკურ რუკაზე საკუთარი მნიშვნელობა გაამყარა. საქართველომ ცალსახად განაცხადა, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველასთან და პარტნიორობა არ გადაიხედება. უბრალოდ, მიდგომები და თანამშრომლობის ფორმები გადაიხედება“, - ამბობს ქადაგიძე.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი for.ge-სთან ამბობს, რომ პრემიერ კობახიძის გაწონასწორებული, მშვიდი და პრინციპული ხასიათი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ, უკვე შიშის მომგვრელია. ამის ნათელი მაგალითია პარლამენტში ოპოზიციის ბოიკოტი, რომლებმაც წინასაარჩევნოდ ეს შანსი არც კი გამოიყენეს. სამაგიეროდ, პრემიერმა კიდევ ერთხელ შეძლო ესაუბრა, როგორც „ოცნების“, ასევე ოპოზიციის ამომრჩეველთან.

„მიუხედავად უმძიმესი გამოწვევებისა, რომლის წინაშეც ჩვენმა „მზრუნველმა“ მეგობრებმა დაგვაყენეს, აქაური მეხუთე კოლონის მეშვეობით, კობახიძემ აუღელვებლად და ძალიან სერიოზული პრინციპულობით, ჩვენი ქვეყნის ინტერესი მაინც დაიცვა. მაინც მოახერხა და გუნდთან ერთად ყველას აჩვენა, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა, რომელიც თავად იღებს გადაწყვეტილებას, რა კანონი მიიღოს. ჩვენ გვახსოვს პრემიერზე დამუქრება ევროპის ერთ-ერთი დედაქალაქიდან, რომელიც აქაურ მეხუთე კოლონისტებმა ტყუილად შერაცხეს, თუმცა კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, რადგან საბოლოო ჯამში, ვინც დარეკა, მანვე დაადასტურა ეს მუქარა. პოლიტიკაში, პოლიტიკსოებზე ასეთი მუქარის შემცველი სუბარი შემთხვევით არ ხდება“, - ამბობს გვენეტაძე.

მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, აშკარაა წინსვლა იმ დარგებში, რომლის განვითარების საშუალებაც საქართველოს აქვს.

„ინფრასტრუქტურის მხრივ დიდი წარმატებები გვაქვს, დიდი წარმატებებია ასევე ტურიზმის მიმართულებითაც, საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობებშიც საკმაო სიახლე გვაქვს. აღმოსაველთთან მიმართებაში და ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთანაც. პოლიტიკა ხელოვნებაა და ჩვენი პრემიერი, გუნდთან ერთად, მას ცალსახად, როგორც ხელოვნებას, ისე უდგება, რისი შედეგიც სახეზე გვაქვს. უპირველეს ყოვლისა, ეს გამოიხატება იმით, რომ საქართველოში მშვიდობაა. ეს რომ არ იყოს, პრემიერის დამსახურება და „ოცნების“ პოლიტიკა, ჩვენი მოსახლეობა ვერ იზეიმებდა ვერც ერთი 26 მარტის თუ ივნისის ფეხბურთის გამაჯრვებას. ეს არის სწორედ პრემიერის და ხელისუფლების სწორი პოლიტიკის დამსახურება“, - ამბობს გვენეტაძე.