„გამოქვეყნდა კრამონის განცხადება, რომ არჩევნები იქნება გაყალბებულიო - როგორც არ უნდა დამთავრდეს არჩევნები, ყვირილი ატყდება, რომ არჩევნები გაყალბდა“

„გამოქვეყნდა კრამონის განცხადება, რომ არჩევნები იქნება გაყალბებულიო - როგორც არ უნდა დამთავრდეს არჩევნები, ყვირილი ატყდება, რომ არჩევნები გაყალბდა“

ამ ეტაპზე გაუგებარია საპროტესტო აქციების ფუნქცია, გარდა იმისა, რომ ახალგაზრდებს ექნებათ განცდა - ისინი მონაწილეობენ ქვეყნის გადარჩენის საქმეში, - ამბობ ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან ინტერვიუში.

5 ივნისს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია ლოზუნგით - „დაღალე რეჟიმი! გაიმართა. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მოწინააღმდეგეები მთავრობის ადმინისტრაციასთან მსვლელობით მივიდნენ. მთავრობის ადმინისტრაციასთან მობილიზებული იყო პოლიცია, რომლებსაც აქციის მონაწილეები სიტყვით მიმართავენ. პროტესტის მონაწილეების მიმართვით, მათი მიზანი პოლიციის დაღლაა. მათივე თქმით, პოლიცია მოქალაქეებს უნდა იცავდნენ, ამის ნაცვლად კიბრმად ემორჩილებიან რეჟიმს“. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პროტესტი არ შეწყდება და არ დაიღლებიან.

სადა კანონი მიღების ფონზე საპროტესტო აქციები და გამოსვლები გრძელდება. როგორ ფიქრობთ, რა პერსექტივა აქვს ამ აქციებს და ხომ არ დაკარგა მან მუხტი?

- საპროტესტო აქციების მუხტი კავშირშია ფუნქციასთან - ადრე ეს ფუნქცია იყო კანონის გაწვევა, თუმცა კანონი მიიღეს და ახლა რა ფუნქცია აქვს ამ აქციებს, რთული სათქმელია. თუკი განაცხადებენ, რომ ხელისუფლება გადადგეს, ეს საკითხიც ბუნდოვანია, რადგან მალე რჩევნები იქნება - თუკი არ გინდა ეს ხელისუფლება, ხმას ნუ მისცემ. ასე რომ, ამ ეტაპზე გაუგებარია საპროტესტო აქციების ფუნქცია, გარდა იმისა, რომ ახალგაზრდებს ექნებათ განცდა - ისინი მონაწილეობენ ქვეყნის გადარჩენის საქმეში.

გამოითქვა მოსაზრება, რომ ამ კანონის ხელახლა ინიცირების ფონზე, ქართული ოცნების რეიტინგი და მხარდაჭერა მკაფიოდ შესუსტდა.

- არის პოზიცია, რომ მეტი რეიტინგი ჰქონდა ქართულ ოცნებას, თუმცა ამ კანონმა ეს რეიტინგი დაუგდო. მეორე მხრივ, ამ კანონის ინიცირებამ გამოავლინა ის, რომ უცხოური და ქართული ძალა ორიენტირებულია ნაციონალური მოძრაობის ხელახლა აღორძინებაზე და მის ხელისუფლებაში მოყვანაზე. ამან შეიძლება გააძლიეროს ოცნების მხარდამჭერთა ფრთა - ამომრჩევლები მიუმატოს.

თქვენი აზრით, რას უნდა ველოდოთ არჩევნების შემდეგ?

- დღეს გამოქვეყნდა ვიოლა ფონ კრამონის განცხადება, რომ არჩევნები იქნება გაყალბებული. როდესაც ადამიანი წინასწარ ამას ამბობს, თანაც უცხოეთიდან, რეალურად როგორც არ უნდა დამთავრდეს არჩევნები, ყვირილი ატყდება, რომ არჩევნები გაყალბდა. ამას კი შემდეგ უნდა მოჰყვეს საპროტესტო აქციები მიზნით გადავაგდოთ ხელისუფლება. თუ ხალხს არჩევნები გაუყალბეს, საერთაშორისო სამართალი ამბობს, რომ ხალხს აჯანყების უფლება აქვს და ამ აჯანყების მცდელობას მივიღებთ.

რა იქნება შედეგი? არსებობს შანსი, რომ 2003 წლის ვარდების რევოლუციის სცენარი განმეორდეს?

- 2003 წელსაც არჩევნების გაყალბებაზე იყო ბრძოლა და ეს ერთი და იგივე სცენარია - შარპის სცენარია და ამ ტექნოლოგიური ხერხით ბევრ ადგილას მოხდა ხავერდოვანი რევოლუციები, იყო ჩვენთანაც - იგივე ხერხი მუშაობს ახლაც, რადგან დასავლეთში აწყობთ ხელისუფლების შეცვლა.

საქართველოში საზოგადოების დიდ უმრავლესობას არ უნდა ძველი ხელისუფლების მოყვანა, თუმცა, უცხოეთს უნდა, ამიტომ შეეცდებიან შეიმუშაონ ისეთი სტრატეგია, ადამიანთა მცირე რაოდენობით მოიყვანონ ხელისუფლებაში ის, ვინც მათ უნდათ - ნაცმოძრაობას ვგულისხმობ. ასეთი მცირე რაოდენობით ხელისუფლების შეცვლა არის რევოლუცია. ასე რომ, რევოლუციის მცდელობა იქნება, შედეგი ექნება თუ არა, ეს სხვა საკითხია. აქ, რეალურად, შედეგი ხალხის სიმრავლეს და მათ სიმტკიცეზე არის დამოკიდებული.

რას ფიქრობთ, პრეზიდენტის ქართულ ქარტიაზე? შესაძლოა თუ არა შედეგად ოპოზიცია გაერთიანდეს და ოპოზიციონერი ლიდერები საერთო სიაზეც ჩამოყალიბდნენ?

- გაერთიანებისთვის ნაბიჯები ადრეც იყო გადადგმული, გვახსოვს შალვა ნათელაშვილის ფანჩატური, მაგრამ მაშინ ვერ გაერთიანდნენ. ამ გაერთიანებას ექნება ფუნქცია უცხოეთს აჩვენოს გაერთიანების იერი, შემდეგ, ალბათ, გაერთიანების წევრები ერთმანეთს არ დაინდობენ.

ნაციონალურ მოძრაობას ყველაზე მეტი ხმა აქვს, ასე რომ, მას ექნება ის ტენდენცია, რომ ცალკე გავიდეს. დანარჩენებსაც, ალბათ, გაერთიანების არანაირი პერსპექტივა არ ექნებათ.

ბევრი ამახვილებს ყურადღებას, რომ პრეზიდენტი შესაძლოა ოპოზიციის ლიდერად მოგვევლინოს. რამდენად იზიარებთ ამ მოსაზრებას?

- ოპოზიციური ლიდერობა მხარდაჭერას ნიშნავს. პოლიტიკური ლიდერის ძალა არის იმ მხარდამჭერების რაოდენობაში, რომელიც ქვეყანაშია. სალომე ზურაბიშვილს არ აქვს მხარდაჭერა, მას პარტია საერთოდ არ აქვს. ასე რომ, მისი პოლიტიკურ ლიდერად ჩამოყალიბება რთული საკითხი იქნება.

 

მერაბ.g კრამონი (ქალიშვილ;ობის გვარი გერინგი) ჰიტლერის რაიფსმარშან გერინგის ძმის შვილიშვილია, ანუ სისხლისმიერი და სულიერი შთამომავალია ფაშისტების! ევროპარლამენტი კორუფციისა და მექრთამეობის ბუდეა, ეს ფაქტია! გუშინ ურსულა ფონ დერლაიწნი წინასაარჩევნო მიტინგს აწყობდა ფინეთში და ხალხმა შეძახილებით რომ ის კორუმოირებულია (გაახსენენ ბოლოდროინდელი 7 მლნ) ჩამოაგდეს ტრიბუნიდან და გამოსვლა შეაწყვეტინეს!
აგერ ახლა შევხედავთ როგორ ჩატარდება ევროპარლამენტის არჩევნები, ვინ დაიმარჯვებს, როგორ შეფასდება!
3 კვირის უკან
Zazae890 ეს უკვე მინეტს უკეთებს ქოცებს
3 კვირის უკან