„რატომ უნდა ენდოს ხალხი იმ პარტიებს, რომლებიც ამ ქარტიის გარშემო ერთიანდებიან? - „ნაცმოძრაობას“ კამპანია ჰქონდა - „ხელშეკრულება ხალხთან“ და მერე რაც გააკეთეს, ყველამ კარგად ვიცით“

„რატომ უნდა ენდოს ხალხი იმ პარტიებს, რომლებიც ამ ქარტიის გარშემო ერთიანდებიან? - „ნაცმოძრაობას“ კამპანია ჰქონდა - „ხელშეკრულება ხალხთან“ და მერე რაც გააკეთეს, ყველამ კარგად ვიცით“

ორბელიანების სასახლიდან პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე შეკრებილებს გააცნო სამოქმედო გეგმა სახელწოდებით „ქართული ქარტია“. შეკრებილებს შორის იყვნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც.

ზურაბიშვილმა თქვა, რომ „ქართულ ქარტიას“ ის ბრიუსელში საქართველოს პარტნიორებსაც წარუდგენს.

„თქვენ ახლა ყველა კონკრეტულ გეგმას ელოდებით და მე მევალება თუ ვთვლი, რომ მევალება და ვაცნობიერებ ასეთ პასუხისმგებლობას, რომ ვუპასუხო ამ დიდ მოლოდინს და ერთად დავსახოთ ეს გზა, რომელიც მიგვიყვანს ჩვენს საკუთარ თავთან, პირველ რიგში, და ევროპაში - ამავდროულად. ეს გზა არის არჩევნების გზა. 26 ოქტომბერს არჩევნებამდე უნდა მივიდეთ მშვიდობიანად და მშვიდობით და სტაბილურობით. უნდა მივიდეთ ისევე მობილიზებულად, როგორც აქამდე და ამავე დროს, გავუფრთხილდეთ და შევინარჩუნოთ ეს მშვიდობა და სტაბილურობა“, - თქვა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „ქართულ ქარტიაზე“ ხელმომწერი პარტიები იღებენ ვალდებულებას, რომ მთავრობის დაკომპლექტების პროცესი ჩატარდება პრეზიდენტთან კოორდინაციით. პრეზიდენტის განცხადებით, მთავრობა არ იქნება დაკომპლექტებული პოლიტიკური პარტიებისგან, არამედ შერჩეული იქნებიან პროფესიონალიზმის მიხედვით. „ეს იქნება მთავრობის სრულიად ახალი მოდელი, ეს არ იქნება პოლიტიკური პარტიებისგან დაკომპლექტებული მთავრობა, არამედ ეს იქნება საზოგადოებაში პროფესიონალიზმით გამორჩეული და შერჩეული მთავრობა. მთავრობის დაკომპლექტების პროცესი ჩატარდება პრეზიდენტთან კოორდინაციით. ეს არის გზა, რომელიც არის მშვიდობიანი, მიზანმიმართული, მშვიდობიანი და უაღრესად ევროპული“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„მე, ენმ-თან ერთად, მივესალმები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დროულ ინიციატივას“, -  წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და პრეზიდენტის „ქართულ ქარტიას“ ეხმაურება.

„მე, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, მივესალმები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დროულ ინიციატივას, ისევე როგორც, ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც დაგვაახლოებს და გაგვაერთიანებს“, - დაწერა მან.

ამ დროისთვის პრეზიდენტის ქარტიას უერთდებიან: პარტია „ახალი“ „ევროპული საქართველო“ „ლელო“ „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „სტრატეგია აღმაშენებელი“.

მმართველი გუნდის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პრეზიდენტმა ამით ლოკალური ომის ქარტია წარადგინა.

„გავრცელებული ინფორმაცია დეტალურად დადასტურდა: მიღებული დავალების შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა არა ქართული, არამედ ლოკალური ომის ქარტია, რომლის მიხედვითაც ხალხმა ხმა ნაცებს უნდა მისცეს იმ დაპირებით, რომ ხალხი ხმას ნაცებს, ომს და ბოროტებას კი არა, ევროპას აძლევს. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ნაცები ნამდვილ დემოკრატიულ და ევროპულ რეფორმებს ზუსტად ერთ წელში მორჩებიან და ამის შემდეგ კვლავ ჩაატარებენ ახალ, ათასჯერ დემოკრატიულ და უაღრესად გამჭვირვალე არჩევნებს. გაწმენდენ უწყებებს ხალხის მტრებისგან, ხოლო დროებით მთავრობას პოლიტიკოსებს არ გააკარებენ. გეგმა კი თავის მხრივ ევროკავშირის წევრობას უზრუნველყოფს. წარმოუდგენელია ეჭვი შეიტანო რომელიმე სიტყვაში“, - წერს მამუკა მდინარაძე.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ როცა „ნაცმოძრაობა“ მოდიოდა ხელისუფლებაში, მათ ჰქონდათ კამპანია - „ხელშკრულება ხალხთან“, თუმცა რაც გააკეთეს და როგორ მოექცნენ ქართველ ხალხს, ვნახეთ. ძაბირაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ამიტომ პრობლემა იმდენად ზურაბიშვილის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი კი არ არის, არამედ ისაა, რომ მის გარშემო გაერთიანებული პარტიები ამის გამკეთებლები რამდენად არიან. ვინ იღებს პასუხისმგებლობას ამაზე, ზურაბიშვილი, რომელიც 2024 წლის არჩევნებისთვის პრეზიდენტი აღარ იქნება?

„არ მაქვს ამ დოკუმენტთან არანირი პორბლემა და გავიგე რასაც გულისხმობს, მაგრამ აქ ძალიან ბევრი კითხვა მიჩნდება. პირველ რიგში, რატომ უნდა ენდოს ხალხი იმ პარტიებს, რომლებიც ამ ქარტიის გარშემო ერთიანდებიან? „ნაციონალური მოძრაობა“ რომ მოდიოდა ხელისუფლებაში, კამპანია ჰქონდათ „ხელშეკრულება ხალხთან“ და მერე რაც გააკეთეს ყველამ კარგად ვიცით. ასევე, თუ ის რეფორმები 6 თვეში უნდა განახორციელონ, რაც პრეზიდენტს აქვს ჩამოთვლილი და სამართლებრივი სისტემა უნდა გადაალაგონ, მაშინ არ მესმის, რატომ უნდა ჩატარდეს თავიდან არჩევნები? ასევე, მთავრობის დაკომპლექტების წესიც გაურკვეველია. ხომ საინტერესოა, ვინ უნდა წარადგინოს ეს მთავრობა? ვინ იქნება ამაზე უფლებამოსილი? რას ნიშნავს პროფესიონალიზმი? ბევრი რაღაცა გაურკვეველია და მარტო სადღეგრძელოსავით საუბარი ხომ არ გამოდის.

2024 წლის შემდეგ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილება წყდება. ეს დოკუმენტი, თავისთავად, იმას ნიშნავს, რომ თუ ამ დოკუმენტს უერთდები, გამოდის, რომ ზურაბიშვილი უნდა დარჩეს ისევ ქვეყნის პრეზიდენტად? აქაც ცოტა გაურკვევლობაა, ვინ ტოვებს პრეზიდენტად, ოპოზიცია მორიგდა, რომ მას ისევ აირჩევენ ხმოსნებით? თუ ხმოსნებით ვირჩევთ, მაშინ ახალი პარლამენტი უნდა იყოს, ხომ ასეა. მოკლედ ძალიან დიდი გაუგებრობებია ამ ქარტიაში. არის კითხვები, რომლებსაც უფრო ნათელი პასუხი უნდა გაეცეს“, - ამბობს ძაბირაძე.

მისივე თქმით, ყველაზე გაუგებარი კი ისაა, კონკრეტულად ვინ უნდა იყოს ე.წ. ტექნიკურ მთავრობაში. საუბარი იმაზე, რომ ამ მთავრობაში პრროფესიონალი წევრები უნდა იყვნენ, სრულიად გაუგებარია.

„ითქვა, რომ ასეთი მთავრობის წევრი პროფესიონალი უნდა ოყოს - კი მაგრამ, პროფესიონალიზმი რითი უნდა განვსაზღვროთ? მაგალითად, ჩვენს პრემიერს ირაკლი კობახიძეს გერმანიაში აქვს განათლება მიღებული, ერთ-ერთი საუკეთესო კონსტიტუციონალისტია, ოხანაშვილსაც გერმანიაში უსწავლია... წინა ხელისუფლება კიდევ მთლიანად „ენჯეო“ სექტორიდან იყო და ლამის ყველას დასავლეთში ჰქონდა განათლება მიღებული. მერე რატომღა გაჩნდა ამ ხალხის მიმართ პორბლემები? ანუ აქაც გაუგებრობებია და ხალხისთვის ეს არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ნდობა გაჩნდეს. ხელისუფლება ისევ ეცდება, რომ ეს როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თამაში ისე გაასაღოს. მარტო განათლება არ არის საკმარისი - ბევრი სხვა ფაქტორიც გასათვალისწინებელია“, - ამბობს ძაბირაძე.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილს ერთი კომპლექსი ძალიან აწუხებს და ეს სახელმწიფო მოღვაწის სტატუსია. აბაშიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ მას არა აქვს ეს სტატუსი და ვერც ექნება, რადგან ის კონსტიტუციის დამრღვევი დე ფაქტო პრეზიდენტია. ამიტომ გამოდის რაღაცა ინიციატივებით, რომ ქვეყნის შიგნით და მის გარეთ საკუთარი პოლიტიკური მნიშვნელობა გაზარდოს.

„ეს დისკუსიები, რაღაცა ქარტიები და პლატფორმები არაფრის მომტანია, რადგან შევხედოთ სალომე ზურაბიშვილის რეიტინგს და იმას რა მხარდაჭერა აქვს მას ქართველ ხალხში. სანამ ზურაბიშვილს „ოცნება“ 2018 წელს გვერდით არ დაუდგა, აბსოლუტურად პირწმინდად აგებდა. მის მერე უკვე სალომე ზურაბიშვილი თავის ქცევებში არაადეკვატურია. ზურაბიშვილი მორიგ ჯერზე რაღაცებს მოიგონებს, გასაკვირი არ იქნება. მას გარედან ჩვენი პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერა აქვს, ასევე რადიკალურ ოპოზიციას, რომლებიც ამიტომ არიან ასე დიდ გულზე. გვინახავს ეს ერთობები მანამდეც, თუმცა როგორც კი მოახლოვდება 26 ოქტომბერი და დღის წესრიგში ოპოზიციური საარჩევნო სიის შედგენა დადგება, პირველი განხეთქილება მაშინ დაიწყება. ამდენი ამბიციური პოლიტიკოსი ვერ გადაინაწილებს  ადგილებს. რიგითობაზე მოუვათ ისეთი დაპირისპირება, ერთმანეთის წინააღმდეგ თავად დაიწყებენ კომპრომატებით ომს. ეს მყიფე ერთობა ისევე დაინგრევა, როგორც აქამდე დაინგრა“,-ამბობს აბაშიძე.

მერაბ.g წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო (ან პირს რაღაცას ავლებდაო) ესენი ყველა ნაცი და მეცოცხეა - ხაბე-მელა-ჭჭ-გვარამია-ხაზარაძე-ჩახდილი, ხოშტარია-ბოკერია-უგულავა-კესერა და რა თქმა უნდა ყველა სიავის სათავე სააკაშვილი ამა თუ იმ ფორმით ყველა ჩართული იყო ადამიანების წამებაში, ქუჩ აში დახვრეტებში, ბიზნესისა და ბიუჯეტის ძარცვაში, მიტინგებისა და ტვ-ების დარბევებში, ომის პროვოცირებასა და მერე ლაჩრულად წაგებასა და ფორთხვაში ... სიმულიანტები, მატყუარები, ომის დაწყების საქართველოსთვის დამაბრალებელ რეზოლუციაზე ხელმომწერები...და კიდევ ქვეყნის გამზარცვავი და ქვეყნიდან გაქცეული ჟორდანიას მთავრობისა და ფაშისტებთან მოთანამშრომლე კოლაბორაციონისტთა შთამომავალი ზურაბიშვილი ქვეყნის სიყვარულს გვასწავლის! ამასთან, ან უვიცი და შტერია, ან პროვოკატორი - როგორ უნდა ჩაატაროს რეფერენდუმი თუნდაც უკვე გარკვეულ საკითხზე, კონსტიტუციის გვერდის ავლით?
ნებისმიერი რჯულის ნაცების გვერდით დგომა ქვეყნის ღალატია!
6 თვის უკან
Gami ვავა ძაბირაძე - ამ პარტიებს/ ხარტიაზე თითის ანაბეჭდის დამსმელებს/ ხალხი არ უნდა ენდოსო, მაგრამ "ოცნება" მაინც უნდა შევცვალოთო! ვისით? აჰ, უკაცრავად, სახელოდან გააძრობს ძაბირაძე ტუზს - მეეესამე ძალას!!! კაცი ალაოდ არის, ცოდვაა.
6 თვის უკან