„ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ“ საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით მხარდაჭერილია

„ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ“ საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით მხარდაჭერილია

ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, დეპუტატებმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს. ოპოზიციური პარტიები ბოიკოტის რეჟიმში არიან, ასე რომ, სხდომას ოპოციზია არ ესწრებოდა. გამოითქვა მოსაზრება, რომ აღნიშნული კანონპროექტის გამო შესაძლოა იგივე სცენარი განმეორდეს, რაც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის ირგვლივ უკვე ვიხილეთ და .. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტს ახალი საპროტესტო ტალღა მოჰყვეს.

თუმცა, ამ მოსაზრებას არ იზიარებს ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე და For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ აღნიშნული კანონპროექტი ქვეყანას სჭირდება. მისი შეფასებით, მომავალი თაობა ლგბტ პროპაგანდისგან დაცული უნდა იყოს.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს კანონპროექტი ვერ გახდება იმ სახის - როდესაც მოტყუებული ახალგაზრების მცირე ნაწილი გაიყვანეს ქუჩაში, .. არა რუსულ კანონთან დაკავშირებით. ამ კანონის წინააღმდეგი არის მხოლოდ და მხოლოდ .. ოპოზიცია, სინამდვილეში კი, მეხუთე კოლონა და მისი წევრები, რომლებიც საბედნიეროდ, საქართველოში უმცირესობას წარმოადგენენ.

ლგბტ ეწინააღმდეგება ქართულ, ტრადიციულ და მართლმადიდებლური ცხოვრების წესს და ისინი არიან უმცირესობაში. საერთოდ, რომელი რელიგიაც არ უნდა იყოს საქართველოში (ამ მხრივ, ჩვენ ტოლერანტები ვართ) ეს ყველა რელიგიას ეწინააღმდეგება. ამიტომ, ეს კანონი მისაღებია ისე, რომ არავის უფლებები არ დაირღვეს და ლგბტ პროპაგანდისგან მომავალი თაობა დაცული იყოს, - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.

ანალიტიკოსი ასევე გამოეხმაურა გამოთქმულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება მმართველი პარტიის მხრიდან ერთგვარი პიარია, რომელიც წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა კონკრეტული კატეგორიის მხარდაჭერის მოპოვებაზეა გათვლილი.

ედიშერ გვენეტაძის განცხადებით, ქართული ოცნების რეიტინგი ისედაც მაღალია და მმართველი პოლიტიკური გუნდი წინასაარჩევნოდ პოპულისტურ ნაბიჯებს არ გადადგამს.

სწორედ ახლა არის აპოგ ლიბერალისტურ-ფაშისტური ძალების მიერ, რომ ლგბტ პროპაგანდა იყოს ზენიტში ასული. სწორედ ამიტომ არის ეს კანონი მისაღები. არ ვთვლი, რომ ეს კანონპროექტი წინასაარჩენოდ იქნა შემოღებული, რადგან ქართულ ოცნებას ისედაც მაღალი რეიტინგი ჰქონდა და არ სჭირდება, რომ ეს ყველაფერი პოპულიზმისთვის გააკეთოს.

ლიბერალურ-ფაშისტური რეჟიმი მთელ მსოფლიოში დასასრულისკენ მიდის. ვნახავთ როგორი სიტუაცია იქნება აშშ-ში 5 ნოემბრის შემდეგ, როგორი სიტუაციაა ევროპაში. ისოტირიკოსი ვარ და არ გამიგია ასეთი რამ, რომ დამოუკიდებელი ქვეყანა იღებდეს კანონს და ამის გამო, რომელიმე ქვეყანამ ამ კანონის მიმღები დეპუტატები დაასანქციროს. ეს ნოეკოლონიალიზმის ახალი კანონია, რომელსაც საქართველო ვერ შეეგუება, - აღნიშნა გვენეტაძემ.

საკანონმდებლო პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება. მათგან ძირითადია პროექტი სახელწოდებით - „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ, დანარჩენი 18 კი მისგან გამომდინარე პროექტია. საკანონმდებლო პაკეტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და უმრავლესობის წევრები: მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და სოზარ სუბარი.

უმრავლესობის განმარტებით, კანონპროექტის ინიცირების მიზანი ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმების გაძლიერებაა.

საკანონმდებლო პაკეტი მთელი რიგი აკრძალვებისა და შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.