ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის და ვიზალიბერალიზაციის ჩახსნა - რა მოხდება თუკი „ოცნება“ კიდევ ერთი ვადით დარჩება ხელისუფლებაში?!

ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის და ვიზალიბერალიზაციის ჩახსნა - რა მოხდება თუკი „ოცნება“ კიდევ ერთი ვადით დარჩება ხელისუფლებაში?!

იმის ფონზე, რომ ქართულმა ოცნებამ დასავლეთთან ურთიერთობის მხრივ, საქმე გაიფუჭა, ანალიტიკოსთან და პოლიტიკოსთა ერთი ნაწილი თვლის, რომ მისი ხელისუფლებაში ხელახლა დარჩენა, ევროინტეგრაციის მიმართულებით, ქვეყნას კარგს არაფერს უქადის. მეტიც, საგარეო კურსმა შესაძლოა სულ სხვა მიმართულებით დაიწყოს ბრუნვა, კერძოდ - რუსეთისა და ჩინეთისკენ. შედეგად კი, ის ოცნება, რასაც ევროკავშირში გაწევრიანება ჰქვია, შეიძლება კარს მიღმა დარჩეს სულ მცირე ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში.

როგორც ცნობილია, ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ უკვე მიიღებულია სპეციალური დოკუმენტი, სადაც პუნქტობრივადაა გაწერილი, რა დავალებები შეასრულეს ქვეყნებმა. საქართველო მსგავს დასკვნას დეკემბერში ელის. იქამდე კი, დაახლოებით, 6 თვე არის დარჩენილი და რთული სათქმელია, პროცესები როგორ განვითარდება - შესაძლოა, ყველაფერი ოქტომბერის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე იყოს დამოკიდებული.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კავკასიოლოგი, პაატა ზაქარეიშვილი For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ თუკი ქართულმა ოცნებამ არჩევნები გააყალბა, ამას შესაძლოა ქვეყანაში საყოველთაო დაუმორჩილებლობა მოჰყვეს, რაც დასალეთისთვის სიგნალი იქნება, რომ ქართველ ხალხს არათუ რუსეთი, არამედ ევროპა სურს.

თუ ევროკავშირი დაინახავს, რომ ქართულმა ოცნებამ მკაფიოდ მოიგო, ის რუსეთისკენ კიდევ უფრი მკვეთრად დაიწყებს მოძრაობას, რადგან ოცნებას არ სჭირდება ევროკავშირი - ამ შემთხვევაში, ევროკავშირი დარწმუნდება, რომ საქართველოსთან აზრი არ აქვს კავშირებს იმიტომ რომ, ხალხის ნება არის ოცნება, რომელიც ევროკავშირში არ მიდის. შესაბამისად, გვეტყვის, იყავით თქვენს ჭაობაში. დასავლეთი დახსნის ყველა პროექტს და პროგრამას საქართველოსთან მიმართებაში.

თუმცა, თუ ოცნებამ არჩევნები იმდენად გააყალბა, რომ ეს თვალშისაცემი იქნება და საზოგადოებისთვის მიუღებელი გახდება, ეს მკაფიოდ გამოიხატება გამოსვლებით, დაუმორჩილებლობით და .. მაშინ ევოკავშირი საქართველოს არ მიატოვებს და გააგრძელებს ხალხის მხარდაჭერას, რასაც ის აქამდე აკეთებდა.

სხვა შემთხვევაში, ევროკავშირმა შეიძლება კანდიდატობის სტატუსი და ვიზალიბერალიზაცია ჩახსნას, თუ ეს არ გააკეთა ევროკავშირმა არჩევნებამდე, ამას არჩევნების შემდეგ აუცილებლად გააკეთებს. ოცნებამ შეიძლება გაყალბებით გაიმარჯვოს და შემდეგ კი რეპრესიებით და სასტიკი ფორმებით შეინარჩუნოს ხელისუფლება. ოცნება ვეღარ მართავს სახელმწიფოს, ის კრიზისშია. ალბათ, გაფიცვები დაიწყება, დაუმორჩილებლობა სხვადასხვა სტრუქტრებში, მათ შორის შესაძლოა ძალოვან სტრუქტურებშიც, რადგან არავის უნდა რუსეთში, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

მისი შეფასებით, ყველაზე მძიმე სცენარი, რაც შეიძლება წარმოვიდგინოთ, ის არის, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა სისხლის დაღვრაზე წავიდეს, თუმცა, ზაქარეიშვილის თქმით, ქართულ ოცნებას ხელისუფლების შენარჩუნება უსისხლოდ სურს, რაც თავის მხრივ, შეუძლებელია.

ყველაზე ცუდი სცენარია, რომ ოცნებამ ქართველი ხალხის სისხლი დაღვაროს, რაც შევარდნაძემ არ გააკეთა - მიხვდა, რომ ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე იყო და ქართველ ხალხს დაუთმო. იმედია ქართულ ოცნებას ეყოფა გონიერება ცუნამის წინააღმდეგ არ გაისროლოს. ერთი წვეთი სისხლიც რომ დაიღვაროს, ქართველი ხალხი მას ამას არ აპატიებს. ოცნებას არ უნდა სისხლის დაღვრა, მას უნდა ამის გარეშე შეინარჩუნოს ხელისუფლება, რაც წარმოუდგენელია. ოცნებამ წესით, ვერ უნდა გაბედოს ქართველი ხალხის სისხლის დაღვრა, ეს ძალიან ძვირად დაუჯდებათ მასაც და მთელ საქართველოსაც. ამიტომ, ერთადერთი გამოსავალია წავიდეს მოლაპარაკებებზე, უზრუნველყოფილ იქნას მისი უსაფრთხოება, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

ანალიტიკოსი ზაა ანჯაფარიძე არ ფიქრობს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში კიდევ ერთი ვადით დარჩენა, ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით, ქვეყანას უკან დახევს, რადგან, მისი თქმით, მოლაპარაკების პროცესი იმდენად გრძელია, ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლოა ქართული ოცნების ხელისუფლება ისედაც შეიცვალოს.

შესაძლოა საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნები ლეგიტიმურად შეაფასონ და ჩათვალონ, რომ ეს იყო თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები. თუკი ის რეკომენდაციები, ავად თუ კარგად, მაინც შესრულდა, გეოპოლიტიკური კონიუნქტურა ამ პერიოდისთვის შესაძლოა ისეთი იყოს, რომ ევროპამ იფიქროს, საქართველოსთვის ხელისკვრა და მოლაპარაკების მიღმა დატოვება უფრო მეტი რისკის შემცველი იყოს, ვიდრე მასთან მოლაპარაკებების გახსნა. რადგან მოლაპარაკებების გახსნა საკმაოდ ხანგრძლივ პროცესს მოიცავს, რა პერიოდშიც შესაძლოა ხელისუფლებაც კი შეიცვალოს.

ცალსახა პასუხ კითხვაზე, თუ ქართული ოცნება ხელისუფლებაში დარჩა, ევროკავშირი მოლაპარაკებების ფანჯარას დახურავს, ბოლომდე ვერ გავიზიარებ. რუსეთთან მიმართებაში სიფრთხილე არ ნიშნავს მაინცდამაინც პრორუსული პოლიტიკის გატარებას. ასეთ სიფრთხილეს თავად დასავლეთშიც იჩენენ, როდესაც არ გადადიან წითელ ხაზებს და რუსეთთან აგრძელებენ სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებს. საქართველოს ჩინეთთან დაახლოება არ მგონია ისეთი დრამატული ფაქტორი იყოს, რომ ამან დასავლეთი აიძულოს მოლაპარაკებები ჩახერგოს და საქართველო დატოვოს ასოცირების ტრიოს მიღმა. ჩინეთთან ურთიერთობებს ავითარებს ევროპის სახელმწიფოებიც.

აქ მთავარია, რომ თუ ოცნება დარჩება ხელისუფლებაში, დასავლეთი დაარწმუნოს, კონკრეტულად კი ევროკავშირი, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ატარებს შედარებით ზომიერ და ფრთხილ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში, ეს არ გულისხმობს ევროპული ინტერესების ღალატს - ამ მხრივ დიდი სამუშაო არის გასაწევი, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან საუბარში.

 

 

 

 

Gami ბლუ ზაქარეიშვილზე ჭკვიანს ვერავის ნახულობთ, ძაბირაძეზე რომ აღარაფერ ვთქვა? იქნებ მაზოხისტები ხართ? ამ იდიოტის გაკეთებული ან საქმე, ანდა გამართლებული პროგნოზი მანახეთ!
1 თვის უკან
Gami ბლუ ზაქარეიშვილზე ჭკვიანს ვერავის ნახულობთ, ძაბირაძეზე რომ აღარაფერ ვთქვა? იქნებ მაზოხისტები ხართ? ამ იდიოტის გაკეთებული ან საქმე, ანდა გამართლებული პროგნოზი მანახეთ!
1 თვის უკან
გიორგი ბერძულიშვილი ბეგი: ზაქარეიშვილზე უკეთეს კომენტარს ჩიტაძე გააკეთებდა, ვერ დაუკავშირდით? ან ხუხა ჯობდა. რას ახვევთ თავს ამ ურეიტინგო ე.წ. ექსპერტების და ანალიტიკოსების ნაცურ ნარატივს საზოგადოებას, ახდა რომელიმე მათი პროგნოზი? საცოდაობაა ამათი ანალიზის კითხვა...
1 თვის უკან
Maverick ბატონო ნიკო ნაცებისა და ნაცმიდრეკილების წისქვილზე ასხამთ წყალს, პოლიტრიკოსი ზაქარეიშვილი მინისტრის სახელოს ჩამორთმევის, მისი ჩამოლაბორანტების შემდეგ მაგრად ერეკება, მავნებლობს, დაბოღმილი გესლსა და შხამს აფრქვევს!
1 თვის უკან
ლაზი თუ საქართველოს ხელისუფლება, ვინმეს პარტნიორულად დაელაპარაკება, ეგრევე ატყდება გნიასი, არიქა კურსი შეცვალესო.
კი მაგრამ ევროკავშირის წევრობა, ამერიკის გარდა, დანარჩენი მსოფლიოსაგან იზილირებას ნიშნავს?
ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ამრიკის გარდა სხვებთან სავაჭრო, ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობები არავისთან აქვთ? ასე რომ იყოს, სხვას რომ თავი დავანებოთ, ნახევარი ევროპა ერთ ზამთარსაც ვერ გადაიტანდა და გაიყინებოდა.
დღეს ნებისმიერი ქვეყნის საგარეო კავშირები მრავალვექტორულია და საქართველო რატომ უნდა იყოს გამონაკლისი, გაუგებარია.
რუსეთის შიშით, ვერავინ რიკავს ანაკლიის პორტში ინვესტირებას, ჩინეთის გარდა და რა ვქნათ, მასაც უარი ვუთხრათ და არ ავაშენოთ?
1 თვის უკან