გოგი თოფაძისა და თემურ ჭყონიას დისიდენტობა

გოგი თოფაძისა და თემურ ჭყონიას დისიდენტობა

გასულ კვირას, რამდენიმე ცნობილმა ქართველმა მეწარმემ, მათ შორის  გოგი თოფაძემ და თემურ ჭყონიამ სენსაციური განცხადებებით კვლავ განიმტკიცესდისიდენტური იმიჯი“.

აქვე უნდა ითქვას, რომ თუ თოფაძისათვის ეს იმიჯიჩვეულია“ – „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასპრეზიდენტი, თემურ ჭყონია, როგორც ჩანს, „ახალი დისიდენტია“. მისი თქმით, უახლოეს მომავალში იგი ყველაფერს გაყიდის და სამხრეთ ამერიკაში გადაიხვეწება. ალბათ, „კოკა-კოლასქართველი დამფუძნებელი სამხრეთ ამერიკაშიკუპონების ჭრითაპირებს ცხოვრებას (რანტიეებისათვის ეს რეგიონი იდეალურადაა მიჩნეული) და არაკოკა-კოლასწარმოებით, ვინაიდან სამხრეთ ამერიკა (ისევე, როგორც ჩრდილოეთ ამერიკა, ევროპა, აფრიკა, იაპონია) ამ სასმელის დეფიციტს ნამდვილად არ განიცდის.

თემურ ჭყონიასპენსიაზეგასვლა თითქოს იმის მაჩვენებელია, რომ მანყველაფერზე ხელი  ჩაიქნია“, თუმცა არა მგონია, ამ შემთხვევაშიკოკა-კოლასპრეზიდენტი ბოლომდე გულწრფელი იყოს, ვინაიდან ის, რაცგასაყიდი აქვს“, მხოლოდ მისი არ არის;

გარდა ამისაკოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასაქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საწარმოა, რომელიც ყბადაღებული ვალის მიუხედავად, გადასახადებს ბარაქიანად იხდის. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვთქვათ, რომ მათი განცხადება ბლეფია და ჭყონია სინამდვილეში მშობლიურ სანახებს არ გასცდება. „

ყოველ შემთხვევაში, რაიმე პოლიტიკური თუსამეწარმეომოსაზრებებით ამგვარი რამ გამორიცხულია. მტრები ნაკლებად ჰყავს (ვინაიდანკერძო ვალებსკეთილსინდისიერად იხდის), მეგობრები და მოკავშირეები კიუთვალავი.

ჭყონიას განცხადება და ერთგვარიფრონდერულიდამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ უფრო იმ მიზანს ისახავს, რომ ამქრის წევრებს ლოიალობა დაუმტკიცოს.

ქართველ მეწარმეთა ამქარი ბოლო დროს სერიოზულადაა შეშფოთებული როგორც მემარჯვენე-ლიბერალთა შეუდრეკელი უკომპრომისობით, ასევემემარცხენეთაგააქტიურებით.

მემარჯვენე-ლიბერალთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ქართველმა მეწარმეებმა ისინი ვერაფრით დაარწმუნეს და ვერც აიძულეს, მიეღოთ ისეთი გადაწყვეტილებები (საზღვრების ჩაკეტვა, საბაჟო ტარიფების ზრდა), რომელიც, თავის მხრივ აიძულებდნენ ჩვენი ქვეყნის ისედაც გაუბედურებულ მოქალაქეებს, შეეძინათსამამულო წარმოებისძვირი და უხარისხო პროდუქცია ნაცვლად უცხოური - იაფი და ხარისხიანისა.

ამ თვალსაზრისით ქართველი მეწარმეების ხანგრძლივი ომი ხელისუფლების წინააღმდეგ უშედეგოდ დასრულდა. მათთვის სასურველი გადაწყვეტილებები არც პრეზიდენტმა და არც პარლამენტმა არ მიიღესვერც მიიღებდნენ, ვინაიდან ისევ და ისევ ქვეყნის საბედნიეროდ, ეკონომიკური პროცესები საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის უმკაცრესი მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს.

სავალუტო ფონდის ექსპერტებს კი არაფერი გამოეპარებათ. მათ უდიდესი ავტორიტეტი აქვთ, - აქედან გამომდინარე, ისინი არაფრის დიდებით არ მისცემდნენ საშუალებას ყოფილ პარტიულ-სამეურნეო ხროვას ქართულ სუფრაზედედმამიშვილებისგულისამაჩუყებელი სადღეგრძელოებითჩაეწყოთეროვნული ბანკის შეღავათიანი კრედიტები ან გაუმართლებელი პრივილეგიებიუცხოელ ინვესტორთა ან თუნდაც უცხოელ მეწარმეთა უფლებების შეზღუდვის ხარჯზე.

სამამულო წარმოების დაცვა ზოგიერთ ქართველ მეწარმეს ესმის, როგორც ადგილობრივი მწარმოებლის ჩაყენება პრივილეგირებულ მდგომარეობაში, რათა მომხმარებელს არჩევის საშუალება არ ჰქონდეს.

ეს, რასაკვირველია, გაცილებით ადვილია, ვიდრე წარმოების მოდერნიზება, ტექნოლოგიების გაუმჯობესება და კონკურენტისსაკუთარ ბაზარზედამარცხება ყოველგვარი პატერნალიზმისა და პროტექციონიზმის გარეშე.

იმავდროულად, მეწარმეებს სხვა საფრთხეც დაემუქრათ - გაძლიერდნენ მემარცხენეები (უპირველესად ლეიბორისტები), რომლებიც ქართველ ნუვორიშებს, ფაქტობრივად, ექსპროპრიაციით ემუქრებიან.

ეს საფრთხე გაცილებით სერიოზულია, ვიდრე საერთაშორისო სავალუტო ფონდის წნეხი: რაკიორ ცეცხლშუააღმოჩნდნენ, მეწარმეებმა საკუთარი პარტიების შექმნა გადაწყვიტეს, მაგრამ წმინდა ქართული ჩვეულებისამებრპირველობავერ გაიყვეს და ახლა ერთმანეთს დაერივნენ.

მხოლოდ საქართველოში შეიძლება შეგხვდეს ისეთი ფენომენი, როგორიცაა აბსოლუტურად იდენტური მრწამსისა და პროგრამების მქონე მოღვაწეთა თუ ფიგურათა შუღლი და ურთიერთსიძულვილი.

მეორე ფენომენია საზოგადოებისადმი ანგარიშსწორების სურვილი, რაკი ეს საზოგადოება საკმარისად აქტიური არ არის მათი ინტერესების დაცვისას.

სწორედ საზოგადოებისადმი ამგვარი დამოკიდებულების გამოვლინებაასაკუთარი პარტიისშექმნის სურვილიც, მიუხედავად იმისა, რომ არსებობენ პარტიები, რომლებიც იმთავითვე მზად არიან დაიცვანქართველ მეწარმეთაინტერესები.

ამავე ნიშნით კეთდება სენსაციური განცხადებები საწარმოს სხვა ქვეყნებში (მაგალითად აზერბაიჯანში) გადატანის თაობაზე. „ყაზბეგისმესვეურის, გოგი თოფაძის განცხადებით, „აზერბაიჯანშიგაცილებით უკეთესი პირობებია მეწარმეობისათვის.

ამაში თოფაძე უდავოდ მართალია, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ აზერბაიჯანში პირობები ყოველთვის უკეთესი იქნება, ვინაიდან იმ ქვეყანას აქვს ნავთობი, რომლითაც შეუძლია შეავსოს საბიუჯეტო დეფიციტი. აქედან გამომდინარე კი, სულაც არ შეუთანხმოს საგადასახადო პარამეტრები სავალუტო ფონდის ექსპერტებს. მრავალი დამკვირვებლის აზრით, „ყაზბეგისგატანა აზერბაიჯანში სულაც არ შეაფერხებს (მით უმეტეს არ მოსპობს) ლუდის წარმოებას საქართველოში.

გამოჩნდებიან ლუდის სხვა მწარმოებლები (შესაძლოა რამდენიმე წვრილ-წვრილი მწარმოებელი, ნაცვლად ერთი მონოპოლისტისა), რომლებიც სრულყოფილად აითვისებენ ბაზარს და არც მეტისმეტად დიდი ამბიციები ექნებათ.

აზერბაიჯანის ბაზარი უკვე ათვისებულია და ქართველ მწარმოებელს (თუნდაც ფრანგთან ტანდემში) იქ სიხარულით როდი ელიან.

შეუძლებელია, ეს არ იცოდეს იმდენად გამოცდილმა და ჭკვიანმა მოთამაშემ, როგორიც გოგი თოფაძეა. აქედან გამომდინარე, უნდა დავასკვნათ, რომ მისი განცხადებაც აზერბაიჯანშიგაქცევისშესახებ პროპაგანდისტული დემარშია და სხვა არაფერი.

საერთოდ კი, ქართველი მეწარმეები ვერც საერთაშორისო სავალუტო ფონდს, ვერც საკუთარ გაძვალტყავებულ სამშობლოს ვერ გაექცევიანეს არისჯვარირომელიც მათ ბოლომდე უნდა ზიდონ.

ანუ ისწავლონ ხარისხიანი, იაფი პროდუქციის გამოშვება და ამით დაამარცხონ უცხოელი კონკურენტი საკუთარ ბაზარზე და არა საზღვრების ჩაკეტვით ან საბაჟო ტარიფების უსაშველო ზრდით.