„როგორ არ ჰყოფნით ამ დალოცვილებს თეთრ სახლში ჭკუა, რომ მთელ მსოფლიოში ასე არ აამხედრონ ერები ამერიკელების წინააღმდეგ“

„როგორ არ ჰყოფნით ამ დალოცვილებს თეთრ სახლში ჭკუა, რომ მთელ მსოფლიოში ასე არ აამხედრონ ერები ამერიკელების წინააღმდეგ“

საქართველომ გამოაფხიზლა მთელი მსოფლიო. რაც დრო გადის, სულ უფრო მეტი კონგრესმენი და ევროპელი დეპუტატი ინტერესდება, სად მიედინება ამერიკელი და ევროპელი გადასახადების გადამხედელების თანხები და რატომ ხმარდება განვითარებად ქვეყნებში საეჭვო მიზნების მქონე არასამთავრობოებს, რომლებიც ათეიზმსა და ლგბტ პროპაგანდას ავრცელებენ?!

სულ ბოლოს ამ კითხვით კონგრესმენი ბრაიან მასტი დაინტერესდა, რომელმაც აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს მიმართა, რომ სააგენტოები და ენჯეოები იღებენ გრანტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და არავინ იცის, რაში იხარჯება ეს ფული.

„თქვენ ნამდვილად არ იცით, სად მიდის ამერიკული ფული საზღვარგარეთ, მაგალითად, ნეპალში ათეიზმის გავრცელებისთვის ნახევარი მილიონი დოლარის გრანტი გაიცა“, - აცხადებს კონგრესმენი.

პარალელურად, ესტონელი დეპუტატი ვარო ვუგლაიდი პრემიერ მინისტრ კაია კალასს მიმართავს და ინტერესდება, რატომ იქმნება პრობლემა საქართველოში მიღებულ კანონთან დაკავშირებით, მაშინ, როცა „გამჭვირვალობის კანონის“ მიღება შეიძლება აშშ-ში? რატომ ეწინააღმდეგება ეს კანონი ევროკავშირის პრინციპებს?

„ჯერ კიდევ არ მესმის, რა პრობლემაა საქართველოში მიღებულ კანონთან დაკავშირებით. აშშ-ს აქვს უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი, რომლის მიხედვითაც ორგანიზაციები, რომლებიც იღებენ დაფინანსებას საზღვარგარეთიდან, უნდა დარეგისტრირდნენ. რატომ შეიძლება ასეთი კანონის მიღება აშშ-ში, მაგრამ არა საქართველოში? როგორ ეწინააღმდეგება ეს კანონი ევროკავშირის პრინციპებს?“ - აინტერესებს ესტონელ დეპუტატს.

საინტერესოა, რომ ვარო ვუგლაიდი ოჯახისა და ტრადიციის დაცვის ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელია. ფონდი თავის მიზნად ისახავს, ევროპის ქრისტიანული კულტურული მემკვიდრეობის და მისგან გამომდინარე ტრადიციული სოციალური წესრიგის დაცვას.

თუკი ამერიკელი და ევროპელი გადამხდელები გააპროტესტებენ მათ მიერ გადახდილი თანხების სხვა ქვეყნებში გადინებას და იტყვიან, ნუ მიდის ჩვენი ფული საზღვარგარეთ საეჭვო მიზნებისთვის, მაშინ რა ბედი ელით უფულოდ დარჩენილ ჩვენს ენჯეოებს?

„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე For.ge-თან საუბრისას აცხადებს, რომ რაღაც ფონდები და ადამიანები ყოველთვის გამოიძებნებიან, რომლებიც აფინანსებენ ენჯეოებს. რაც შეეხება ლგბტ ცხოვრების წესის პროპაგანდას, პეტრე მამრაძე ამბობს, რომ საკმაოდ გავლენიანი და მდიდარი ადამიანები არიან მსოფლიოში, რომლებიც თავიანთ ქვეყანაშიც აფინანსებენ ლგბტ პროპაგანდას და სხვა ქვეყანაშიც დააფინანსებენ ამავე მიმართულებას.

„ნეპალი ახსენეს და სამართლიანადაც, ვინმემ თუ იცის, რომ ავღანეთში, ქაბულში, ამერიკის საელჩოს შენობა 17 მაისს თავიდან ბოლომდე ლგბტ ფერებით შეიმოსა. ამის გამო გამოცდილმა ამერიკელმა ექსპერტებმა თქვეს, ამიერიდან ჩართეთ საათი, როდის აიღებენ შტურმით თალიბები ამ შენობას. მართლაც, ამის შემდეგ ორი-სამი თვე გავიდა და თალიბებმა აიღეს შენობა. მე არ ვამბობ, რომ ზუსტად ლგბტ პროპაგანდის გამო აიღეს, მაგრამ ხომ არის ბოლო წვეთი, რასაც ხალხი ვერ მოითმენს?! თანაც, ავღანელები არ არის ახლადგამოჩეკილი ერი, ეს არის უძველესი ხალხი თავისი წეს-ჩვეულებით, ტრადიციებით, ყოფა-ცხოვრებით. ამერიკაშიც ბევრი მოქალაქეა, რომელიც ლგბტ პროპაგანდას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. მომისმენია საქართველოში ჩამოსული შესანიშნავი ამერიკელი მეცნიერების აზრი, რომლებიც აპროტესტებდნენ ამერიკის საელჩოს ქმედებებს სხვადასხვა ქვეყნებში. ამის საწინააღმდეგოდ, ამერიკის მაშინდელი ელჩი იან კელი იმპერატიულად, მოკარნახის ტონით ამბობდა, დიახ, თქვენ უნდა ჩაატაროთ ლგბტ პრაიდი, ეს პარადი უნდა ჩატარდეს თბილისშიც, ქუთაისშიც, ბათუმშიც, სხვა ქალაქებშიც. ამის მოსმენის შემდეგ ამერიკელმა მეცნიერმა მითხრა, როდესაც ამერიკის ელჩი რომელიმე ქვეყანაში ასეთ რამეს ამბობს, რომ უნდა ჩაატაროთ პრაიდი, ეს გაცილებით მეტ ანტიამერიკულ განწყობას ბადებს, ვიდრე კრემლის პროპაგანდა მთელი წლის განმავლობაში. კრემლმა 10 მილიონი დოლარიც რომ დახარჯოს ანტიამერიკულ პროპაგანდაზე, ამაზე მეტია ელჩების მხრიდან გაკეთებული არასწორი განცხადებები. როგორ არ ჰყოფნით ამ დალოცვილებს თეთრ სახლში ჭკუა, რომ მთელ მსოფლიოში ასე არ აამხედრონ ერები, ხალხები ამერიკელების საწინააღმდეგოდ“, - აღნიშნა პეტრე მამრაძემ.

მისივე თქმით, ნეპალში ათეიზმის გავრცელებას ცდილობენ, საქართველოშიც გვეცნობა ეს სცენარი, როცა დადგა მაიკლ როთი ტრიბუნასთან, რუსთაველის გამზირზე გამართულ მიტინგზე და თქვა, თქვენი ეკლესია შეკრულია ხელისუფლებასთან, ეს საქართველოს კარგს არაფერს მოუტანსო. პეტრე მამრაძე ამბობს, რომ სულ არ აინტერესებს მაიკლ როთის ორიენტაცია, რადგან იცის, რომ მაიკლ როთი გეია, როცა მინისტრი იყო, შეხვედრია კიდეც, მაგრამ მაიკ როთმა უნდა იცოდეს, როგორ მიიღებს მის ამ ნათქვამს საქართველოს მოსახლეობა, რომლის 90% მართლმადიდებელია რწმენით თუ არა, კულტურით მაინც“.

Zazae890 For.ge თქვე რუსო ყლეებო, მალე ჩაგრეცხავთ კობზონთან
6 თვის უკან
Zazae890 For.ge თქვე რუსო ყლეებო, მალე ჩაგრეცხავთ კობზონთან
6 თვის უკან