„საკმაოდ ცხელი შემოდგომა გველოდება, თუმცა უფრო ცხელი იქნებოდა, ეს კანონი ახლა რომ არ შემოეტანათ - სხვა მიზანი ამ კანონის ხელახლა შემოღებას არ ჰქონია“

„საკმაოდ ცხელი შემოდგომა გველოდება, თუმცა უფრო ცხელი იქნებოდა, ეს კანონი ახლა რომ არ შემოეტანათ - სხვა მიზანი ამ კანონის ხელახლა შემოღებას არ ჰქონია“

„თუ დასავლეთიდან ასეთი ინტელექტუალური დახმარება მოვა, რომ არჩევნების შემდეგ იბრძოლონ, ეს იმას ნიშნავს, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს“, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვეტო დაძლეულია და უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მისაღებად მხოლოდ პრეიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმოწერაა საჭირო. რა ხდება ამის შემდეგ? რა მოსალოდნელი სცენარები შეიძლება განვიხილოთ?

- ყველა მოქმედებას აქვს სამი კომპონენტი: სურვილი, შესაძლებლობა ანუ ძალა და ცოდნა. ამ პროცესებმა გამოავლინა სხვა პრობლემა, ეს არის ცოდნის პრობლემა - ოპოზიციურმა პარტიებმა მომიტინგეებს ვერ შესთავაზეს რაიმე აზრიანი მოქმედება და არ იციან, რა უნდა გააკეთონ. ოპოზიციური პარტიები ისეთ რეცეპტებს ეძებენ, რომლებსაც სხვა ქვეყანაში შექმნიან - რევოლუცია უნდა მოხდეს არჩევნების შემდეგ.

როდესაც ხელისუფლებას არჩევნების გაყალბება დაბრალდება, ამას მოჰყვება ლეგიტიმური პროტესტი. თუ ხალხს ხმებს ჰპარავენ, მაშინ მოსახლეობის პროტესტს დასავლეთის სამართლებრივი აზროვნება ემხრობა. ვფიქრობ, გაყალბება გამორიცხულია, რადგან „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება შარიანი გაყალბება - მმართველ პარტიას ისედაც ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს.

თუმცა, არ არის გამორიცხული, ოპოზიციურმა პარტიებმა დადგან სპექტაკლი გაყალბების შესახებ და შემდეგ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადონ. თუ დასავლეთიდან ასეთი ინტელექტუალური დახმარება მოვა, რომ არჩევნების შემდეგ იბრძოლონ, ეს იმას ნიშნავს, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს.

არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ხმის მიცემა იქნება მისი მოყვანა ხელისუფლებაში, რაც 9-წლიანი წარსულის განმეორებაა და მისი შინაარსი ყველამ იცის. მხოლოდ პროტესტი, ემოცია და სურვილი საკმარისი არ არის, ცოდნაც საჭიროა, თუ როგორ გამოიყენონ ის ძალა, რაც აქვთ.

როგორ ფიქრობთ, საპროტესტი აქციების მუხტი შესაძლოა გაძლიერდეს არჩევნებამდე?

- ეს აქციები თუკი ემოციებზე და სურვილზეა დამყარებული, ვიცით, რომ ემოციები დიდხანს ვერ ძლებს და ქრება, მით უმეტეს, ზაფხულის თვეები გველოდება წინ და ქალაქშიც არავინ იქნება. ეს მუხტი თვეების განმავლობაში ვერ გაძლებს, არჩევნების შემდეგ წამოიწყებენ ამ ყველაფერს ხელახლა და გაყალბებასთან ბრძოლის ტალღა დაიწყება.

პრეზიდენტის შემოთავაზებაზე რა აზრის ხართ? მან პროევროპული ორიენტაციის მქონე ოპოზიციურ პარტიებს ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანება სთხოვა...

- მმართველ გუნდსაც ევროპული ორიენტაქცია აქვს - პრეზიდენტი და მისი თანამოაზრეები მას თავს ესხმიან, თითქოს ამ კანონის შემოღების გამოა რუსული ორიენტაციის. თუმცა, ოპოზიციაშიც ბევრი მეგულება, რომლის რუსულ ორიენტაციაზე უფრო მეტ არგუმენტს მოვიტანდი. ევროპულობის თემას მოსახლეობის დაბნევის ფუნქცია აქვს, ვიდრე რეალური საფუძველი.

თუკი ოპოზიციური პარტიები გაერთიანდებიან, უნდა შეადგინონ ერთიანი სია. ყველაზე მეტი ამომრჩეველი „ნაცმოძრაობას“ ჰყავს - აწყობს მას ერთიანი სია?! მათი გაერთიანება მათი განსხვავებულობის გამოც რთულია - ლიდერები რომც გაერთიანდნენ, ამომრჩეველი შეიძლება არ გაერთიანდეს. ასევე, ოპოზიციური პარტიები ცალ-ცალკე თუ გავიდნენ, ისინი ერთამენთს ხმებს წაართმევენ - ამის გამო, გაერთიანება აზრიანი არის, თუმცა ამ გაერთიანებას განსხვავებული აღქმა აქვს.

არსებობს მოსაზრება, რომ ქართულ ოცნებას მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებში, 60%-ის აღება გარანტირებული ჰქონდა ამ კანონის ხელახლა ინიცირებამდე. თუმცა, აღნიშნული საკითხი დღეს უკვე კითხვის ნიშნის ქვეშაა. რამდენად იზიარებთ ამ მოსაზრებას?

- უფრო კომფორტული იყო „ქართული ოცნების“ მდგომარეობა კანონამდე, ვიდრე კანონის შემდეგ. თუმცა, გავიხსენოთ რა თქვა ივანიშვილმა - მზადდებოდა გადატრიალება არჩევნების შემდეგ, ისევე როგორც ეს უკრაინაში მოხდა და იმისთვის, რომ განიარაღება მოეხერხებინათ არჩევნების შემდეგ მოსალოდნელი პროტესტისა, ის პროტესტი ამ კანონზე ახლა უნდა წამოსულიყო - ამაში ფინანსრული რესურსებიც იგულისხმება. ეს გარკვეული რესურსი ამ დღეებში დაიხარჯა, მაგრამ არჩევნების შემდეგაც პროტესტს დაფინანსება ექნება. სწორედ ამ ფინანსური რესურსიც შემცირება იყო ერთ-ერთი მიზანი.

ასე რომ, ჩვენ საკმაოდ ცხელი შემოდგომა გველოდება, თუმცა უფრო ცხელი იქნებოდა, ეს კანონი ახლა რომ არ შემოეტანათ. „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო დუელის გამოწვევა, ხელთათმანი ესროლეს და მან ეს გამოწვევა მიიღო. სხვა მიზანი ამ კანონის ხელახლა შემოღებას არ ჰქონია. უნდა ითქვას, რომ თუ მმართველი ძალა დამარცხდება, ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ მოვა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მერაბ.g მეტი დამკვირვებელი უნდა დაესწროს არჩევნებ და არა მარტო დოირი და აირაი, არამედ აზერები, სომხები, თურქები უნგრელები, სლოვაკები, ავსტრიელები, ჩინელები ... არჩევნები უნდა ჩატარდეს ხელშესახები და მრავლობითი დარღვევების გარეშე ... მუქარები და მივარდნები ვის მხრიდანაც არ უნდა იყოს, სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს ...
კიდევ ბევრი (როგორც დღეს კახეთში ჩახდილის) ახალგაზრდული "ტრეინინგი" უნდა აღირიცხოს, გაირკვეს დამფინანსებლები, ტრეინისგის თემა ...
6 თვის უკან