„მელია პრობლემად კეზერაშვილს და მერაბიშვილს თუ აღიქვამს, მაშინ ნიკა გვარამიაზეც უნდა ჰქონდე იგივე განცდა“

„მელია პრობლემად კეზერაშვილს და მერაბიშვილს თუ აღიქვამს, მაშინ ნიკა გვარამიაზეც უნდა ჰქონდე იგივე განცდა“

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია დეკლარაციებს და ქარტიებს ერთიანობაზე ფიცით ხელს აწერს, საბოლოო ჯამში, „ნაციონალური მოძრაობისგან“ დისტანცირებაზე საჯაროდ საურბობენ. ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებს სიტუაციაში მყოფი ოპოზიციური პარტიებმა, რომლებმაც ბრიუსელში დეკლარაციას ხელი დიდი ამბით მოაწერეს, ახლა ამტკიცებენ, რომ პარტიები არჩევნებზე ცალ-ცალკე გასვლას აპირებენ. 

ქვეყნის გარეთ პარტნიორებთან სხვას საუბრობენ, ქვეყნის შიგნით კი სრულიად სხვა რამეს ლაპარაკობენ. ეს ოპოზიციის პოლიტიკური თამაშია თუ რეალობა? საბოლოოდ როგორ აპირებენ არჩევნებზე გასვლას, ჯერ თავადაც ვერ ჩამოყალიბებულან.

 აღმოჩნდა, რომ „ახალი“, რომელიც დეკლარაციის ხელმომწერია, „ნაციოანლურ მოძრაობასთან“ საერთო სიაში ყოფნას არ აპირებს. თურმე ამაზე კვლევებიც კი ჩაუტარებიათ, სადაც ჩანს, რომ ენმ-თან თანამშრომლობით „ოცნებას“ ვერ დაამარცხებენ.

„ახლის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ამბობს, რომ ჩატარდა კვლევა, გამართლდა პროგნოზი, რომ ერთიანი სია ვერ ამარცხებს ივანიშვილს.

მიმდინარეობდა კვლევა, ყველა პარტიასთან შეთანხმებული, არასამთავრობო ორგანიზაციებიც ლიდერობდნენ ამ პროცესში, რომ კვლევა ჩატარებულიყო და ყველას გაგვეგო, კვლევით მაინც, ანუ ემპირიულად, რა ცნობები მოვა - ერთიანი სია, ყბადაღებული, იმუშავებს თუ არა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს არ იმუშავებდა. კვლევის შედეგები ახლა მუშავდება. ხვალ-ზეგ ეს ყველასათვის ცნობილი იქნება. დამკვეთი თუ გადაწყვეტს, გაასაჯაროებს, თუ არა და ყველა პარტია ჩამოყალიბდება. მე მაქვს, რა თქმა უნდა, ინფორმაცია, თუმცა არ მაქვს უფლება, ამის გასაჯაროების. რა თქმა უნდა, ჩვენი, პარტიაახალის“ და სხვების პროგნოზი გამართლდა - ერთიანი სია არ არის ალტერნატიული ფორმულა ივანიშვილის დასამარცხებლად“, - ამბობს მელია.

მისი აზრით, რამდენიმე პოლიტიკური ცენტრი არის ბევრად უფრო ეფექტური ფორმულა ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად. მელია ამტკიცებს, რომ ეს კვლევამაც დადო.

უდიდესი სხვაობა იდება, როდესაც რამდენიმე პოლიტიკური ოპოზიციური ცენტრი უპირისპირდებაქართულ ოცნებას“. როგორც ჩანს, გახარიას პარტია იქნება ცალკე. „ნაციონალური მოძრაობის“ პარტია არის მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის, დათო კეზერაშვილის პარტია. ბევრს აქვს სამართლიანი წუხილი მათთან თანამშრომლობის, ბევრი მიზეზის გამო. მათ შორის, მეც... მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი და კეზერაშვილი დღეს არიან ძალიან მჭიდრო პარტნიორები, 24-საათიან კომუნიკაციაში. ვისაც აქვს სურვილი, მიხეილ სააკაშვილთან, დათო კეზერაშვილთან და ვანო მერაბიშვილთან იყვნენ წინასაარჩევნოდ პარტნიორებად, კი ბატონო... პარტიაახალი“ იქნება პლატფორმაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან შედეგს დადებს და ვისთან ერთად ვიქნებით, ვნახავთ“, - ამბობს მელია.

მელიას ამ განცხადებას მალევე მიხეილ სააკაშვილის პასუხი მოჰყვა. ექს-პრემიერი მელიას სიტყვებმა გააბრაზა და სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა.

 რაც შეეხება ჩემს გუნდს, ჩემი გუნდია ქართველი ხალხი, რომელიც არ ეგუება უსამართლობას, იბრძვის და უსათუოდ გაიმარჯვებს! და ჩვენ შორის ვერავინ და ვერაფერი ჩადგება, მათ შორის ვერც ციხის გისოსები“, - წერს სააკაშვილიფეისბუქზე“.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ თუკი მელიამ და სხვა ოპოზიციის წარმომადგენლებმა კვლევები ჩაატარეს და ნახეს, რომ ხალხს საერთო სია არ უნდა, მაშინ იმასაც გაიგებდნენ, რომელი პოლიტიკოსები არ მოსწონთ. საყვარელიძე მიიჩნევს, რომ თუკი მელია პრობლემად კეზერაშვილს და მერაბიშვილს აღიქვამს, მაშინ მის გვერდით მგდომ ნიკა გვარამიაზეც უნდა ჰქონდე იგივე განცდა.

„მელია ძალიან არასწორად მსჯელობს, როცა უნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მთელი ტვირთი მხოლოდ კეზერაშვილს და მერაბიშვლს აჰკიდოს. იგივე პრობლემა აქვს საზოგადოებას ნიკა გვარამიასთანაც. ისიც არანაკლებ თანამდებობებზე იყო. ამიტომ მხოლოდ ხელის გაშვერა ამ ორ ადამიანზე არასწორია, მით უმეტეს სააკაშვილი იყო ყველაფრის თავი ასევე და მასზე რატომ არა აქვს ეს გართულება? გვარამია კი მით უმეტეს, გენერალური პროკურორის მოადგილე იყო, იუსტიციის მინისტრი და არანაკლები წვლილი აქვს მაშინდელი რეჟიმის მმართველობაში შეტანილი. კვლევებით დადიგნდა, რომ საერთი სია ხალხს არ უნდა, მაშინ იმასაც გამოიკვლევდნენ რომელ პოლიტიკოსებს რა რეიტინგი აქვთ. რა განწყობა აქვს ხალხს მათ მიმართ.

ამიტომ ჩვენს ოპოზიციას ერთი საინტერესო რაღაცა სჭირს, ნაციონალების ხმები და რესურსი უნდათ, მაგრამ თან ამპარტავნობენ და ვითომ მათ გვერდით ყოფნა არ სურთ. ეგ რანაირად არის, ანუ შენ გინდა გამოიყენო და იმათმა შენგან რა ხეირი უნდა მიიღონ? მოკლედ, სიტუაცია არის ასეთ, ამ 1%-იანმა ოპოზიციურმა პარტიებმა კარგად იციან რაც ელით, რომ 5%-იან ბარიერს ესენი ვერ გადალახავენ. ამას ხვდებიან ქვეყნის გარეთაც. ამიტომ ბრიუსელში სხვანაირად ჭიკჭიკებენ და როგორც კი დაბრუნდებიან ქვეყანაში, ხალხის განწყობა რომ იციან, მერე ისევ სხვანაირად იწყებენ საუბარს. ამიტომ არის მერე ეს გაურკვევლობა ამომრჩეველშიც. თუმცა მაინც მგონია, რომ ამათი ბოლოა ერთიანი სია და ტყუილად იპრანჭებიან“, - ამბობს საყვარელიძე.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი for.ge-სთან ამბობს, რომ ეს დაპირისპირება კი არა „იაფფასიანი სტრატეგიაა“, თითქოს „ახალი“ ენმ-სგან შორსაა. მისი თქმით, ყოველ წინასაარჩევნო ეტაპზე ამას ძალიან უხარისხოდ აკეთებენ და უკვე სასაცილოა.

„მელიას ეს პოზიცია, რომ ვითომ ნაციოანლებისგან დისტანცირებულები არიან, ძალიან სასაცილოდ გამოიყურება ჩვენი საზოგადოებისთვის. ქართველი ელექტორატი საკმაოდ გამოცდილი და ბრძენია და ხედავს ამ ცირკის მსგავს პოლიტიკურ წარმოდგენებს, რასაც წლებია რადიკალური ოპოზიციონერები ატარებენ. შესაძლოა, წინასაარჩევნოდ რაღაცა კომპრომატებიც კი გამოუქვეყნონ ერთმანეთს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ისინი მაინც ერთი მიზნით არიან შეპყრობილნი, რომ როგორმე არადემოკრატიულად მიიტაცონ ხელისუფლება და რევანშისტული პოლიტიკა გაატარონ, რასაც არც კი მალავენ საჯარო სივრცეებში.

ამ დეკლარაციებით და ქარტიებით კი ხალხს უფრო არწმუნებენ იმაში, რომ ეს ერთობა კი არა, რაღაცა მყიფე და არასტაბილური წარმონაქმნია. ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის ამ პოლიტიკსოების ბუნება, რომ უდიდესი ამბიციებით არიან. ამ ლუზერულ პოლიტიკურ პერსონაჟებს მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ, რომ როგორმე სახელისუფლებო პრივილეგიები დაიბრუნონ ქართველი ხალხისა და სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე და ამის გამო ყველაფერზე არიან წამსვლელები“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, მელია-გვარამიას პარტია ამბობს, რომ თითქოს ენმ-სგან არჩევნებამდე დისტანცირდებიან. თუმცა, სავარაუდო გამარჯვების შემდეგ, ხელახლა გაერთიანდებიან კოალიციაში. ანალიტიკოსის აზრით, ესეც მეტყველებს, რომ აბსოლუტურად არასერიოზული, არათანმიმდევრული, ირაციონალური წინასაარჩევნო კამპანია აქვთ, რაც 2024 წლის 26 ოქტომბერს დამთავრდება ისე, როგორც ადრე დამთავრდა.

 

 

მერაბ.g რას მალავთ, იმ თქვენს კვლევაში წერია, რომ ოცნება 44%-ს იღებს, ნაცები და ჭჭ 18%-ს, გახარია 7%-ს ლელო 3,5%-ს, გვარამია 4%-ს, დროა-გირჩი 2%-ს იაგო1,5%-ს, დოლიძე1,5%, ლეიბოტისტები ასევე 1,5%-ს ...გახარია თქვენთან არ წავა, დანარჩენები ერთად იქნებით თუ ცალ-ცალკე რა მნიშვნელობა აქვს?
1 დღის უკან