„ოცნების“ პოლიტიკა დასავლეთთან არ საჭიროებს ცვლილებას, ეს საქართველოს შიდა პოლიტიკური პროცესების ანარეკლია“

„ოცნების“ პოლიტიკა დასავლეთთან არ საჭიროებს ცვლილებას, ეს საქართველოს შიდა პოლიტიკური პროცესების ანარეკლია“

როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ბერლინში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაში (URC2024) მონაწილეობა მიიღო. პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვიდა სახელმწიფო მეთაურთა სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც გერმანიის ფედერალური კანცლერი ოლაფ შოლცი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხელმძღვანელობდნენ. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა, მაქსიმალური წვლილი შეიტანოს უკრაინის აღდგენაში.

აღნიშნულ საკითხს საქართველოში პოლიტიკური შეფასებები უკვე მოჰყვა. პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პრემიერი ირაკლი კობახიძე აღარ საუბრობს დასავლეთზე, როგორცგლობალური ომის პარტიაზე“, მეტიც, მან უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა და შეიძლება ითქვას, რომფერისცვალება მოხდა...“

გამოთქმულ მოსაზრებას არ იზიარებს ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე. როგორც მან For.ge-სთან საუბარში თქვა, ის ხისტი რიტორიკა, რასაც ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან დასავლეთის მისამართით ვისმენდით, ლეგიტიმურია, რადგან არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ევროპელ პარტნიორებს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა სურთ.

ოცნების პოლიტიკა დასავლეთთან არც საჭიროებს ცვლილებას. ზოგიერთი რომ აცხადებს, ქართული ოცნების რიტორიკა ანტიდასავლურია, ეს საქართველოს შიდა პოლიტიკური პროცესების ანარეკლია - არც ერთი სერიოზულ ფაქტზე არ მახვილდება ყურადღება, გარდა იმისა, რომ აპელირებენ ეს კანონი რუსულიაო. კომიკური იქნებოდა, ტრაგედიად რომ არ გადაქცეულიყო რუსული კანონის გლოვა. ვნახეთ, რომ კიდევ უფრო მკაცრად წავიდა ამ კანონის ფორმირება სხვა ქვეყნებში. რა ნიშნები არსებობს იმისა, რომ რუსეთისკენ მივდივართ, გაუგებარია, გარდა იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის კაპიტალი რუსეთში აქვს გაკეთებული - სხვა არგუმენტი არ ჩანს.

ქართულ ოცნებაში სამართლიანი ეჭვი გაუჩნდათ, რომ დასავლეთი საქართველოში ხელისუფლების შეცვლას აპირებს და მის ჩანაცვლებას ნაციონალებით. გავიხსენოთ დასავლეთის რიტორიკა ამ კანონთან დაკავშირებით, რომ 2012 წლამდე ქვეყანაში პრობლემები არ იყო და შემდეგ საქართველომ დაიწყო ანტიდასავლური და ანტიევროპული ნაბიჯების გადადგმა და კურსის შეცვლა.

დასავლეთი საქართველოში ხელისუფლების შეცვლას მხარს უჭერს, თუნდაც რევოლუციის გზით, ეს გამოჩნდა მაშინაც, როდესაც დასავლელი პარტნიორები მონაწილეობდნენ ოპოზიციურად განწყობილი მომიტინგეების პოლიტიკურ აქციაში - ეს ქვეყნები ცდილობენ ჩაერიონ საქართველოს შიდა პოლიტიკაში და საქართველოს საზოგადოებას აჩვენონ, რომ დასავლეთი მხარს უჭერს არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ პროტესტს. თუ ასეთ დამოკიდებულებას დაეთანხმები, მაშინ უნდა დათმო ხელისუფლება, რაც სრულიად უადგილოა, თუმცა, ხავერდოვანი რევოლუციები ასე ხდებოდა - ეს იყო მიზეზი ანტიდასავლური რეიტორიკისა, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

როგორც ანალიტიკოსმა აღნიშნა, მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მუხტი მეტად გაიზრდება. ხელისუფლების შეცვლის მოსურნეები კიდევ ერთხელ ეცდებიან თუნდაც რევოლუციური გზით ქართული ოცნების ხელისუფლების შეცვლას.

ჩაწყნარდა ვითარება და ვხედავთ, რომ ტონი შერბილდა როგორც ქართული, ისე დასავლური მხრიდან. არჩევნების შემდეგ მეორე რაუნდი აუცილებლად იქნება. კონკრეტულ სახელმძღვანელოებში გაწერილია, რომ არჩევნების შემდეგ საჭიროა ასეთი გამოსვლები, რადგან არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ხალხი ყოველთვის მართალია და დაიწყება ორომტრიალი. ასეთი რამ უკვე ნანახი გვაქვს 2003 წელს. მაშინ ნაციონალურ მოძრაობას პირველ ადგილზე ჰქონდა პრეტენზია, თუმცა, დღეს მერე ადგილზეც კი ამ პარტიის გასვლა არადამაჯერებელი იქნება, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან ინტერვიუში.

ოპოზიციაში პრემიერ-მინისტრის ვიზიტსა და მის მონაწილეობას კონფერენციაში ფორმალობად აფასებენ და მას წარუმატებლად მიიჩნევენ.

პარტიალელოსერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ვიზიტსკობახიძის მისია ივანიშვილის გადასარჩენადუწოდა. ხოლო, „ნაციონალური მოძრაობისერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტარმა ლევან ბეჟაშვილმა ვიზიტიჩავარდნილ მისიადმოიხსენია.

მერაბ.g წივილ -კივილის მთავარი მიზეზი ისაა, რომ დამარცხებულებს დამარცხების აღიარება არ უნდათ; ნაცებმა 40%-ს ვიღებთო, ტურა-მელა - 20%, თაღლითები 15%,ნათელაშვილი 25%, ბურჯანაძე 10%, პ/ალიანსი და სასტავი 30% ... ოცნებამ და გახარიამ ერთი ხმაც რომ არ აიღონ, უკვეა 140%ხომ ყველა ვარიანტში იყაყანებენ!
ახლა რეალობა: ბარიერს გადალახავენ ოცნება, გახარია, მეცოცხეები და ლელო-მელია ერთად, ან ამათგან ერთერთი; არცერთ შემთხვევაში ნაცები მეორე ადგილზე ვერ გავლენ! საინტერესოა ორი რამ: 1. რამდენი პროცენტით (60% გამორიცხულია) მოიგებს ოცნება 2. ვინ გავა მეორე ადგილზე?
1 კვირის უკან