ორმაგი სტანდარტი, რომელითაც დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დროს ხელმძღვანელობს!

ორმაგი სტანდარტი, რომელითაც დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დროს ხელმძღვანელობს!

მსურს დასავლეთის მორიგ ორმაგ სტანდარტზე გესაუბროთ, რომელიც სანქციებისადმი მათ დამოკიდებულებაში ვლინდება. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ცივილური სამყარო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ შეთანხმდა, გარკვეული პერიოდულობით იზრდებოდა სანქციების მოცულობა და სიმძიმე, რაც რუსეთის ეკონომიკის განადგურების საშუალება უნდა ყოფილიყო, მაგრამ სანქციებმა მოლოდინები ვერ გაამართლა. ბოლო მონაცემებით მიმდინარე წელს რუსეთის ეკონომიკის 2.6%-იანი ზრდაა მოსალოდნელი, ხოლო 2023 წელს რუსულმა ბანკები რეკორდულ მოგებაზე გავიდნენ და $37 მილიარდი გამოიმუშავეს. ეს მაჩვენებელი, გასულ წელთან შედარებით, 16%-ითაა გაზრდილი. 

სანქციების დაწესების პარალელურად, გაიზარდა საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა, რომელიც შეუერთდა საერთაშორისო სანქციებს, მაგრამ არ დააწესა დამატებითი (ეროვნული) სანქციები, რასაც ჩვენი პარტნიორები დაჟინებით ითხოვდნენ, პარტნიორების ლოგიკა მარტივია, მათ სხვა მოცემულობა აქვთ, სხვა ზომის ეკონომიკა, დივერსიფიცირებული ბაზრები და რუსეთისათვის გარკვეული შეზღუდვების დაწესება პრობლემას არ იწვევს (მიუხედავად განსხვავებული მოცემულობისა, აშშ აღიარებს, რომ სანქციებმა შესაძლოა რუსეთზე მეტად აშშ დააზარალოს), მაგრამ საქართველოს შემთხვევაში სხვა რეალობა გვაქვს, რუსეთი ჩვენი მეზობელია, სადაც ასობით ათასი საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს, შესაბამისად, საქართველოს მთავრობას აქვს დიდი ტვირთი, გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომელიც ერთი მხრივ პარტნიორი ქვეყნების პოზიციებთან არის თანხვედრაში, მეორე მხრივ კი იხელმძღვანელოს საქართველოს მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებით და საფრთხე არ შეუქმნას მათ ყოველდღიურ ცხოვრებას.

New York Times-მა 2023 წელს გამოაქვეყნა სტატია სათაურით: როგორ აღწევს დასავლური საქონელი რუსეთში - სატვირთოების გრძელი რიგი საქართველოს გავლით

CNN- სანქციების მიუხედავად, სანქცირებული საქონელი რუსეთში აღწევს. ბოლო ცნობების მიხედვით, განსაკუთრებით საქართველოს გავლით.

Politico – 2023 წელი საქართველო სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით პრობლემას ქმნის.

გონჩარენკო - სანქციებთან დაკავშირებით- „იმედი მაქვს, გავიგონებთ საქართველოს პოზიციას“

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ თბილისში მყოფ ევროკავშირის ყველა ქვეყნის ელჩებთან ერთად, დემარში გადასცა საქართველოს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს, რაც რუსეთთან ფრენების აღდგენამ და სანქციების არდაწესებამ გამოიწვია.

მიუხედავად საქართველოს კრიტიკისა, ჩვენ ვხედავთ, რომ დასავლეთი რუსეთთან ეკონომიკურ თანამშრომლობას არ წყვეტს, ის რაც საქართველოს შემთხვევაში პრობლემაა, დასავლეთისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, როგორც ბიბლიაში წერია: რად უყურებ ბეწვს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი დირესაც ვერ ამჩნევ?

ოფიციალური მონაცემებით, 2022 წელს ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან 2.3 პროცენტით, თითქმის 6 მილიარდი ევროთი გაიზარდა და 258 მილიარდ ევროს გადააჭარბა. ეს მაჩვენებლები რუსეთ-საქართველოს სავაჭრო ბრუნვაზე 110-ჯერ მეტია. უფრო კონკრეტულად, ევროკავშირი რუსეთთან 4 დღის განმავლობაში საშუალოდ იმაზე მეტს ვაჭრობს, ვიდრე საქართველო მთელი წლის განმავლობაში.

საქართველოს წილი რუსეთის სავაჭრო ბრუნვაში მხოლოდ 0.3%-ია, ევროკავშირის - 32%, ჩინეთის - 22%, თურქეთის - 8%, ამერიკის კი - 2%.

უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების და სანქციების დაწესების მიუხედავად, 2022-23 წელს რუსეთიდან ევროკავშირში იმპორტი 24 პროცენტით გაიზარდა და 203 მილიარდ ევროს აღემატება.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორი, ჯიმ ობრაიანი: რუსეთთან ვაჭრობის სრულად დაბლოკვა შეუძლებელია, რადგან ეს შეიძლება უარყოფითად აისახოს მსოფლიო ვაჭრობაზე. ამასთან, ზოგიერთ შემთხვევაში ეს უფრო მეტად აშშ-ს დააზარალებს, ვიდრე რუსეთს.

„ასოშიეთედ პრესი“: „სანქციების მიუხედავად, რუსეთი აშშ-სთან ვაჭრობით თვეში ერთ მილიარდ დოლარს მაინც იღებს“

„ბლუმბერგი“- „აშშ-ის მთავრობა მალულად მოუწოდებს სასოფლო-სამეურნეო და გადამზიდავ კომპანიებს, მეტი რუსული სასუქი შეისყიდონ https://www.bloomberg.com/news/articles/2022-06-13/us-quietly-urges-russia-fertilizer-deals-to-unlock-grain-trade?fs=e&s=cl&fbclid=IwAR1urstTxYlyTakrbFsMe75xoWuI9ehA5yf-ItO3wDVvfDPcd7pphQXCDzg#xj4y7vzkg

შეერთებულმა შტატებმა რუსეთიდან 2022-23 წელს, რეკორდული რაოდენობის, 944 მილიონი დოლარის ღირებულების სასუქი შეისყიდა. რუსული მედიის ინფორმაციით, წინა მაქსიმუმი გასულ წელს დაფიქსირდა, როდესაც შვიდი თვის შესყიდვის ღირებულებამ 900 მილიონ დოლარს მიაღწია.

ომის მიუხედავად, რუსული გაზი, უკრაინის გავლით, კვლავ გაედინება ევროპაში. ევროპის ნაწილი გაზის მიწოდების შესახებ შეთანხმების დასრულების გამო წუხს. როგორც Bloomberg- წერს, ევროპა აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსეთიდან, უკრაინაზე გამავალი გაზსადენით, გაზმომარაგების შესანარჩუნებლად.

ევროპა ცდილობდა, რუსული გაზი აღარ მიეღო, მაგრამ აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე სახელმწიფო აგრძელებს მის მიღებას უკრაინაზე გამავალი მილსადენით, - წერს Bloomberg.

https://www.bloomberg.com/news/articles/2024-06-10/europe-in-talks-to-keep-russia-ukraine-gas-pipeline-flowing?embedded-checkout=true

 BBC: რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მიუხედავად, მილიონობით ბარელი რუსული ნავთობი კვლავ შედის დიდ ბრიტანეთში და ევროპაში. ნავთობის მიწოდება ინდოეთის გავლით ხდება, ინდოეთი რუსეთისგან ყიდულობს იაფ ნავთობს, რომელსაც ევროპაში ყიდის, შესაბამისად ევროპელი მომხმარებელი კვლავ რუსულ ნავთობს ყიდულობს, მაგრამ იმაზე ძვირს იხდის, რასაც რუსეთისგან პირდაპირი ყიდვის შემთხვევაში გადაიხდიდა. გესმით როგორ უცნაურობასთან გვაქვს საქმე?

NYT სანქციების მიუხედავად, რუსეთში შეტანილია მილიონობით დოლარის ღირებულების ავიანაწილები

„ფაინენშელ თაიმსი“ – „სანქციების მიუხედავად, „როსატომი“ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახალი რეაქტორების მშენებლობაში მონაწილეობსროგორც „ფაინენშელ თაიმსი“ წერს, „რუსეთი რჩება ატომური ელექტროსადგურების უკონკურენტო ექსპორტიორად. მონაწილეობას იღებს ახალი რეაქტორების მესამედის მშენებლობაში, რაც კი მსოფლიოში შენდება, მათ შორის, ჩინეთში, ინდოეთში, ირანსა და ეგვიპტეში“.

„Bloomberg“ სანქციების მიუხედავად, რუსი მილიარდერების ქონება 2023 წელს 50 მილიარდ დოლარზე მეტით გაიზარდა.

2023 წლის 7 დეკემბერს, აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ნორფოლკის პორტში შევიდა გერმანული კომპანიის კუთვნილი ტანკერი AVENCA, რომელიც 13 ნოემბერს რუსეთის ნოვოროსიისკის პორტიდან გამოვიდა 50 ათასი ტონა ტვირთით, ტანკერმა შეუჩერებლივ იცურა, გადალახა შავი ზღვა, ხმელთაშუა ზღვა, ატლანტის ოკეანე და ამერიკულ პორტში, სავარაუდოდ, ჩაიტანა 50 ათასი ტონა ნავთობროდუქტი, რაც უკვე დიდ გაკვირვებას იწვევს, რადგან ჯერ კიდევ 2023 წლის 5 თებერვალს რუსეთს დაუწესდა ემბარგო ნავთობპროდუქტების ექსპორტზე, მთავარი ინიციატორი, რა თქმა უნდა, აშშ იყო...“

New York Times: „რუსეთს ალმასის სანქციების გვერდის ავლით გაყიდვაში ეხმარებიან“

ჩემი ფავორიტი ისტორია არა სასუქის შესყიდვას და სასოფლო სამეურნეო ტექნიკას, არამედ თვითმფრინავის შესყიდვას შეეხება. არც მეტი არც ნაკლები რუსეთმა მოახერხა და სანქციების მიუხედავად არა თვითმფრინავის ცალკეული კომპონენტები, არამედ უახლესი $115–მილიონიანი Airbus A320neo შეიძინა და და რუსეთში შეიყვანა.

საბედნიეროდ აღქმების მიღმა არის ფაქტები, ფაქტები რომელიც ადასტურებს, რომ საქართველო საიმედო პარტნიორია და რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში არ ეხმარება, სანქციების დარღვევა რომ ხდებოდეს, ეს პირველ რიგში, რუსეთ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობაზე უნდა აისახოს და ნახტომისებრი ზრდა უნდა მოხდეს, რაც ასე არ არის. საქართველოდან რუსეთში იმპორტი უმნიშვნელოდ არის გაზრდილი, საქართველოს სანქციებისადმი ერთგულებას ადასტურებს გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალურმა დირექტორის კუმარ აიერმის განცხადება: „ნამდვილად მადლობელი ვართ ყველა ნაბიჯის გამო, რომლებიც საქართველოს მთავრობის მიერ გადაიდგა სანქციების გვერდის ავლის აღკვეთისთვის“

ფაქტობრივად, დასტურდება, რომ სანქციების დარღვევის საბაბით საქართველოს კრიტიკა ჩაიდნიდან ორთქლის გამოშვებას ემსახურებოდა, რათა საქართველოს მოსახლეობის უკმაყოფილება და შიდა არეულობა გამოეწვიათ, რაც ვერ მოხერხდა, რადგან სიმართლე საქართველოს მხარეს არის!

 

 

 

მერაბ.g ძალიან ბევრი მაგალითებია, უბრალოდ 2x2 მტკიცება მომაბეზრებელია - ლატვიას ჩვენზე მეტი ღვინო შეაქვს რუსეთში, ესტონეთის პრემიერის ქმარს ნსხვილი ბიზნესი აქვს რუსეთში, ომში მყოფი უკრაინა
მხოლოდ რუსული ენერგორესურსების გატარებით წელიწადში 48-ჯერ ჩვენზე მეტ შემოსავალს იღებს ვიდრე საქართველო მთლიანი ვაჭრობით! გერმანია ... საფეანგეთი ... პოლონეთი ... აშშ ... ანუ მათი პოლიტიკაა "ჩემი ცოცარი კიტრიაო" არა ბატონებო, არა ხართ თქვენ კიტრი და ამას ყველა ხედავს
5 თვის უკან