„აშშ-მა და დასავლეთის ქვეყნებმა დაინახეს საფრთხე, რომ საქართველოში საკუთარ ინტერესებს ვეღარ გაატარებენ“

„აშშ-მა და დასავლეთის ქვეყნებმა დაინახეს საფრთხე, რომ საქართველოში საკუთარ ინტერესებს ვეღარ გაატარებენ“

კანონი გამჭვირვალობის შესახებ არამხოლოდ ამერიკაში, არამედ სხვა ქვეყნებშიც მოქმედებს, მათ შორის კანადაში, საფრანგეთში და ა.შ. რამდენიმე ქვეყანა კი კანონის მიღებას უახლოეს პერიოდში აპირებს, რადგან გამჭვირვალობა დემოკრატიის შემადგენელი მთავარი ნაწილია და მის გარეშე დემოკრატია არასრულყოფილად ხორციელდება!

საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი  83 ხმით დაამტკიცა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ უკვე მეორედ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით, ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.

ფინანსების გამჭვირვალეობის წინააღმდეგ უმალ გაილაშქარეს არასამთავრობოებმა და ასევე რადიკალურმა ოპოზიციამ და კანონი, რომელიც აშშ-ში FARA-ს სახელითაა ცნობილი, რუსულ კანონად მოინათლა. სინამდვილეში კი FARA-ს ასლი მოქმედებს (გარკვეული მუხლების დამატებებით), როგორც რუსეთში, ასევე აშშ-ში და ევროპის ქვეყნებში, რომელიც ემსახურება მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფას, რაც ნომერ პირველი გამოწვევაა ნებისმიერი ქვეყნისთვის და ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. რაც შეეხება საქართველოში მიღებულ კანონს, მისი დარღვევის შემთხვევაში ჯარიმების გარდა სხვა სადამსჯელო ღონისძიებებს არ ითვალისწინებს.

მიუხედავად ამისა, ამ უწყინარი კანონის წინააღმდეგ პირველი აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, კელი დეგნანმა გაილაშქრა და თქვა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი რუსული კანონის ანალოგია. დეგნანის ამ განცხადების შემდეგ უკვე რადიკალურმა ოპოზიციამ, რომელიც ფინანსდება სწორედ უცხოეთიდან, მიყოლებით გაიმეორა, რომ კანონი რუსულია და აშშ-ისა და ევროკავშირის საელჩოს მხარდაჭერით დაიწყო საქართველოში საპროტესტო აქციები, რომლის მიზანი იყო ხელისუფლების დამხობა.

„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე - „კანონი არის რუსული! კანონს მიიღებენ თუ არა, ხელისუფლება შესაცვლელია“. „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე: „დავალებაა კრემლიდან, რათა ხელი შეეშალოს EU-სთან მოლაპარაკებებს“. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა: „ოპოზიციას ვალდებულება აქვს, ყველა ბერკეტი გამოიყენოს, რომ რუსული კანონის განხილვა გააჩეროს. ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს! პარტია „მოქალაქის“ ხელმძღვანელის, ალეკო ელისაშვილი ამბობს: „ეს კანონი არის რუსული და ძახილის ნიშანი, ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს“.

აშშ-ის და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი რადიკალური ოპოზიციის სტრატეგიაა, ხელისუფლების რევოლუციური გზით ცვლილება და სათავეში რადიკალური ოპოზიციის მოსვლა, რომლის მთავარი მიზანი არის საქართველოს უკრაინიზაცია. 21-ე საუკუნეში აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ჰიბრიდულ ომის პირობებში ვიმყოფებით, ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ოდნავ მაინც თვალები აქვს გახელილი, კარგად იცის, რომ აშშ და ევროპა არ წარმოადგენს ქველმოქმედების სექტორს, რომელიც ჩადის ქვეყნებში და არაჩვეულებრივ სიკეთეებს აკეთებს, თავისი ინტერესი არ გააჩნია და, უბრალოდ, უნდა, რომ თავის მოსახლეობას პირიდან ლუკმა გამოაცალოს და გადასცეს მაგალითად, საქართველოს მოსახლეობას.

მაშინ, როდესაც ევროკავშირი, ევროპარლამენტი არაფერს ლაპარაკობს იმ სახელმწიფოებთან დაკავშირებით, რომლიდანაც რესურსებს დღემდე იღებს. საფრანგეთი, ფაქტობრივად, სულს უღებს აფრიკულ ქვეყნებს და არავის არ აინტერესებს აფრიკის და სხვა ქვეყნების ბედი, სადაც ასეთი სიტუაცია არის. ევროპარლამენტი, ამ შემთხვევაში, მათ ინტერესებს არ ითვალისწინებს და ჩვენ რატომღაც გვეუბნებიან, რომ უნდა გვეგონოს, თითქოს ევროპას აქვს არაჩვეულებრივი ინტერესი საქართველოს მიმართ, თავის მოსახლეობას ართმევს რესურსებს იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობა ისე გამოკვებოს, რომ ბევრი შრომა არ მოგვიწიოს.

ცხადია, რომ ეს არის აბსოლუტური ტყუილი, რადგან პოლიტიკა და მით უმეტეს გლობალური პოლიტიკა ასე არ მუშაობს. მოვა დრო, როცა ქართული კანონის მოწინააღმდეგეები მიხვდებიან, რომ მოატყუეს და საკუთარი პროტესტის შერცხვებათ. შერცხვებათ პროტესტში საკუთარი როლის, რომელიც სხვამ განსაზღვრა და პროგრესული თაობა ბრბოდ აქცია. ქართული კანონისთვის რუსულის დარქმევა და გაპროტესტება საუკუნის აფიორაა, ეს არის მაგალითი, რომ პროპაგანდას შეუძლია დააჯეროს ადამიანი, რომ თეთრი შავია.

გამჭვირვალობის ანალოგიური კანონი მიიღეს საფრანგეთში და კანადაში, უფრო ადრე კი აშშ-ში და რამდენიმე სხვა ქვეყანაში, სადაც მას პროტესტი არ გამოუწვევია. ერთადერთი გამონაკლისი საქართველო აღმოჩნდა, რომლის ოპოზიცია და მათ შორის პრეზიდენტი ამბობდა, შინაარსში არ შევდივართ უბრალოდ, ცუდია და არ გვინდაო.

ა-ო „რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ამბობს, რომ უცხო სახელმწიფოებმა კარგად იციან საზოგადოების განწყობა, რომელსაც სძულს ყველაფერი რუსული, რადგან რუსეთი ოკუპანტია და საქართველოს წინაშე მრავალი დანაშაულის შემოქმედი/თანამონაწილე, შესაბამისად კანონისთვის იარლიყის - „რუსული კანონი“ მიწებება საზოგადოებაში პროტესტის გამოწვევის კარგი საშუალება იყო, მაგრამ მისი თქმით, საზოგადოებამ სიმწიფის მაღალი დონე აჩვენა და მისი დიდი ნაწილი, უცხოეთიდან შემოთავაზებულ ნარატივს არ აჰყვა.

„საზოგადოებამ, კანონი არა სახელწოდებით, არამედ შინაარსობრივად შეაფასა და დაინახა, რომ რუსულ კანონთან საერთო არაფერი აქვს. რატომ შეხვდა ქართულ კანონს კრიტიკა და წინააღმდეგობა? - არც ერთ სახელმწიფოს არ უხრია, როცა მეორე ქვეყანაში მისი გავლენის შეზღუდვა და ამ ქვეყნის სუვერენიტეტის ზრდა ხდება, ეს არის გეოპოლიტიკის ანი და ბანი, რომლის გაგებაც ჩვენს ახალგაზრდებს არ სურთ.

შესაბამისად, აშშ-მა და დასავლეთის ქვეყნებმა დაინახეს საფრთხე, რომ საქართველოში საკუთარ ინტერესებს ვეღარ გაატარებენ, რაც პროტესტის მიზეზი გახდა. აღნიშნული კანონი რეალურად ზრდის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და ამცირებს უცხო ქვეყნების გავლენას, მათ ხელიდან ეცლებათ ბერკეტი, მოახდინონ საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, შემცირდება მათი გავლენა იმ ადამიანებზე, რომლებიც მზად არიან მათი დავალება უსიტყვოდ შეასრულონ, თუნდაც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაზიანების ხარჯზე, სწორედ აღნიშნულს უკავშირდება პარტნიორების ისტერიკა“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

ანალიტიკოსი, მკვლევარი ირაკლი გაბელია ამბობს, რომ არასამთავრობო სექტორში წარმოდგენილ ორგანიზაციათა უმეტესობა დასავლური სახსრებით ფინანსდება. ამიტომ, მათ ინტერესში არ შეიძლება შედიოდეს გამჭვირვალობა, ვინაიდან ისინი უკვე 30 წელზე მეტია გარე ძალების დავალებებს ასრულებენ.

„დღემდე ამ ორგანიზაციებს არანაირი ანგარიშვალდებულება არ ჰქონდათ როგორც სახელმწიფოსთან, ასევე საზოგადოებასთან. შესაბამისად, ისინი თავისუფალნი იყვნენ თავიან მოქმედებებში, სადაც ნათლად იკვეთებოდა ანტისახელმწიფოებრივი აქტივობები, რაც ბოლო წლების განმავლობაში კიდევ უფრო ნათლად წარმოჩინდა. ლიბერალური ფლანგის მხრიდან ამ კანონისათვის მიკერებული იარლიყი, რომ იგი რუსულია, გათვლილია საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციისათვის, რადგან მათ კარგად უწყიან ის გარემოება, რომ საზოგადოება ძლიერ რეაგირებს ამ მიმართულებით. ქართული სახელმწიფოს ვასალური დამოკიდებულებიდან გამოსვლის ერთ-ერთ საყრდენად წარმოდგენილი გამჭვირვალობის კანონი საქართველოს საშუალებას მისცემს, მცირეოდენი სუვერენიტეტი შეიძინოს, რომელსაც შემდგომი განვითარება სჭირდება“, - ამბობს ირაკლი გაბელია.

ისტორიკოსი, ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე თვლის, რომ „უცხოური გავლენის გამჭირვალეობის შესახებ“ კანონის შერაცხვა რუსულ კანონად რადიკალური ოპოზიციის მიერ, გამოიწვია უპირველესად გეოპოლიტიკურმა ბრძოლამ სამხრეთ კავკასიის რეგიონში. სახელდობრ, ჩინეთის გავლენის ზრდამ და ანაკლიის პორტის აშენების გადაწყვეტილებამ. ისტორიკოსი აცხადებს, რომ თანამედროვე ლიბერალურ-ფაშისტური „დემოკრატიული“ წესების თანახმად, ყველგან მისაღებია „უცხოური გავლენის აგენტების“ ე.წ. „რუსულ კანონად“ შერაცხული კანონის მიღება საქართველოს გარდა.

„ეს კანონი 1938 წელს მიღებულია აშშ-ში! სულ ახლახანს მიიღეს საფრანგეთში, კანადაში, რასაც ჩვენი დაუძინებელი დასავლელი მეგობრები მოწონებით ან უკიდურეს შემთხვევაში სრული დუმილით შეხვდნენ და ხვდებიან! რაც მთავარია, არ დაუფინანსებიათ და დღისით-მზისით, არ მოუწოდებიათ ამ ქვეყნების არასამთავრობოებისათვის ქუჩებში ადამიანების გამოყვანა. შტურმით საფრანგეთისა და კანადის საკანონმდებლო ორგანოების აღება და ხელისუფლებების ძალადობრივი გზით შეცვლა! აი, ეს არის სინამდვილეში ჩვენზე „დაუღალავად მზრუნავი“ ე.წ. მეგობრების ასმაგი პოლიტიკა საქართველოს მიმართ.

„უცხოური გავლენის გამჭირვალეობის შესახებ კანონის“ მიღებით საქართველოს ხელისუფლებამ, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობასთან ერთად, მოიგო სუვერენიტეტისათვის ბრძოლის ერთი ეტაპი! იმავე დღესვე დაიწყო მეორე ეტაპი, რაც მკაფიო და ნათელი გახდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაწყების განცხადებით, რამაც შოკში ჩააგდო ადგილობრივი მეხუთე კოლონა და გააოგნა „გლობალური ომის პარტია!“

ასე რომ, ახლა ჩვენი და ჩვენი სამშობლოს მომავალი 26 ოქტომბრის არჩევნებზე გადის, სადაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამარცხდეს, პოლიტიკურად განადგურდეს და შემდეგ აუცილებლად გასამართლდეს გარედან მართული საქართველოს შიგნით არსებული მტრული და დამანგრეველი ძალა, რომელსაც კოლექტიური ნაცმოძრაობა ანუ იგივე მეხუთე კოლონა ჰქვია!“, - აცხადებს ედიშერ გვენეტაძე.

 

 

 

 

 

მერაბ.g ზნედაცემული ვაშაძე, ბოკუჩავა, გვარამია, ხაზარაძე, ელისაშვილი რას იტყვიან, რა მნიშვნელობა აქვს?
ხომ ცხადია, რომ დასავლეთის ინტერესებშია შემოსული თანხების გაუმჭვირვალობა და ჩამალვა და ამ ცალ ფეხზე მდგომ ქათმებს აკრიახებენ! ამათ რომ მოსთხოვონ დასავლეთიდან, საკუთარ ცოლებთან და დედებთან გაუშლიან ლოგინს მათ!
თემა დახურულია! გამჭვირვალობის კანონი ერს სჭირდება
5 თვის უკან