„უკვე შეგვიძლია განვსაზღვროთ, ეუთო/ოდირს, რომელიც სააკაშვილის ადვოკატს დასკვნას აწერინებს, რა პრობლემების შექმნა შეუძლია არჩევნების მეორე დღეს“

„უკვე შეგვიძლია განვსაზღვროთ, ეუთო/ოდირს, რომელიც სააკაშვილის ადვოკატს დასკვნას აწერინებს, რა პრობლემების შექმნა შეუძლია არჩევნების მეორე დღეს“

ეუთო/ოდირის მიერ „გამჭვირვალობის კანონის“ შესახებ გამოქვეყნებული საბოლოო დასკვნის თანაავტორი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ჯერემი მაკბრაიდია. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ეს არის ძალიან სწრაფად დაწერილი დასკვნა, რომელიც იმ ადვოკატის მიერ არის მომზადებული, რომელიც სტრასბურგში ამტკიცებდა, რომ სააკაშვილი გირგვლიანის მკვლელების გათავისუფლებასა და ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე მართალი იყო. ამიტომ ასეთ ადამიანს, როგორ შეიძლება ვინმემ ნდობა გამოუცხადოს.

ეუთო/ოდირმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ კანონი, არსებული ფორმით, უნდა გაუქმდეს. დასკვნაში ვკითხულობთ: „საქართველოში ახლადშემოღებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ შეიცავს სერიოზულ ხარვეზებს, რაც მას შეუთავსებელს ხდის ადამიანის საერთაშორისო უფლებების სტანდარტთან და ქვეყნის, როგორც ეუთოს წევრის ვალდებულებებთან. ამიტომ კანონი უნდა გაუქმდეს“.

ოდირი ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ უკან გაიწვიოს კანონი და „გადადგას ნაბიჯები, რათა ქვეყნის კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობაში იყოს“.

„ხომ არ შეიძლება ამდენი დამთხვევა მოხდეს?! ბოლო-ბოლო, არ არსებობს დედამიწაზე სხვა ადამიანი? მაინცდამაინც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს რატომ უნდა დააწერინო დასკვნა?“, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი ჯერემი მაკბრაიდი ევროსაბჭოს რეზოლუციის ავტორიც იყო და, დიდი ალბათობით, მას მიანდვეს ეუთო-ოდირის ტექსტიც.

„რაც შეეხება ეუთო-ოდირის დასკვნას, ნახეთ, რომ მოკლე ვადაში დაიწერა ეს დასკვნა და ამ დასკვნის ერთ-ერთი და როგორც მე ვვარაუდობ, მთავარი ავტორი არის ადამიანი, რომელმაც ასევე დაწერა ევროსაბჭოს დასკვნა და, რომელიც იმავე დროს, იყო მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სტრასბურგის სასამართლოში. ამტკიცებდა, რომ გირგვლიანის საქმე და ვალერი გელაშვილის ცემის საქმე არაფერი ყოფილა თურმე. ახლა ჩვენ გვიმტკიცებს დასკვნის საშუალებით, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა თურმე ცუდია. ჩვენ ჩვენი კითხვის ნიშნები გვაქვს ასეთ დასკვნებთან დაკავშირებით. ხომ არ შეიძლება ამდენი დამთხვევა მოხდეს?! ბოლო-ბოლო, არ არსებობს დედამიწაზე სხვა ადამიანი, მაინცდამაინც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს რატომ უნდა დააწერინო დასკვნა?! რადგან ეს ადამიანი იყო ერთადერთი ავტორი ევროსაბჭოს დასკვნის, დიდი ალბათობით, მთლიანად ამ ადამიანს მიანდვეს და მისი ტექსტი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მედია პოლიტიკის ექსპერტი გიორგი ახვლედიანი for.ge-სთან ამბობს, რომ ევროპული სტრუქტურების ასეთი მიკერძოება გასაკვირია და ეს მათვე აზიანებს.

„როდესაც ასეთი მასშტაბის მიკერძოებას ავლენენ, ეს თავად ევროპის იმიჯს ანგრევს. წარმოიდგინეთ, საქართველოსთან მიმართებაში სხვა ადამიანს რომ ვერ მოძებნიან, გარდა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატისა, ევროკავშირის რეზოლუციის დასაწერად ან თუნდაც ეუთო/ოდირის შეფასების დასაწერად. ადამიანს, რომელიც პირდაპირ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ ინტერესებთან არის დაკავშირებული. მისი გათავისუფლების პროცესში როგორც ადვოკატი ისეა ჩართული. საოცრებაა, რა დონეზე დაეშვა ამ შემთხვევაში ევროპული ბიუროკრატია, რომელიც ნამდვილად ამართლებს იმ აზრს, რომ ახლა იმ ევროპის აჩრდილიც აღარ არის, რაც თუნდაც 20-30 წლის წინ იყო. ეს ყველაფერი უკვე პოლიტიკურ მერკანტელიზმშია გადავარდნილი. ფაქტია, რომ იმდენად გამოკვეთილად უჭირავთ პოლიტიკური მხარე, ევროპის ისეთ ორგანიზაციებს, რომელთაც საერთოდ, არანირი კავშირი არ უნდა ჰქონდეთ პოლიტიკასთან. ეუთო/ოდირს, ვენეციის კომისიას, არ უნდა ჰქონდეს არანაირი პოლიტიკური მიკერძოვება, რადგან ეს არის სამართლებრივი ორგანიზაციები, სადაც პოლიტიკა გავლენას ვერ უნდა ახდენდეს. როდესაც ეს ორგანიზაციები შეფასებებს აკეთებენ, დასკვნების წარმოჩენას ცდილობენ, უჭირავთ პოლიტიკური მხარე, ეს არის ამ ორგანიზაციების სრული დისკრედიტაცია, რომელსაც თავად ახდენენ. ეს ორგანიზაციები პოლიტიკურ თამაშებში ჩართულები აღმოჩნდნენ, რომლებიც ზუსტად იგივეს სიტყვა-სიტყვით იმეორებენ, რასაც ჩვენი რადიაკლური ოპოზიცია და ენჯეო სექტორი“, - ამბობს ახვლედიანი.

მისივე თქმით, უკვე დაახლოებით შეგვიძლია განვსაზღვროთ ეუთო/ოდირს, რომელიც სააკაშვილის ადვოკატს საქართველოს კანონთან დაკავშირებით დასკვნას აწერინებს, რა პრობლემების შექმნა შეუძლია არჩევნების მეორე დღეს.

„არ ვიცი, რა იქნება, იმედი მაქვს ამ ორგანიზაციასაც გარკვეული ცვლილებები შეეხება, მას შემდეგ, რაც ევროკავშირში არჩევნები ჩატარდება და გარკვეული წნეხი, რომელიც „იპიპისგან“ ამ ორგანიზაციას აქვს, აღარ იქნება და პოლიტიკური დღის წესრიგი შეიცვლება. თუ არ შეიცვალა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის ეუთო/ოდირისგან კარგს არაფერს უნდა ველოდოთ. არ არის გამორიცხული, მიუხედავად იმისა, რომ არ ექნებათ არანაირი დოკუმენტი არჩევნების გაყალბების, შესაძლოა პოლიტიკური საბაბი მოიგონონ და არარსებულ გაყალბებაზე ისაუბრონ. მიდი და უმტკიცე ახლა, დირექტორის პოზიციიდან როცა რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაცია გელაპარაკება, არ თვლის საჭიროდ, რომ რამე უნდა აგიხსნას, რატომ ამბობს ამას, ან რატომ გიწესებენ სანქციებს. რატომ არის შენი კანონი მიუღებელი, როცა თავად უფრო მკაცრი კანონი აქვთ მიღებული. ეს კანონი იძლევა სწორედ იმის საშუალებას, რომ ამ უარგუმენტო ბრალდებებით და შემოტევებით, უბრალოდ, ვერაფერი ვეღარ დაგვაკლონ“, - ამბობს ახვლედიანი.

მერაბ.g ჩვენ დამკვირვებლებად უნდა მოვიწვიოთ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, უნგრეთიდან, სლოვაკეთიდან, ბულგარეთიდან ჩინეთიდან, ყაზახეთიდან, იტალიიდან, ავსტრიიდან ... რომლებიც დაწერენ ობიექტურ დასკვნებს! და როცა ამდენი დასაბუთებული დასკვნა იქნება, დაუსაბუთებლად რას დაწერენ სახელგატეხილი სააკაშვილის ადვოკატები, ოდირი, აირაი ... რას იტყვიან ასევე სახელგატეხილი ფოტიდა-კუბილიუს-როტები, კარტოფილის ნათალის ფასი ე ექნება! მთავარია არჩევნები ჩატარდეს ისე, როგორც ჩვენ გვეკადრება და ხალხისგან უარყოფილი სააკაშვილი-ხაბე-გვარამია-მელია-ხაზარაძე-ჭჭ=ჩახდილი, რა მნიშვნელობა აქვს? იკნავლებენ, იზმუვლებენ და ვისაც მანდატი შეხვდება, შევა პარლამენტში, აბა ამხელა ხელფასებს ხომ არ დაკარგავენ - მარტო უცხოური ხელფასები არს აუვა მატ მადას
6 თვის უკან
მერაბ.g უკაცრავად, დაუმთავრებელი ტექსტი გამექცა - თუ ჩვენ არჩევნებს არსებითი დარღვევების გარეშე ჩავატარებთ და ეს აუცილებლად ასე უნდა მოხდეს, (რადგანაც გაყალბება არავის არაფერში სჭირდება) ვერვ გუბაზ-მიშა-ბერძენიშვილი-ხაზარაძე და ვერც აირაი-ფოტიგა 'სააკაშვილს' ვერ მოგვჭამს - წერონ და იკითხონ იფსვედის სტილის ტყუილები
6 თვის უკან