„არასამთავროები ფინანსდებიან USAID-დან, რომელიც ამერიკული სპეცსამსახურების ლეგალური მოქმედების ინსტრუმენტია“

„არასამთავროები ფინანსდებიან USAID-დან, რომელიც ამერიკული სპეცსამსახურების ლეგალური მოქმედების ინსტრუმენტია“

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და პრეზიდენტი ბაიდენი დიდი შეშფოთებით ადევნებენ თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. როგორც ჰარისი თავის წერილში აღნიშნავს, პარლამენტის მიერ „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს დემოკრატიას და ძირი გამოუთხაროს საქართველოს ურთიერთობას აშშ-სა და ევროპასთან. ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ ამერიკა საქართველოს გვერდით დგას უკეთესი მომავლისკენ სწრაფვაში. მისი თქმით, ქართველ ხალხს მიაჩნია, რომ უცხოური აგენტების კანონპროექტი ამ მომავალს საფრთხეს უქმნის და ამიტომ მკაცრად ეწინააღმდეგებიან მას. შესაბამისად, მოუწოდებს ხელისუფლებას, ძალა არ უნდა იყოს გამოყენებული მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ხელშესაშლელად.

for.ge პოლიტოლოგ სოსო მანჯავიძეს ესაუბრა.

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი სალომე ზურაბიშვილს წერილს უგზავნის და აცხადებს, რომ „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღებამ შეიძლება აშშ-სა და ევროპასთან საქართველოს ურთიერთობას ძირი გამოუთხაროს. ვხედავთ, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობს სიცრუის კამპანია იგივე აშშ-ის მხრიდან, მაგრამ ვიცე-პრეზიდენტის ეს განცხადება, თუ წერილი როგორ შეიძლება განვიხილოთ?

სოსო მანჯავიძე: საქმე ეხება საქართველოს ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტის მიერ ყველა პროცედურის დაცვით მიღებულ კანონს. ამ კანონის მსგავსი კანონი მიღებულია მსოფლიოს 60 ქვეყანაში და ბევრი ახლა იღებს. როდესაც გარე ძალები ქვეყანას უკრძალავენ ლეგიტიმური საკნონმდებლო ორგანოს მიერ კანონის მიღებას, ეს უკვე არის ნათელი დარღვევა ქვეყნის სუვერენიტეტის. მარტივია, კანონის არსს რომ საერთოდ არ შევეხოთ, ყველა სახელმწიფოს აქვს უფლება მიიღოს კანონი თავის სუვერენულ ტერიტორიაზე და მით უმეტეს როდესაც ეს არ ეწინააღმდეგება არანაირად საერთაშორისო სამართლის ნორმებს.

მაშინ, რასთან გვაქვს საქმე, რა არის ამ ზეწოლის მიზეზი?

- ყველასთვის ცნობილია, რომ ა-ო-ები ფინანსდებიან ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისგან - USAID-დან, რომელიც ამერიკული სპეცსამსახურების ლეგალური მოქმედების ინსტრუმენტია. შესაბამისად, გასაგებია, რომ ხელისუფლება მათ შეეხო. ფაქტობრივად, ბოლო 20 წლის მანძილზე ისინი იყვნენ უკანასკნელი ინსტანცია, ანუ მათი შეფასება იყო მთავარი. პარლამენტშიც ეგენი სხედან, ტელევიზიებშიც მათ შეფასებებს აჟღერებენ და მათ შეფასებებს იმეორებენ მათი დამფინანსებლები და მათ უწოდებენ ქართველ ხალხს. ანუ, სხვა ქართველი ხალხი არ არსებობს. ეს არის მათი მართვის ინსტრუმენტი.

ბუნებრივია, როცა საგარეო ძალის მართვის ინსტრუმენტს ეხები და მათი დაფინანსების წყაროებს ასაჯაროვებ და თხოვ დეკლარაციას, ეს იწვევს იმ რეაქციას, რომელსაც ვხედავთ. სხვა თემა არის ის, რომ ეს უხარიათ მათ მონებს და თან სხვებს ეძახიან მონებს. ანუ, ესენი თავგანწირული იბრძვიან მონობის უფლებისთვის!

ანუ, იბრძვიან საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ?

- რა თქმა უნდა. სახელმწიფო არსად არ არის აბსოლუტური სიკეთის განსახიერება. სახელმწიფო, ზოგადად, არის კომპრომისი, ნაკლები ბოროტება. სამყაროში არ არსებობს აბსოლუტურად კეთილი სახელმწიფოები, როგორც ამათ ტვინაში არის ასახული სრულად ილუზორული სურათი, რომ სადღაც არის აბსოლუტურად ბოროტი სახელმწიფოები და სადღაც არის აბოსლუტურად კეთილი სახელმწიფოები. არის ბოროტი და კეთილი იმპერიები და ა.შ. ასეთი ტიპის აზროვნება არის ინფანტილიზმისა და სერვილიზმის, ანუ მონური ფსიქოლოგიის პროდუქტი.

გასაგებია, საქართველოს სახელმწიფოსაც იგივე მახასიათებელი აქვს, როგორც სხვა სახელმწიფოებს. ეს არის გარკვეული სახელმწიფო აპარატის თვითნებობა, ნეპოტიზმი, კორუფცია და ა.შ. ვერ დამისახელებთ სახელმწიფოს სადაც ეს არ არის. თუ არადა გავიხედოთ ჩვენს სამეზობლოში, რუსეთში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, სომხეთში, თურქეთში, ირანში, ჩინეთში და დასავლეთის ქვეყნებშიც და აშშ-იც, რომელიც ლეგალიზებული კორუფციის ქვეყანაა, რომელსაც ლობიზმი დაარქვეს და სხვათა შორის მინდა ვთქვა, რომ მათთან შედარებით საქართველო ძალიან სიმპათიურადაც გამოიყურება.

რაც შეეხება კამალა ჰარისის განცხადებას, მან ღიად დაუჭირა რადიკალურ ძალებს მხარი და მოქმედებისკენ მიუთითებს პრეზიდენტს...

- ჯერ კიდევ სამი წლის წინ ვთქვი, რომ მომავალ რევოლუციურ ლიდერად მოიაზრება ქალბატონი სალომე ბონაპარტი. გასაგები იყო, რომ ასე მოხდებოდა. მათი აგენტია და ბუნებრივია, რომ რაც არ უნდა კომიკური იყოს, მას წარმოსახავენ ქართველი ხალხის ლიდერად. ანუ, ამათთვის ლიდერია მათი აგენტი და საერთოდ, ქართველი ხალხი არის მათი აგენტურა, დანარჩენი არ აინტერესებთ. ყველაზე დიდი ცირკი ის არის, რომ ნებაყოფლობით მონობისთვის ყურმოჭრილი ხალხი, ვინც ამ ყველაფერს მხარს უჭერს, ამ ყველაფერს ნორმალურად მიიჩნევენ, ამ შავ-თეთრი აღქმით ისე აქვთ დაბნელებული ტვინი, რომ მისაღებად მიაჩნიათ, როდესაც გარედან კარნახობენ ვინ უნდა იყოს მათი ლიდერი. თან ისეთი ანეკდოტური ტიპაჟები, როგორიც არის მიხეილ სააკაშვილი, მერე ჰყავდათ ქართველი ხალხის უცვლელ ლიდერად გამოცხადებული დავით ბაქრაძე. 8 წლის განმავლობაში მართლმკვეთელობით გამორჩეული სოციოლოგიური კვლევების ორგანიზაციები NDI და IRI ქართველ ხალხს აზრს „ეკითხებოდნენ“ და „ქართველი ხალხის აზრი იყო“ ის, რომ მათი ლიდერი მუდმივად იყო დავით ბაქრაძე. ერთხელ დავწერე კიდეც, ბედნიერია ის ხალხი, რომელსაც ჰყავს მუდმივი ლიდერი, მორალური კამერტონი - დავით ბაქრაძე. უკაცრავად, ვინმეს ახსოვს დღეს, რომ ეს დავით ბაქრაძე ლიდერი იყო?! - არ ყოფილა და იმიტომ. მოკლედ, „არცა შიოლა ყოფილა“ - როგორც ამბობდა დაუვიწყარი ჩვენი ფუფალა.

ახლა აღმოაჩინეს ახალი გმირი - ნიკა გვარამია. გვახსოვს მისი ქცევები, კოვიდის თავგადაკრული პროპაგანდისტი იყო, თავის პარტნიორ გაბუნიასთან ერთად ცნობილი ფქვილის შეყრა, მისი ქცევა ხაზგასმული მინიშნებით თავის არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციაზე და გაბუნიასთან ტრფიალი. მისი ცეკვები, ჩაცმულობა, აღნაგობა, წარსული ეს ყველაფერი მათ გააანალიზეს და ჩათვალეს, რომ ქართველი ხალხისთვის ის არის ზედგამოჭრილი, ის არის ქართველი ზელენსკი.

ამით რას ამბობენ ქართველი ამომრჩეველის პოლიტიკურ გემოვნებაზე?

- ინდიელებს არ ვერჩი და მიმაჩნია, რომ გაცილებით მაღლა იდგნენ ვიდრე მათი დამყრობლები თავისი კულტურით, მაგრამ ჩვენ ისინი გვთლიან, როგორც ინდიელებს, რომ მათთვის შეიძლებოდა $20-ად წაერთმიათ მიწები. მათ ასე მიაჩნიათ და მორჩა. მათ რაც მიაჩნიათ ის გონიათ ჭეშმარიტება, ეს არის და ეს.

რაც შეეხება კამალა ჰარისის და სალომე ზურაბიშვილს - ეს დუეტი არის ძალიან კომიკური. პირდაპირ ვთქვათ, რომ ორივე არის გონებრივად განუვითარებელი. კამალა ჰარისის ყველა გამოსვლა არის ანეკდოტების თემა ამერიკის განათლებულ საზოგადოებაში. მისი წარსული არაფრით ჩამოუვარდება გვარამიას და მადამ პრეზიდენტის წარსულს. ეს არის აბსოლუტურად სამარცხვინო პერსონაჟი და ამერიკელებისთვის უდიდესი სირცხვილი.

გათლებულ ამერიკელს რომ დაელაპარაკოთ, გეტყვით, რომ ეს არის ჩამოურეცხავი ლაქა მათ ისტორიაში. ნუ, ბაიდენზე არაფერს ვლაპარაკობ, რადგან ის ამქვეყნად არ არის. სხვათა შორის, ქალბატონი კამალა კარგად „ურტყამს“, არაჩვეულებრივი მსმელია და ხშირად ნასვამ მდგომარეობაში გამოდის. ჩვენს პრეზიდენტსაც ძალიან უყვარს ჩარტყმა. ერთად რომ დასხდნენ, კარგად გაუგებენ ერთმანეთს.

რაც შეეხება ქარტიას, რომელიც წარმოგვიდგინა პრეზიდენტმა, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან გაშიშვლდა ამერიკა, როგორ ფიქრობთ, რას ისახავს მიზნად ეს ქარტია?

- ამის მიზეზი არის უკრაინაში მიმდინარე პროცესები. ანუ, დაიწყო ის გეოპოლიტიკური შეჯახება, რომელიც გარადუვალი იყო. კერძოდ, ეს არის ომი უკრაინაში. ამერიკელების მიზანი არის რუსეთის პერიმეტრზე ცეცხლოვანი რკალი, ეს არის ირანის განადგურების გეგმა და ამ სახელმწიფოების დაშლა. როგორც კი უკრაინის ომი დაიწყო, დაიწყო საქართველოს ხელისუფლების იძულება, რომ უფრო აქტიური პოზიცია გამოეჩინა რუსეთთან მიმართებაში. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება ოფიციალურად გააგზავნიდა მოხალისეებს, გასაგებია, რომ ეს ესკალაციას გამოიწვევდა. მათი სტრატეგიის ერთ-ერთი რგოლი ვართ და ამ რგოლის ამოვარდნის შედეგად მთელი სტრატეგია საფრთხის ქვეშ დგება.

ახლა კონფრონტაციას კიდევ უფრო აღრმავებენ თავიანთი აგენტურის მეშვეობით და ამის ადასტურებს ქალბატონი პრეზიდენტი თავისი ამ ინიციატივით, მაგრამ მას რა - ჰყავს პარაშუტი, დაჯდება და წავა საფრანგეთში. ასევე, არის იმ აგენტების ნაწილი, რომლებმაც იციან რას აკეთებენ. ეს ბავშვები, რომლებიც ახლა დარბიან აღმა-დაღმა და კიდევ მათი მშობლები აღმოჩნდებიან ვირთხის წრეში. ჯერ ერთი, იმის გამო რაც მოხდება, აუცილებლად მოეთხოვებათ პასუხი იმ ხალხისგან, ვინც იძახდა, რომ გაჩერდით და ნუ ღუპავთ ამ ქვეყანასო.

მეორე, დავუშვათ, დაიწყო ომები სამხრეთ კავკასიაში, აქ მარტო რუსეთზე არაა საუბარი. თავის კონტროლის ზონას აიღებენ რეგიონალური სახელმწიფოები და გადაინაწილებენ. იქნება საოკუპაციო ზონები, როგორც გერმანია გადაინაწილეს. ესეც ოფციაა. შენ, როცა შენს ტერიტორიას ვერ აკონტროლებ და ამდენი დეგენერატები გყავს, რომლებიც ისე აფეთქებენ ამ ქვეყანას, რომ ვერ საზღვრავენ ამის შედეგად მათ რა მოუვათ, ბუნებრივია, რომ ეს ხალხი, რომელიც ამას აკეთებს, არ არის სახელმწიფოებრიობის ღირსი. რა მოხდა უკრაინაში? - იხტუნავეს, იხტუნავეს და დაემორჩილნენ უცხოური ძალების გეოპოლიტიკურ ინტერესებს. აირჩიეს ეს მასხარა, რომელმაც მოატყუა მოსახლეობა დაამყარა ეს ტერორისტული რეჟიმი. რუსებსაც მეტი რა უნდოდათ? მისცეს ლეგიტიმური მიზეზი, რომ დონბასის დაცვის მიზეზით შესულიყვნენ უკრაინაში.

ამ შემთხვევაში, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, რომ საბოლოოდ არ გავიზიაროთ უკრაინის ბედი?

- ჩვენ უნდა გვეყოს იმის სიმტკიცე და სიხისტე, რომ ეს გადავლახოთ. ისევ მოვიყვან მადამ პრეზიდენტის ფრაზებს - „ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ“ და შემდეგ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება, რომელსაც მხარს უჭერს მოსახლეობის გარკვეული პროცენტი, ყველა პოლიტიკურად უნდა გაანეიტრალონ და როგორ? - ამის ერთადერთი საშუალება არის ტერორი. ანუ, მან რა თქვა? ამ ქარტიას რომ გააკეთებს და ამ აგენტურას ახალი დროშით შეკრებს, მერე ეს გაერთიანება აუცილებლად გაიმარჯვებს. ყველაფერს გააკეთებენ აშშ და მათი ევროპელი მარიონეტები, რომ აქ სიტუაცია არიონ, მოსახლეობაში გამოიწვიონ აგრესია, ამისთვის იყენებენ ინფორმაციულ ტექნოლოგიებს. მაგალითად, ჰყავთ თავიანთი დაქირავებული ტიტუშკები, რომლებიც დადიან მაღაზიებში და იძახიან, რომ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი იქნება მიღებული აღარ გვექნება პენსიები, ხელფასები და ა.შ.

რადიკალურ ძალებთან დაახლოებულმა ე.წ. ანალიტიკურმა ჯგუფმა გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლება აპირებს აღიაროს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა და შემდეგ შეიყვანოს ისინი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები „კონფედერაციაში“...

- ეს არის ინფორმაციული ომის ტექნოლოგია და ეს რასთან არის დაკავშირებული? - იმ შემთხვევაში, თუ საქართველო უარს იტყვის ნატოს წევრობაზე და იტყვის, რომ ნეიტრალური ქვეყნაა, რუსეთის ფერდერაციას უჩნდება ინტერესი, რომ საქართველოსთან დაიწოს მოლაპარაკება აფხაზეთისა და ცხინვალის რეინტეგრაციის შესახებ და უკვე მოლაპარაკების საკითხია როგორი პირობები იქნება. თუ ეს იქნება ფედერაცია და ამას მივაღწიეთ, ეს იქნება ჩვენი გამარჯვება. ეს პერსპექტივა იციან მზვერავებმა და თავიანთ მსტოვრებს უთხრეს, რომ გააკეთონ ამ პროცესის დემონიზაცია.

თურმე, ჩვენ აფხაზებთან და ოსებთან მოლაპარაკება არ გვჭირდება და საქართველოს გაერთიანება, რომლის შედეგად საქართველო გადაიქცევა ლოჯისტიკურ, ფინანსურ და ეკონომიკურ ჰაბად. საქართველოს გაერთიანება და ურთიერთობის დალაგება თურქეთთან, ირანთან, რუსეთის ფედერაციასთან, ჩინეთთან, ევროპასთან და ნორმალური თანაბარუფლებიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება, თურმე ცუდი ყოფილა და ტერიტორიების დანაწევრება ყოფილა კარგი.

ანუ, მიზანი ყოფილა განადგურება და ამას სრული სერიოზულობით ლაპარაკობენ. როცა ასეთ ადამიანებს ეუბნები პერსპექტივაზე, გეუბნებიან, რომ ჩვენ უნდა დაველოდოთ რუსეთის დაშლასო. ანუ, ერთადერთი საშუალება, რომ საქართველომ ძალით დაიბრუნოს ეს ტერიტორიები, (ან ძალით რატომ უნდა გინდოდეს) ჩნდება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი დაიშალა. ანუ, რუსეთის დაშლის გარეშე ამის მიღწევა შეუძლებელია. ვისაც რუსეთის დაშლა რეალური ჰგონია, ის არ მგონია ფსიქიკურად იყოს ჯანმრთელი. რუსეთის დაშლა ნიშნავს პლანეტარულ კატასტროფას და ამაზე არავინ არ საუბრობს მათნაირი ავადმყოფების გარდა დასავლეთში. საქართველოს განვითარებას სწირავენ ამ ილუზიას.

 

 

 

 

მერაბ.g დიდი ეჭვი მაქვს, რომ იუსაიდი, ნედი, იიდი, მაკეინის ფონდი, სოროსი, ცალკეული საელჩოები აფინანსებენ არა მარტო აქაურ მეცოცხეებს და დანარჩენ ცალ ფეხზე მდგომთ, არამედ ფინანსები გადიოდა აზერბაიჯანში, სომხეთში და შესაძლოა ირანშიც და ამის გასაჯაროების წინაშე მდგომნი იბრდღვნიან ყველაფერს! ხომ განაცხადეს აზერებმა ოფიციალურად, რომ მათ მიერ გამოვლენილი საფრანგეთის აგენტები, საქართველოს გავლით ფინანსდებოდნენ; გარდა ამისა, მარნეულ-გარდაბანში აქაური ასოები ჭკუას ურევენ, ცალ ფეხზე აყენებენ ახალგაზრდობას და იქაურ ხელისუფლებასტან საბრძოლველად უშვებენ; ამის გამო ამდენი ხანია აზერებმა ჩვენთან სახმელეთო საზღვარი გაკეტეს და უამრავს ვზარალობთ!
ვინ ააგორა ნამახვანჰესის საწინააღმდეგო კომკანია? ან გომი=ქვეშეთის გვირაბის წინააღმდეგ ხალხს ვინ ამხედრებდა? ასოები!!! ვინ აპირებდა ჯერ არჩევნების გაყალბების და მერე კანდოდატობის არმოცემის (პირველ ჯერზე) საბაბით ხელისუფლების დამხობას?ასოები და მათსავით დაფინანსებული ცოცხტვ-ები!!!
ჰოდა ყოველივე ამ უმსგავსობას ბოლო უნდა მოეღოს!
6 თვის უკან
trampi დიდი ექვი გაქვს კი არა ........................გადიოდა აზერბაიჯანში ირანში და თურქეთშიც კი
აზერბაიჯანთნ საზღვარი იმიტომააა დაკეტილი
თურქეთის სპეც სამსახურები მიტომაც ეხმარება საქართველოს სპეც სამსახურებს ფანდარასტობების გამოსავლენაში
ერთ დროს აქ ირანს კმარას უმზადებდნენ.....არასამთავრობო ქონდათ სპეციალურად შექმნილი და მერე ამერიკა ცოტა რო ,,დაუძმაკაცდა,, ირანს
გააუქმეს აქ ის ,,ასო,,
6 თვის უკან