„ოპოზიცია ცდილობს მსხვერპლის როლი მოირგოს, რომ რეიტინგი გაიზარდოს - სააკაშვილმა ეს ბევრჯერ მოახერხა და ახლაც იგივე ტაქტიკას იყენებენ“

„ოპოზიცია ცდილობს მსხვერპლის როლი მოირგოს, რომ რეიტინგი გაიზარდოს - სააკაშვილმა ეს ბევრჯერ მოახერხა და ახლაც იგივე ტაქტიკას იყენებენ“

სიძულვილის ენამ და ბულინგმა პოლიტიკურ წრეებში და საზოგადოებაში ყოველდღიური სახე მიიღო. ქვეყანაში სიტუაცია იმდენად არის დაძაბული, რომ საქმის გარჩევები ქუჩაშია გადასული. ორივე მხარე, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, ერთმანეთს ადანაშაულებს და ორივე რეაგირებას საერთაშორისო პარტნიორებისგან ითხოვს.

არჩევნების მოახლოებასთან ერთად for.ge-სთან ანალიტიკოსები სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვას ვარაუდობენ, თუმცა ამბობენ, რომ მსგავსი რადიკალიზმი ქვეყანაში ყველაზე მეტად იმ პოლიტიკურ ძალას აწყობს, რომლის რეიტინგიც დაბალია.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე მას შემდეგ დაიბარეს, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით თავად მიმართა. წილოსანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას აედევნენ და პოსტს მტკიცებულებად ვიდეომასალაც დაურთო. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ინფორმაციით, რამდენჯერმე შენიშნა, როგორ უთვალთვალებდნენ ავტომანქანიდან.

ოპოზიციის მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ ბულინგზე საუბრობს სახელისუფლებო პარტიის კიდევ ერთი წევრი, ვიქტორ სანიკიძე. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა თავად გაავრცელა. ვიქტორ სანიკიძე ამბობს, რომ მას ვაკის პარკში „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი დახვდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ბრალდებების ადრესატი „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრები, ბულინგის ფაქტებს გმობენ, თუმცა, პარალელურად, მმართველი პარტიის დეპუტატებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ცემას ახსენებენ და მოუწოდებენ, დაინტერესდნენ, რა ეტაპზეა ლევან ხაბეიშვილის საქმის გამოძიება.

„სტრატეგია აღმაშენებლისგან“ განსხვავებით, კონკრეტულად ლევან ხაბეიშვილის საქმეზე დღეს თავად მის პარტიაში არ უსაუბრიათ. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მთავარი საკითხი ახლა მათი ოფისის დაზიანებაა. სააკაშვილის პარტიაში სწორედ ამ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვენ, თუმცა პრესსამსახურის მიერ დღის ბოლოს გავრცელებულ კიდევ ერთ ვიდეომასალაში ჩანს, რომ გამომძიებლებს პარტიის ცენტრალურ ოფისში თავად არ უშვებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პირები, რომლებიც მათთან მივიდნენ, გამომძიებლები არ იყვნენ და სამუშაო პროცესში ხელის შეშლას ცდილობდნენ.

„ქართული ოცნებისთვის“ კი ყველანაირი ძალადობა მიუღებელია. სახელისუფლებო პარტიის წევრები თავდასხმებს გმობენ და ოპონენტებსაც იმავეს მოუწოდებენ.

მის მიმართ ძალადობის მცდელობაზე საუბრობს ზურა ჯაფარიძის პარტია „გირჩის“ წევრიც. ცოტნე კობერიძემ მტკიცებულებად ვიდეომასალა გაავრცელა და თქვა, რომ შემთხვევას არაერთი თვითმხილველიც ჰყავს.

სახელისუფლებო პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ ყველა კითხვას პასუხს გამოძიება გასცემს. იქამდე კი, პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბრობენ. შალვა პაპუაშვილი, რომელმაც განცხადება ჯერ სოციალურ ქსელში გაავრცელა, შემდეგ კი კომენტარიც გააკეთა, დარწმუნებულია, რომ ყოველი აღშფოთებული მოქალაქის უკან „ნაციონალური მოძრაობის“ ცუდად შენიღბული აქტივისტი დგას, ოპონენტების ქმედებების უკან კი „ევროპის სახალხო პარტია“, რაც მმართველი გუნდისთვის სამწუხაროა.

„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ამბობს, რომ ნაცმოძალადეები უკვე ადამიანების პროვოცირებაზე მიდიან. ქართველიშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ ისეთ გრძნობებს ეხებიან, იძულებული ხდება ადამიანი, რომ უპასუხოს.

„ძალიან არ მინდა, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი ლინჩის წესით საქმის გარჩევაზე გადავიდეს. მხოლოდ იმიტომ, რომ რეალურად მეტნი ვართ და ეს აგერსიული უმცირესობა, რომლებიც ლიბერალურ ფაშიზმს წარმოადგენენ, უფრო აქტიურობენ. ამიტომ არავის უნდა, რომ ქუჩაში მათ მიმართ საზოგადოებამ აგრესია გამოიჩინოს და ქუჩაში გაასამართლონ. ესენიც ჩვენი მოქალაქეები არიან, გვინდა თუ არა. ამიტომ ვამბობ, რომ ამ პროცესებს მართავს მათი მხოლოდ 1%. დანარჩენები არიან ბრმა შემსრულებლები, რომლებსაც ინტერესის გამო უწევთ ბიძნურ სიტუაციაში მონაწილეობის მიღება. თუმცა, იმ ერთ პროცენტს აუცილებლად უნდა მიეხედოს. შესაბამის ორგანოებს მივმართავ, რომ რაც შეიძლება დროზე, იმ ერთ პროცენტს მიხედონ. ჩვენ არ გვინდა ეს ყველაფერი უმართავ სიტუაციაში და ქუჩურ გარჩევებში გადავიდეს. საწუხაროდ, ქვეყანაში ძალიან პოლარიზებული გახდა პოლიტიკური გარემო და არსებობს საშიშროება, რომ ეს ყველაფერი კარგად არ დასრულდეს“, - ამბობს ქართველიშვილი.

მისივე თქმით, ეს არიან შეცდომაში შეყვანილი ახალგაზრდების მასა, საიდანაც ძირითადად მხოლოდ ამ ერთმა პროცენტმა იცის რას აკეთებს. დანარჩენი მიყვებიან ამ დაქოუჩებულ და დატრეინინგებულ ბრენდებს. საბოლოო ჯამში კი დაინახავენ, რომ მთელს მსოფლიოში წელს ძალიან დიდი ცვლილებები იქნება. ქართველიშვილი მოუწოდებს ყველას სიმშვიდე შეინარჩუნონ და პროვოკაციებს არ აყვნენ, რადგან ყველაფერს მალე თავისი სახელი დაერქმევა.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ჟურნალია და სიტუაცია არჩევნების წინ კიდევ უფრო დაიძაბება. მისი თქმით, სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში პოლარიზაციის მუხტი კიდევ უფრო იწევს, რაც ქვეყნისთვის ძალიან დიდი საფრთხის შემცველია. თუმცა ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ რადიკალიზმი და დესტრუქციული ენით საუბარი ვის ინტერესებშიც შედის, ყველამ კარგად ვიცით.

„რადიკალიზმი და დაპირისპირება პოლიტიკოსებს ყველაზე მეტად ვნებს და მათ რეიტინგს კიდევ უფრო დაბლა წევს. ჩვენ წლებია თვალს ვადევნებთ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას და ბევრი რამის გაანალიზება მოხდა. გაიზარდა ჩვენი ამომრჩეველი და მოსახლეობა, სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკოსები ვერ გაიზარდნენ. საქმე კი ისაა, რომ რაც უფრო ეცდებიან სიტუაციის დაძაბვას, ქუჩაში თუ პარლამენტში საქმეების გარჩევას, ხალხის დამოკიდებულება მათ მიმართ მით უფრო უარყოფითი იქნება.

სამწუხაროდ, ეს დაპირისპირება საზოგადოებაშიც გადმოდის და ვხედავთ ოჯახებიც კი ერთმანეთს უპირისპირდებიან. თუმცა ერთი რამ არის აღსანიშნავი, რომ დაპირისპირება წინასაარჩევნოდ ყველაზე მეტად იმ პოლიტიკურ ძალას აწყობს, რომლის რეიტინგიც დაბალია. დაბალი რეიტინიგი კი ოპოზიციას აქვს. ამიტომ მათ ინტერესში შედის, რომ მაქსიმალურად მისაღები იერი ჰქონდეთ. სააკაშვილი პოლიტიკოსობის დასაწყისში ბათუმში ჩავიდა და იქ ასლანის ხალხი ქვებით გამოუდგა. ესენი გამორბოდნენ და აღფრთოვანებული სახე ჰქონდა სააკაშვილს. იმიტომ უხაროდა, რომ ამით მიაღწია იმას, რომ თავად ყოფილიყო მსხვერპლი და აგრესორები ასლანის ხალხი. ახლაც ასეთ რამეს აქვს მცდელობა. ოპოზიცია ცდილობს, მსხვერპლის როლი მოირგოს, რომ რეიტინგი გაიზარდოს - სააკაშვილმა ეს ბევრჯერ მოახერხა და ახლაც იგივე ტაქტიკას იყენებენ“, - ამბობს საყვარელიძე.

მისივე თქმით, დღევანდელი ოპოზიცია ცდილობს ხელისუფლების გამოწვევას, ამის ნათელი მაგალითი ლევან ხაბეიშვილის პოლიციის კორდონში შევარდნა იყო, სადაც, ფაქტობრივად, თავი აცემინა.

„იგივე ხდება ახლა, როცა მმართველი გუნდის დეპუტატებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და თუ მათგან რაიმე რეაგირება მოხდა, თავს მსხვერპლად ასაღებენ. ამიტომ ხელისუფლებას ვურჩევ ფრთხილად იყოს, რადგან არჩევნები რაც უფრო მოახლოვდება, სიტუაცია მით უფრო დაიძაბება“, - ამბობს საყვარელიძე.

მერაბ.g მსხვერპლის არადა, იმ დაზარალებულების როლს მოირგებს ძველი ანეგდოტიდან - დაზარალებულები წონ გადმოჯექითო შესთავაზა მოსამართლემ, ჩვენ დაზარალებულები კი არა დედამოტყ..ლები ვართო, იყო პასუხი! ასე დაემართებათ მეცოცხეებს 26 ოქტომბერს
მანამდე კი "ივლიან" თავწაჭრილი ქათამივით
6 თვის უკან