„ელჩი როცა საქართველოში აკეთებს ამ განცხადებას, ამერიკასაც მიაწოდებდა ინფორმაციას, რომ საქართველოში ანტიამერიკული განწყობებიაო, რაც პოლარიზაციას მოახდენს“

„ელჩი როცა საქართველოში აკეთებს ამ განცხადებას, ამერიკასაც მიაწოდებდა ინფორმაციას, რომ საქართველოში ანტიამერიკული განწყობებიაო, რაც პოლარიზაციას მოახდენს“

„გლობალური ომის პარტიას“ გეოგრაფიული განსაზღვრება არ გააჩნია. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებას არ უთქვამს, რომ „გლობალური ომის პარტიას“ აშშ წარმოადგენს. „გლობალური ომის პარტია“ პოლიტიკური ტერმინიდან გამომდინარე ჩამოყალიბდა და მოიაზრება ყველა ის პოლიტიკური სუბიექტი, რომლის რიტორიკა ითვალისწინებს დაძაბულობის კერების გაჩენას, მეორე ფრონტის გახსნას, რასაც რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად ვისმენთ საქართველოსთან მიმართებაში.

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება, თითქოს ამერიკა არის „გლობალური ომის პარტია“, ცდილობს რევოლუციის წახალისებას და საქართველოსთან მიმართებაში ბოროტი ზრახვები აქვს. როგორც ელჩი ამბობს, დეზინფორმაცია ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, რას ნიშნავს გახდე ევროკავშირის წევრი, თითქოს ეს გულისხმობს ინდენტობაზე უარის თქმას, რაც სრულიად მცდარია.

„ჩვენ მზად ვართ, გავუმკლავდეთ დეზინფორმაციას, რომელიც დღეს გვაწუხებს. სამწუხაროდ, ეს ხდება საქართველოში. სამწუხაროდ, დღეს არსებობს დეზინფორმაცია შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობის შესახებ. არსებობენ ისეთებიც, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ჩვენ ვართ გლობალური ომის პარტია, ან ჩვენ ვცდილობდით ამ ქვეყანაში რევოლუციის გაღვივებას, ან ბოროტი ზრახვები გვაქვს.

მართლაც, გულდასაწყვეტია ამის მოსმენა, რადგან ჩვენი ისტორია ამ ქვეყანაში 32 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხალხის ძლიერ კავშირს გამოხატავს. გულისხმობს ღრმა მეგობრობას ამერიკელებსა და ქართველებს შორის, პარტნიორობას მედიცინისა და განათლების სფეროებში, სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების გაზიარებას, ერთმანეთის დახმარებას თავდაცვის ძალების გაძლიერებაში. 32 წლის განმავლობაში ჩვენ საქართველოს ექვსი მილიარდის დახმარება გავუწიეთ“, - განაცხადა დანიგანმა.

ამასთან, როგორც აშშ-ის ელჩმა პროექტის, „საბჭოთა მეხსიერება“ წარდგენისას აღნიშნა, ამაყობს, რომ აშშ-ს წვლილი შეაქვს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„დეზინფორმაცია დემოკრატიებს მართლაც უქმნის საფრთხეს ყველგან. ჩვენ ვხედავთ ამას აქ, ვხედავთ ევროპაში, აშშ-ში. ასე რომ, ინიციატივა, რომელსაც ჩვენ ვუწევთ დაფინანსებას და ვამაყობთ, რომ წვლილი შეგვაქვს, ნამდვილად ცდილობს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას. ის ცდილობს, დაუპირისპირდეს რუსულ დეზინფორმაციას და თქვას სიმართლე ისტორიაზე, მომხდარზე, ნამდვილი ინფორმაცია საქართველოს ისტორიისა და რუსეთის მმართველობის გამოცდილების შესახებ. პროექტის კომპონენტები ცდილობს სიმართლის შენარჩუნებას.

ეს ყველას ახსენებს, რომ საბჭოთა რეჟიმი რეგულარულად აგენტებსა თუ უცხო აგენტებს უწოდებდა ქართველებს, რომლებიც ცდილობდნენ სიმართლის თქმას. უკვე რვა თვეა, რაც საქართველოში ვარ და ვფიქრობ, ყველაზე დიდი მახასიათებელი, რომელმაც ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა, არის გამძლეობა და ეს უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა - ენა, საჭმელი, ღვინო, კულტურა, რომელიც ქართველებს აქვთ და რაც მათ შეინარჩუნეს ყველა გამოწვევის მიუხედავად“, – აღნიშნა რობინ დანიგანმა.

აშშ-ის ელჩს უპასუხა უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა, რომლის განცხადებით, არავის უთქვამს, რომ „გლობალური ომის პარტია“ არის ამერიკა. როგორც დეპუტატი აცხადებს, ყველამ სწორად უნდა გაიგოს ის პასაჟი, რომელიც „გლობალური ომის პარტიას“ გულისხმობს.

„ვისაც კი „გლობალური ომის პარტიის“ კუთხით განმარტება გაუკეთებია, არსად უთქვამს, რომ „გლობალური ომის პარტია“ ამერიკაა. აქ არის რაღაც გარკვეული ძალები, რომელზეც ბოლომდე და კონკრეტულად ჩვენ არ ვსაუბრობთ. მე შემიძლია სრულად დავეთანხმო ყველა იმ აქტორს, რომელიც აცხადებს, რომ აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობას არის გადასახედი გაუმჯობესების თვალსაზრისით.

არის მთელი რიგი საკითხები, რომელიც არა სანქცირების განხორციელბას, არამედ ურთიერთობის გაუმჯობესება და გაჯანსაღება უნდა გულისხმობდეს. არ შეიძლება სტრატეგიული ურთიერთობა იყოს სანქცირების, მუქარისა და ხელების გადაგრეხის ჭრილში“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან არ ყოფილა კვალიფიკაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ თვალსაზრისით, ელჩმა გადააჭარბა და გაამწვავა ვითარება.

„ფაქტობრივად, ელჩმა უბიძგა პროცესს გამწვავებისკენ. პოლარიზაციას რომ გვიხსენებენ და მათ შორის ამერიკელები, გამოდის, რომ არა მარტო შიდა პოლიტიკურ პოლარიზაციას, არამედ საგარეო პოლიტიკურ პოლარიციას უწყობს ხელს ელჩის ეს ფორმულირება და გადატანა ამერიკაზე, როგოც ქვეყანაზე. ეს ნიშნავს, რომ ამერიკისთვის ინფორმაციის მიწოდების დროსაც ეს ელჩი, რომელიც საქართველოში აკეთებს ამ განცხადებას, ამერიკასაც მიაწოდებდა ინფორმაციას, რომ საქართველოში ანტიამერიკული განწყობები არისო და ამ ტიპის შეტყობინებებიც, ალბათ, გაამწვავებს ვითარებას და ქართულ-ამერიკული ურთიერთობის პოლარიზაციას მოახდენს“, - აცხადებს პოლიტოლოგი.

როგორც საყვარელიძე აცხადებს, ასეთ შემთხვევაში დგება საკითხი - ეს ელჩის ინიციატივაა, თუ ამერიკის სახელმწიფო პოლიტიკა? პოლიტოლოგის განცხადებით, დეგნანისეული ანტიქართული განწყობები გაიშიფრა, როგორც ამერიკული პოლიტიკის გარკვეული გამოვლინება, რაც აისახა სანქციებში, როდესაც, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა საქართველოსთან დიალოგის გარეშე გამოუცხადა სანქციები მოსამართლეებს.

„იგივე მეორდება. ამ ეტაპზეც სანქციებზე ალაპარაკდა სახელწმიფო მდივნის სპიკერი ისე, რომ ისევ და ისევ, საქართველოსთან დიალოგი არ ჰქონია. ამ ფონზე გამოდის და ასეთ განცხადებას აკეთებს ქალბატონი ელჩი. ვერ დავადანაშაულებ ქალბატონ ელჩს ამ განცხადების გაკეთებაში, მგონია, რომ თვითონ ამერიკული მხარე ცდილობს ურთიერთობის გამწვავებას საქართველოსთან“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი აცხადებს, რომ დანიგანის „დეგნანიზაცია“ ოფიციალურად გაფორმდა. აშშ-ს ელჩი თავისი წინამორბედის გზას უკვე ყოველგვარი მოჩვენებითი პოლიტკორექტულობის გარეშე დაადგა. მისი თქმით, „დეგნანიზებულმა“ დანიგანმა დღეიდან საკუთარი თავი კოხტა კოდუას, მეგის ქარდავას, რომან შამათავასა და „კასტილიანი“ თემურ უბირიასთან ერთ მწკრივში დააყენა და იქიდან უბედავს „ივანიშვილის პარტიას“ მის „გასაბჭოებასა“ და „ყველა მიღწევის წყალში ჩაყრასა და დემოკრატიის გზიდან გადახვევაში“ დაბრალებას. როგორც ქართველიშვილი აცხადებს, დანიგანმა კარგა ხანს ითმინა და საქართველოში საქმიანობის მცირე პერიოდში მოახერხა შეენიღბა საკუთარი პოზიცია.

„ილიაუნში თავის გამოსვლაში აშშ-ს ელჩი თავისი წინამორბედის გზას უკვე ყოველგვარი მოჩვენებითი პოლიტკორექტულობის გარეშე დაადგა. მე რომ მკითხო, კიდევ კარგად გაუძლო მის მიმართ ჩვენს „ლმობიერებაზე“ თამაშს. დღეიდან ჩვენც „ხსნილი“ გვაქვს და ვერც ერთ ღიად ნათქვამ ცილისწამებას, დეზინფორმაციას თუ შეურაცხყოფას ჩვეული თავაზიანობის ფარგლებში, ვეღარ გავუტარებთ. თავის პროტეჟე სალომე ზურაბიშვილის რიტორიკით, ქალბატონმა ელჩმაც დაიწყო „მოქალაქეების წინააღმდეგ საბჭოთა მეთოდებით ბრძოლაზე“ ჩვენთვის უკვე ნაცნობი ბოდვა.

ავიტაცებ მის „ლოგიკურ“ მსჯელობას და შევახსენებ, რომ საკუთარ მოქალაქეებთან „დასავლური მეთოდების ბრძოლას“: მიტინგების სისხლიან დარბევას, მოკლული დემონსტრანტების ცხედრების გადამალვას, „ორიტრუპის“ მოთხოვნას, დაკავებულების გაუპატიურებას, ციხეებში პატიმრების „გაქათმებას“ და პროზექტურაში მათ მიცვალებულებზე „გასკოჩვას“ - ამ ქვეყანაში წერტილი დაესვა. წერტილი დაესვა „დასავლური დემოკრატიის“ მსგავს მეთოდებზე სრულ სიჩუმეს და დასავლეთის მხრიდან ამ მეთოდების წახალისებას“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.

 

 

trampi რატოა მერე ანტიამერიკული განწყობები რატო იმას არ კითხულობთ??
რო გვიმტკიცებთ რო შავზედ თეთრიაო იმიტომ არის ანტიგანწყობები
იძახეთ ეხლა პუტინმა დახარჯა ფულები და იმიტომ-- თქო
პუტინი კი არა დაქნეულები ხართ თქვენ , დაქნეულებ ი და იმიტომ
აბა მეტი რა გითხრათ..... ამერიკელები მაინც ვერ გაიგებთ
ზადონოვი მართალი იყო------- შტერები ხართ, შტერები
იმიტომ რო დებილი და ჩათლახი ჯიშისანი ხართ ............. დებილი და ჩათლახი ჯიშისანი
1 კვირის უკან
trampi წაშლით და კიდე დავდებ

"ვიცი, რომ აბრაამის მოდგმისანი ხართ, მაგრამ მოსაკლავად კი მეძებთ, რადგანაც ჩემი სიტყვა ვერ ეტევა თქვენში.
მე ვამბობ იმას, რაც მამაჩემთან მიხილავს, თქვენ კი რაც მამათქვენთან გიხილავთ, იმას აკეთებთ.
მიუგეს და უთხრეს მას: ჩვენი მამა აბრაამია. უთხრა მათ იესომ: აბრაამის შვილები რომ იყოთ, საქმესაც აბრაამისას გააკეთებდით.
ახლა კი მოსაკლავად მეძებთ მე, ვინც გაუწყეთ ჭეშმარიტება, რაც ღმერთისაგან ვისმინე. აბრაამს ეს არ უქნია.
თქვენ მამათქვენის საქმეს აკეთებთ. უთხრეს: სიძვისგან როდი ვშობილვართ; ერთი მამა გვყავს - ღმერთი.
უთხრა მათ იესომ: ღმერთი რომ იყოს მამათქვენი, გეყვარებოდით, ვინაიდან ღმრთისაგან გამოვედი და მოვედი, რადგანაც ჩემით კი არ მოვსულვარ, არამედ მან მომავლინა.
რატომ არ გესმით ჩემი ნათქვამი? იმიტომ, რომ არ შეგიძლიათ ყური უგდოთ ჩემს სიტყვას.
თქვენ მამათქვენის - ეშმაკისაგან ხართ და მამათქვენის სურვილთა აღსრულება გსურთ. დასაბამითვე კაცის მკვლელი იყო იგი და ჭეშმარიტებაში ვერ დაემკვიდრა, ვინაიდან ჭეშმარიტება არ არის მასში, და როცა სიცრუეს ამბობს, თავისისას ამბობს, ვინაიდან ცრუ არის და სიცრუის მამა."
(იოანე8.37.38.39.40.41.42.43.44.)



რა არ არიან ჩათლახები თუ რააა??
დავაი წაშალეთ
აბა ვნახოთ ვინ ბევრჯერ დადებს და ვინ ბევრჯერ წაშლის
ქუნემ კოლუმბი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!//////////////
მოუთარგმნეთ
1 კვირის უკან
trampi ის ჯეფერსონ--ვასინგტონები რომ წამოახედო ეხლა, აკაკის გამზრდელივით თავებში ფიშტოებს დაიჭახუნებდნენ--იტყოდნენ ეს რა ფანდარასტი ქვეყანა ჩამოგვიყალიბებიაო.....და ბრახ...
პატივი დამდეთ ........................................................ესეც . მოუთარგმნეთ
1 კვირის უკან
DDDzia პაპა!
რა დღეში გაქვს ნერვები?
თითქოს ჯერ კიდევ 2008-ში არ იწერებოდა ამ საიტზე, რომ ასე დამთავრდებოდა ეს ყველაფერი?
მაშინაც ვიცოდით ვინ ვინ იყო.

ბმული
6 დღის უკან
Aburjga Tasmanieli პაპა, მაგარი და საჭირო იყო!
6 დღის უკან