„მოლდოვამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში კანონის მოთხოვნის შესაბამისად იმოქმედა, რაც ევროპული სტანდარტია“

„მოლდოვამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში კანონის მოთხოვნის შესაბამისად იმოქმედა, რაც ევროპული სტანდარტია“

მოლდოვაში ხუთი ოპოზიციური ტელეკომპანია დაიხურა, რომლებმაც დაფინანსების შესახებ არასრულყოფილი ინფორმაცია წარადგინეს. for.ge-სთან საუბრისას ა-ო „რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრის“ თავმჯდომარე დავით ჩიხელიძე აცხადებს, რომ გადაწყვეტილების მიღება ფინანსური დოკუმენტების არასრულად მიწოდებას ეყრდნობა, კერძოდ, კომპანიებმა მხოლოდ ერთი ბანკის ამონაწერი წარადგინეს, იმ დროს, როცა მათ ანგარიშები სხვა ბანკშიც ჰქონდათ. გადაწყვეტილებამდე ლიცენზიის გაუქმების შესახებ, აღნიშნულ ტელეარხებს იმავე მიზეზით შეჩერებული ჰქონდათ მაუწყებლობა.

for.ge დავით ჩიხელიძეს ესაუბრა.

მოლდოვაში რამდენიმე ტელეარხი დაიხურა, რომლებმაც დაფინანსების შესახებ არასრული ინფორმაცია წარადგინეს, რატომ მიიღო მოლდოვის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება? ჩვენს შემთხვევაშიც (ორივე მანდატის სტატუსის მქონე ქვეყანაა) გვაქვს ოპოზიციური ტელევიზიები, მოლდოვაში შესაძლებელია არხი დაუხურონ და ამას არანაირი მოქმედება არ მოჰყვება ევროკავშირის მხრიდან?

დავით ჩიხელიძე: მოლდოვაში ეროვნული მნიშვნელობის საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება სამი კომპანიისთვის (5 სატელევიზიო არხი (Telesistem TV (First in Moldova, Accent TV), Archidoc Group (Orizont TV) and Telestar Media Ltd (Canal 2 and Canal 3) ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება საინტერესოა საქართველოსთვის, რადგან მოლდოვის მსგავსად, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მქონე ქვეყანა არის, სადაც ასევე, მწვავედ დგას გამჭვირვალობის საკითხი.

მოლდოვაში გადაწყვეტილების მიღება ფინანსური დოკუმენტების არასრულად მიწოდებას ეყრდნობა, კერძოდ, კომპანიებმა მხოლოდ ერთი ბანკის ამონაწერი წარადგინეს, იმ დროს, როცა მათ ანგარიშები სხვა ბანკშიც ჰქონდათ, კომპანიის გადაწყვეტილებამდე ლიცენზიის გაუქმების შესახებ, აღნიშნულ ტელეარხებს იმავე მიზეზით შეჩერებული ჰქონდათ მაუწყებლობა. მოლდოვამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში კანონის მოთხოვნის შესაბამისად იმოქმედა, რაც ევროპული სტანდარტია.

თუმცა, ამ შემთხვევაში საინტერესო დეტალია ის, რომ მოლდოვის ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე ევროკავშირის მხრიდან არ გაკეთებულა განცხადება, რომ აი, მოლდოვის ხელისუფლება ებრძვის დამოუკიდებელ მედიას და ა.შ. მაგრამ ვიცით რა განცხადებები კეთდება საქართველოსთან მიმართებაში. ამას როგორ ხსნით?

- ევროკავშირის მხრიდან, კანონდამრღვევის მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომები გატარებას გამოხმაურება არ მოჰყოლია, რაც საფუძვლიან ეჭვს ბადებს, რომ ევროპარლამენტარების, თუ დასავლელი პოლიტიკოსების მხრიდან საქართველოს მისამართით გაკეთებული განცხადებები პოლიტიკურად არის მოტივირებული. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში პოლიტკორექტულობა, რეალობას და სიმართლეს მალავს. არ ვაპირებ პოლიტკორექტულობის სახელით მოსახლეობის სიმართლე დავუმალო, პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ დასავლელი პოლიტიკოსებისთვის ორმაგი სტანდარტი ნორმად იქცა, კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე, ქრთამის აღების ბრალდებით უკრაინის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე დააკავეს.

გახსენდებათ დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკული განცხადებები? - არა. იმიტომ რომ, მსგავსი რამ არ ყოფილა, სამაგიეროდ, ისინი აკრიტიკებდნენ ქართულ სასამართლო სისტემას, რაც მათ ორმაგ სტანდარტზე მიანიშნებს. დასავლელი პოლიტიკოსები საკუთარი განცხადებებით საქართველოს მთავრობაზე ზეწოლას ცდილობენ, რომ მათ არა ეროვნული ინტერესებით, არამედ გლობალური მოთამაშეების წესებით ითამაშონ...

საქართველოში მოქმედი არასამთავრობო სექტორი აცხადებს, რომ ისინი არ დაემორჩილებიან კანონის მოთხოვნას და თუ არ დაემორჩილებიან, რა ბერკეტი აქვს ხელისუფლებას და რას ნიშნავს დაუმორჩილებლობა? ასეთი რამ რომ სხვა ქვეყანაში გააკეთოს არასამთავრობო ორგანიზაციამ, რა შედეგები მოჰყვება?

- რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების გაცხადებულ პოზიციას კანონის არდამორჩილებასთან დაკავშირებით, ეს არის აბსურდული განცხადება, რომელიც არასამთავრობო სექტორის სრულ ლუსტრაციას ახდენს. უბრალოდ, დავფიქრდეთ, ორგანიზაციები, რომლებიც ამბობენ, რომ მათ მიზანს დემოკრატიის გაძლიერება წარმოადგენს, უარს ამბობენ კანონის მორჩილებაზე, ეს ხომ ფსკერია! დემოკრატიის განმარტებას არ დავწერ, მაგრამ დემოკრატია კანონებზე დაფუძნებულ პროცესს ნიშნავს. შეუძლებელია აძლიერებდე დემოკრატიას და პარალელურად, ხელს უშლიდე კანონის აღსრულებას, რომელიც ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ მიიღო. არასამთავრობო სექტორის პოზიცია წმინდა წყლის სპეკულაციაა. კანონი ყველასთვის ერთი მოცემულობაა და მისი აღსრულება ყველას ვალდებულებაა.

ორგანიზაცია, რომელიც დეკლარაციას არ წარადგენს, დაჯარიმდება, სახელმწიფოს ასევე აქვს უფლება დეკლარაციის არწარდგენის შემთხვევაში, ყოველთვიურად დააჯარიმოს ორგანიზაცია, მაგრამ არის კიდევ ერთი ბერკეტი, შესაბამის უწყებას ორგანიზაციის შემოწმება და მოკვლევის დაწყება პირადი ინიციატივის ან პირის მიერ მიწოდებული წერილობითი ინფორმაციის საფუძველზე შეუძლია. მოკვლევის პროცესში, შესაძლოა, ამოღებული იქნას კომპიუტერული ტექნიკა, ფინანსური დოკუმენტაცია, საგამოძიებო პროცესის ხელის არშეშლის მიზნით, გატარდეს კანონით გათვალისწინებული სხვა ზომები და ა.შ.

თუ დასავლეთის ქვეყნებში არასამთავრობო ორგანიზაცია იტყვის, რომ ის არ დაემორჩილება კანონის მოთხოვნას, მისი საკითხი მარტივად გადაწყდება, პირველ რიგში, მიეცემა ლოგიკური დრო, რათა წარადგინოს დოკუმენტაცია, თუ დოკუმენტაციას არ წარადგენს, მოხდება ორგანიზაციის გაუქმება, რაც კითხვის ნიშნებს არ დატოვებს, რადგან დემოკრატია გამჭვირვალობის პრინციპით მოქმედებს და არავის აქვს უფლება, კანონზე მაღლა დადგეს, მით უფრო არასამთავრობო ორგანიზაციას.

როცა ასე ღიად გამოდის არასამთავრობო სექტორი და ღიად აცხადებს დაუმორჩილებლობას, აქ მთავარი არის კანონის შინაარსი თუ მათ ეშინიათ არ გასაჯაროვდეს იმ თანხების გამომგზავნების მიზნები? ელოდებით თუ არა რყევებს არჩევნებამდე ან არჩევნების შემდეგ?

- გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომ ორგანიზაციებს და ტელევიზიებს კანონის შინაარსთან პრობლემა არ აქვთ, მათ აშინებთ მათი ფინანსების გასაჯაროება, რადგან რიგ შემთხვევაში, ისინი იღებენ ფინანსებს, რომელთა წარმომავლობა და მიზნები, რბილად რომ ვთქვათ, ბუნდოვანია. ხშირად საქმე გვაქვს კანონდარღვევასთან, რადგან ისინი უცხოურ ფინანსებს პოლიტიკური პროცესებისთვის იყენებენ, რაც კანონდარღვევას წარმოადგენს.

რაც შეეხება რა პროცესებს ველოდებით ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ქვეყანაში იქნება რყევები, რომელიც შემდეგი 5-7 თვის განმავლობაში გაგრძელდება და ეს იქნება ძირითადად ლოკალური რყევები, რადგან მათი საერთაშორისო მხარდაჭერა ეტაპობრივად შემცირდება. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია ევროპარლამენტის არჩევნები, არჩევნები აშშ-ში და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში.

კარგად ვიცნობ აკერმანის მეთოდებს, რაც მაძლევს უფლებას, გადაჭრით ვთქვა, რომ არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია მოქმედებს აკერმანის გეგმით, მათ თითოეული ეტაპი გაწერილი აქვთ, მაგრამ ერთადერთი მიზეზი, რაც ვერ გათვალეს და რევოლუციური გეგმის განხორციელებაში ხელის შემშლელ ფაქტორად იქცა, არის ქართველი ხალხი და საზოგადოება, რევოლუციას სჭირდება ხალხი, სჭირდება მუხტი, რომელიც ჩვენ საზოგადოებაში არ არის! სწორედ მშვიდობის სურვილი და რევოლუციური მუხტის არარსებობა არის მთავარი ფაქტორი, რაც რევოლუციისგან გვაზღვევს. მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია ძალოვანი უწყებების მაღალი პროფესიონალიზმი, რაც ქვეყნის მტრებს რევოლუციური სცენარის განხორციელებაში ხელს უშლის, საქართველოში რევოლუცია არ იქნება, ეს ეჭვგარეშეა!

არის ერთნაირი ხელწერა უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებასა და სააკაშვილის ხელისუფლებას შორის? არის თუ არა ეს დასავლეთის პოლიტიკის ნაწილი, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევაზე თვალს ხუჭავს?

- დასავლეთის სტილი, ფაქტობრივად, არ შეცვლილა, რევოლუციების შემდეგ ქვეყნებში ომი იწყება და ეტაპობრივად ნადგურდება ადამიანის უფლებები, ასე იყო საქართველოში, სომხეთში, უკრაინაში და ა.შ. შესაბამისად, ერთია მათი მართვის სტილი, რომელიც ტერორს ექვემდებარება. ალბათ, ყველას გვახსოვს კორუფცია, რომელიც სააკაშვილის მმართველობის დროს ყვაოდა, ომის შემდეგ გამდიდრებული მინისტრები და ა.შ. ახლა გავიხსენოთ რა ხდება უკრაინაში, რამდენიმე თვის უკან ათეულობით თანამდებობის პირი კორუფციის ბრალდებით დაიჭირეს, ისინი ადამიანებისგან სამხედრო სამსახურში არგამოძახების სანაცვლოდ ფულს იღებდნენ.

ევროპაში და ამერიკაში უკვე ხმამაღლა საუბრობენ, რომ მათ მიერ მიწოდებული იარაღის ნაწილი დანიშნულების ადგილზე არ მივიდა, ამერიკაში დღის წესრიგში სპეციალური წარმომადგენლის საჭიროებაც კი დადგა, რომელიც მათ მიერ გადაცემულ ფულად და სამხედრო დახმარებას მეთვალყურეობას გაუწევს. ასევე, გავიხსენოთ პალესტინის მიერ გამოყენებული რაკეტები, რომელიც დასავლური წარმომავლობის იყოს, დიდი ეჭვია რომ უკრაინისთვის გამოყოფილი შეიარაღება პალესტინელების ხელში აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, დიდი ფულის სანაცვლოდ.

ბოლოს დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში პატიმრებს არაადამიანურად ეპყრობიან, რაც სისტემური ხასიათის არის, ეს ინფორმაცია არ გამკვირვებია, რადგან როგორ შეიძლება იქ, სადაც ადეიშვილია ჰუმანურობაზე და ადამიანურ მოპყრობაზე ვისაუბროთ? დიახ უკრაინაში ხდება ის, რაც სააკაშვილის დროს საქართველოში ხდებოდა, ჩვენ მალე ვნახავთ, უკრაინაში ხალხი გაიღვიძებს და დღევანდელ მმართველებს პასუხს მოსთხოვს, მათი ნაწილი უკრიანიდან გაიქცევა ნაწილი კი საპყრობილეში აღმოჩნდება!

ლევკოთეა არასამთავრობოების გრანტებს რაც შეეხება. სულ რომ არაფერს მალავდნენ, და კანონიერი იყოს მათი თანხების მოძრაობა,
ერთი მაგალითითაც შემიძლია ავხსნა, რატომ ერიდებიან გამჭვირვალეობას.
საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში, საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული პროგრამის 200 ათასი დოლარიდან, უშუალოდ ბენეფიციარებზე გაწერილი იყო სულ 5 ათასი.
მთელი დანარჩენი თანხა იყო არასამთავრობოს თანამშრომლების ხელფასები, მივლინებები, საკურორტო ადგილებში თანამშრომლების მუშა შეხვედრები და ტრენინგები, არასამთავრობო ორგანიზაციის ტრანსპორტის ხარჯები და ა.შ.
ჰო, ეგ 5 ათასი დოლარიც გაწერილი იყო ბენეფიციარებისთვის ბუკლეტების ბეჭდვაზე და მათ საინფორმაციო აქტივობებზე.
მოდი და ნუ დამალავ, როცა ამგვარად შედგენილი ბიუჯეტი გაქვს. :))
6 თვის უკან