„პუტინი ჩინეთის ვასალია, ერთადერთი ინვესტორი მსოფლიოში, ვინც რუსეთს არ შეუშინდა და თანხა ჩადო ანაკლიაში, ჩინეთია“

„პუტინი ჩინეთის ვასალია, ერთადერთი ინვესტორი მსოფლიოში, ვინც რუსეთს არ შეუშინდა და თანხა ჩადო ანაკლიაში, ჩინეთია“

მიხეილ სააკაშვილი ამტკიცებს, რომ ჩინელები და რუსები დღეს ერთნი არიან და სტრატეგიულ აქტივებში მათი შემოყვანა სასიკვდილო მარცხის მატარებელია.

სააკაშვილის ხაზს აგრძელებს დეპუტატი სალომე სამადაშვილი და ირწმუნება, თითქოს რუსეთის ინტერესებშია ანაკლიის პორტის ჩინური ინვესტიციით აშენება.

მამუკა ხაზარაძეც იმავეს ფიქრობს, რომ ჩინეთის ხელში ანაკლიის პორტის ჩაგდება რუსული გეგმის ნაწილია და ხელისუფლებას ისღა აკლია, „წითელი ვარსკვლავი აღმართოს მთავრობის სასახლეზე“.

სპეკულაციებს, თითქოს ჩინურ-რუსული ერთობლივი პროექტია ანაკლია, გამორიცხავს ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე. For.ge-სთან საუბრისას ის აცხადებს, რომ ჩინეთი რუსეთი არ არის, სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ, მართალია, ჩინეთში ავტორიტარული რეჟიმია, მაგრამ ჩინეთი პატივს სცემს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ასე რომ, ჩინეთი ნაკლები საფრთხეა, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ჩინეთი საფრთხე საერთოდ არ არის.

„ანაკლიის წინა პროექტში იყო შანსი, მონაწილეობა მიეღოთ ამერიკელებს, თუმცა ის პროექტი შეჩერდა 2020-21 წლებში, სავარაუდოდ, რუსეთის ზეწოლის შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ინვესტიციები იყო ჩადებული იმ პროექტში. სხვათა შორის, ამერიკული მხარე ცდილობდა, ქართულ მხარეს არანაირად არ დაეთმო ანაკლიის პორტი ჩინეთისთვის, ამ მიზნით მაიკ პომპეო შეხვდა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს. დღეს ჩინეთისთვის ამ პორტის გადაცემა პრობლემურია, რადგან შესაძლებელი იყო დასავლური კომპანიები შემოსულიყვნენ, მაგრამ შემოდის ჩინური კომპანია. ამის გამო კითხვა ჩნდება, დასავლური კომპანიები რამდენად დაინტერესდებიან, თავიანთი ტვირთები გაატარონ იმ ნავსადგურში, რომელსაც ფლობს ჩინური კომპანია, მით უმეტეს, საუბარია სანქცირებაზე. თუ არ ვცდები, 2006 წელს ამერიკამ დაასანქცირა ჩინური კომპანიის შვილობილი კომპანია, ტრამპის ადმინისტრაციის დროს კი მთლიანად ჩინური კომპანია დასანქცირდა“, - აცხადებს ნიკა ჩიტაძე.

მისივე თქმით, ჩინეთი რუსეთის მოკავშირეა, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ რამდენიმე თვის წინ პუტინი ჩინეთში ჩავიდა. თუკი რუსეთ-უკრაინის ომამდე რუსეთსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ეკონომიკური ბრუნვის მოცულობა იყო 147 მილიარდი ამერიკული დოლარი, უკვე 2023 წლის მონაცემებით, ჩინეთისა და რუსეთის სავაჭრო ეკონომიკური ბრუნვის მოცულობა გახდა 223 მილიარდი დოლარი. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, ჩინეთისთვის უფრო მჭიდრო სავაჭრო პარტნიორია აშშ, რადგან ამერიკასთან სავაჭრო მოცულობა 700 მილიარდია. საერთო ჯამში, ჩინეთზე მოდის მსოფლიო ეკონომიკის 20%-ზე ნაკლები, დასავლეთზე კი მოდის მსოფლიო ეკონომიკის 60%. თუნდაც ამ კუთხით ჯობდა დასავლეთთან თანამშრომლობა, მათ შორის, ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურის მიმართულებით.

„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ხაზარაძე, სამადაშვილი და სააკაშვილი რასაც წარმოადგენენ, ყველამ კარგად იცის. ხაზარაძე ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანია, ვინც მულტიმილიონერი გახდა ქართველი ხალხის ჯიბიდან ფულის ამოღებით. ტყუილად არ უწოდებენ მას და მის თანამზრახველებს მევახშეებს. ამასთან, ხაზარაძე გასამართლებულიცაა.

„შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი პომპეო რომ იყო ჩამოსული ტრამპის დროს, საოცარი სიტყვა წარმოთქვა, თქვენ უნდა ააშენოთ ანაკლიის პორტი, ოღონდ ეს უნდა გააკეთოთ ისე, რომ არც რუსები შემოუშვათ ამ საქმეში და არც ჩინელებიო. იმ დალოცვილს რომ ეთქვა, ვაშინგტონში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენ დავაზღვევთ ანაკლიის პროექტს მსოფლიოში ყველაზე დიდი ამერიკული სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიის მეშვეობით, უზრუნველვყოფთ რამდენიმე მილიარდიან ინვესტიციას და უსაფრთხოებას, მაშინ გასაგები იქნებოდა ამერიკელთა ნათქვამი, მაგრამ როცა ეუბნებიან საქართველოს, არც რუსები შემოუშვათ, არც ჩინელები, ამერიკელები კი არ შემოვდივართ და კაპიკს არ შემოვიტანთო, ეს უკვე დირექტივაა. ხაზარაძემ კაპიკიც ვერ იშოვა, ამიტომაც გამოცხადდა ტენდერი, რომ ხაზარაძემ დაარღვია პირობები. სხვათა შორის, ამერიკელებმა ფოთში დააზღვიეს მშენებლობის ნაწილი“, - აცხადებს პეტრე მამრაძე.

მისივე თქმით, ჩვენი მთავრობა ვერ იტყვის სიმართლეს იმის შესახებ, რომ რუსეთის შიშით ანაკლიაში ვერავინ ბედავს შემოსვლას, ამ მხრივ გამონაკლისია ჩინეთი. ნებისმიერი სხვა ვიღაც რომ შემოვიდეს ანაკლიის პორტში ინვესტორად, დაიწყოს მშენებლობა და რუსებმა დააყენონ ანაკლიასთან რეიდზე 2-3 სამხედრო ხომალდი, ამის შემდეგ განა პორტი იმუშავებს და ინვესტიციას ვინმე შემოიტანს?! ეს ხომ გამორიცხულია. ისედაც შავ ზღვაში რუსეთის სამხედრო ფლოტი მოძრაობს. ანაკლიასთან პირდაპირ ზედ არის ადმინისტრაციული საოკუპაციო ზოლი, იქით რუსული ტანკები და რაკეტები დგას სააკაშვილის და ბიძამისის მიერ მოყვანილი საქართველოში. ამის გამო ცოცხალი თავით არც ერთი ინვესტორი ჩინეთის გარდა, ანაკლიაში არ შემოვა. ამერიკელი არ შემოვა, რადგან ამერიკელს რომ დაუპირისპირდეს რუსული ხომალდი, ამერიკელს ეს არ უნდა. ამერიკა დღემდე უკრძალავს უკრაინას, გამოიყენოს დასავლური იარაღი რუსეთში სამხედრო სამიზნეებზეც კი, არადა, რუსები ისვრიან 200 კილომეტრით დაშორებული საზღვრიდან რაკეტებს, უკრაინელებს კი არ აქვთ ამის უფლება.

„ჩინეთმა რომ დაიწყოს ანაკლიაში რაღაცის მშენებლობა და ფული ჩადოს ამ საქმეში, არც ერთი რუსული გემი ახლოს არ გაეკარება. ისეთი ურთიერთობა აქვს რუსეთს ჩინეთთან და ჩინეთს რუსეთთან, გამორიცხულია რუსეთმა, იოტისოდენა რამე გაუბედოს ჩინეთს. ამიტომ მსოფლიოში ერთადერთი ინვესტორი, რომელიც გაბედავდა და ფულს ჩადებდა ანაკლიის პორტში, არა მარტო მასშტაბის, არამედ უსაფრთხოების გამოც, ეს არის ჩინეთი. არ არსებობს მსოფლიოში სხვა ქვეყანა, რომელმაც უგულებელყოს რუსეთის სამხედრო გემების ყოფნა შავ ზღვაში. ჩინელებს ფეხზე ჰკიდიათ რუსული ხომალდები“, - აღნიშნა პეტრე მამრაძემ.

მანვე განმარტა, რომ ჩინეთი და რუსეთი ერთნი არ არიან, უბრალოდ, ჩინეთმა შეიძინა ისეთი წონა რუსეთთან ურთიერთობაში, რომ მსოფლიოში ბევრი ადამიანი ამბობს, რომ პუტინი ჩინეთის ნამდვილი ვასალია, პუტინმა ზედიზედ მოუწერა ხელი ჩინეთს და გადასცა 49 წლით ვეებერთელა ტერიტორიები ციმბირში. ჩინეთი იქიდან გამომსვლელი არ არის. ჩინეთმა წაიღო ციმბირის ტერიტორიები და კიდევ წაიღებს, მაინც არავინ არ ცხოვრობს იქ.

რაც შეეხება სააკაშვილს, რომელიც ჩინეთსა და რუსეთს ერთმანეთთან აიგივებს, პეტრე მამრაძის თქმით, სააკაშვილი ნებისმიერ ტყუილზეა წამსვლელი. რამდენჯერ უთქვამთ უცხოელ ანალიტიკოსებს, რომ სააკაშვილი უცნაური ადამიანია, რომელსაც შეუძლია ერთმანეთის ურთიერთგამომრიცხავი საჯარო განცხადებები გააკეთოს დღეში 2-3-ჯერ. პრეზიდენტის თანამდებობაზე რომ იყო ეს კაცი, გამოვიდოდა, დილით იტყოდა ერთს, შუადღეს იტყოდა ამის საწინააღმდეგოს. მაგალითად, დილით იტყოდა, ჩვენ ვაშენებთ ახალ სინგაპურს საქართველოში, შუადღეზე იტყოდა, ჩვენ უნდა გავხდეთ ნამდვილი შვეიცარია, საღამოს კი იტყოდა, ჩვენ შევდივართ ევროგაერთიანებაშიო, რაც სრულიად გამორიცხულია.

პეტრე მამრაძის განმარტებით, ამის შემსწრე უცხოელები სიცილით კვდებოდნენ, ქართველ ხალხთან კი გასდიოდა ამდენი ტყუილები სააკაშვილს. ანაკლიასთან მიმართებითაც იგივე ხდება, სააკაშვილმა შესანიშნავად იცის, რომ თვითონ არის პუტინის პირადი გოშია, კგბ-ს ეფრეიტორი, რომელმაც ბიძამისთან ერთად რუსეთს გადასცა აგვისტოს ომის შემდეგ ყველაფერი, რისი გადაცემაც შეიძლებოდა. თუ რამე ღირებული იყო - მანგანუმი, სპილენძი, ოქრო, ყველაზე ღირებული ჰესები, თბოელექტროსადგურები გარდაბანში, ორი ყველაზე ძვირფასი ბლოკი დღეს რუსეთის ხელშია. ერთადერთი, ვერ მოასწრო გადაეცა რკინიგზა, ყიდულობდნენ რუსები რკინიგზას და ამერიკელებმა დაუშალეს სააკაშვილს. ასევე, ვერ გადასცა საქართველოზე გამავალი გაზსადენი რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით, რომელსაც, ასევე, ყიდდა სააკაშვილი.

„ენგურჰესთან დაკავშირებით საიდუმლო ოქმს ვინ მოაწერა ხელი? ასე ინარჩუნებდა სააკაშვილი ხელისუფლებას. ამასობაში, სანამ სააკაშვილი დოკუმენტებს ხელს აწერდა რუსეთის სასარგებლოდ, თვე არ გადიოდა, მერაბიშვილი არ წასულიყო ან ბაქოში, ან ერევანში, ან მინსკში და არ შეხვედროდა რუსეთის ძალოვან მინისტრებს. ერთი ასეთი წასვლისას დააკავეს კიდეც მერაბიშვილი სხვისი პასპორტით. ამ ფონზე სააკაშვილი როგორ ბედავს ასეთი განცხადებების გაკეთებას“, - აცხადებს პეტრე მამრაძე.

 

ლევკოთეა არადა, კარგად რომ გადამოწმდეს არქივები (რომელიც სრულად მხოლოდ რუსეთს ექნება), სკკპ პარტიის წევრობის კანდიდატად სააკაშვილის მიღების ოქმი უეჭველი მოიძებნება.
80-იან წლებში, სკკპ წევრობის ყველაზე იოლი გზა სასაზღვრო (იგივე, სუკის) ჯარზე გადიოდა. სასაზღვრო ჯარში მსახურობის მეორე ბონუსი კი ავღანეთის ომში არწაყვანა იყო.
ნუ, ხომ ნათელია, რომ საბჭოთა კავშირი რომ არ დაშლილიყო, სააკაშვილი ზე-აქტიური საბჭოთა ფუნქციონერი იქნებოდა.
ბიძამისი კი, თავიდანვე იზრუნებდა, რომ ეს ყურფიჩორა დროულად გამხდარიყო სკკპ წევრობის კანდიდატი და მერე წევრი.
6 თვის უკან
KAB რომანი - რუსეთის და ჩინეთის ურთიერთობა არ არის ვასალური. მსოფლიოში ბევრი ბევრ სისულელეს ღაღადებს, რასაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს. ამ ორ სუპერძალას ერთმანეთთან რთული და მრავალფეროვანი ურთიერთობა აკავშირებს, მთავარი მათთაგან არის ის ფაქტი, რომ უერთმანეთოდ მათ გადარჩენა გაუჭირდებათ, რაც ორივეს კარგად აქვს გათვითცნობიერებული. დანარჩენში ბატონ მამრაძეს შეიძლება დაეთანხმო, იგივეს ვამტკიცებდი წლების განმავლობაში.
6 თვის უკან
მერაბ.g ხაზარაძეც და სააკაშვილიც შიგნაკრავი სულელები არიან და მათზე შეპასუხებას არ ვკადრულობ
ანაკლიის პორტი - 1. 51% იქნება საქართველოს წილი 2. პორტის დატვირთვა პრობლემა არ იქნება, რადგანაც ჩინეთი მოწილეც არის და დედამიწაზე ყველაზე დიდი გადამზიდი 3. აამუშ ავებს რა ამ გზას, ჩინეთის ინტერესში იქნება საქართველოს უსაფრთხოება და რუსი წინ ვერ დაუდგება 4. ერთადერთი ვისაც ეს გზა არ აწყობს ამერიკაა, რადგანაც ის მისგან ევროპის გაწევის საწინდარია, მაგრამ ამერიკა პირდაპირ აქ არ შემოვა ~, ვერც სერბიასავით დაგვბომბავს და ვერც ქიმიური იარაღის ქონის საბაბით ვერ შემოგვესევა (ისედაც ვერ შემოგვესევა)და მარტო გიგაურ-ლომჯარია-ნაც-ხაზარაძეების ვერ გადაგვიღუნავს!
მე-5 კოლონა გადაირევა, ამერიკა და აგრესიაო? სერბეთი, ლიბია, სირია, ერაყი, ავღანეთი მიანგრ- მოანგრია და ისე დატოვა - სადაც ნავთობია, ტიმბავს და მიაქვს მუქთად!
სხვის მიწაზე ცხოვრობს, სხვის ენაზე ლაპარაკობს და არსებობის 250 წლის მანძილზე 266 ომი ან წამოიწყო, ან ჩაერთო!
6 თვის უკან