„რუსებს სჭირდებათ აქ არეულობა, რომ გაწყდეს ჩინეთიდან ვროპისკენ სატრანზიტო არხი და არ გამოვრიცხავ, დასავლეთი ცდილობდეს რუსეთს ასიამოვნოს - ეს წარმოუდგენელი თავდასხმაც „ოცნებაზე“ სწორედ ამ მიზეზით შეიძლება აიხსნას“

„რუსებს სჭირდებათ აქ არეულობა, რომ გაწყდეს ჩინეთიდან ვროპისკენ სატრანზიტო არხი და არ გამოვრიცხავ, დასავლეთი ცდილობდეს რუსეთს ასიამოვნოს - ეს წარმოუდგენელი თავდასხმაც „ოცნებაზე“ სწორედ ამ მიზეზით შეიძლება აიხსნას“

რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბოლოოდ ბრიუსელი საქართველოსთან დაკავშირებით, თვის ბოლოს გახდება ცნობილი. 27 მაისს, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე, საქართველოს საკითხიც განიხილეს. როგორც მედიაში გამოჟონილი ინფორმაციით ხდება ცნობილი, ისაუბრეს „გამჭვირვალობის კანონის“ საპასუხო ზომებზეც. საბჭოს შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ ეს კანონი საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ მიცემულ სამ დათქმას არღვევს და კოპენჰაგენის კრიტერიუმებს არ შეესაბამება.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი საქართველოს მთავრობის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ უნდა დაიწყოს ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები და ასევე შედგეს მთავრობათაშორისი კონფერენცია, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანის ფორმალურ პროცედურას.

გამოცემა ასევე წერს, რომ სხდომაზე საქართველოს შესახებ დისკუსია ხანმოკლე იყო, დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა და მასში ესტონეთის, ლიეტუვას, ლატვიის, დანიის, შვედეთის უნგრეთის, ბულგარეთის, ნიდერლანდისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობდნენ.

„ვისაუბრეთ საქართველოზე... თუ კანონს (საბოლოოდ) მიიღებენ, გადაწყვეტილება იქნება ივნისში... ჯერჯერობით არანაირი გადაწყვეტილება არ გვაქვს“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა, ბრიუსელში სხდომის დასრულების შემდეგ.

„ვისაუბრეთ საქართველოზე. გვქონდა დისკუსიები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის თაობაზე. ზოგიერთი წევრი სახელმწიფო მიიჩნევს, რომ ეს არც ისე მნიშვნელოვანი და მძიმე საკითხია, მაგრამ სხვები მიიჩნევენ, და სამართლიანადაც, რომ ეს კანონი ევროპული ნორმებისა და ფასეულობების წინააღმდეგ არის მიმართული. ნახსენები იქნა ვენეციის კომისიის დასკვნა და ამ დასკვნის საფუძველზე, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ არ მიიღოს ეს კანონი. ჩვენ დავიწყეთ ევროკავშირის მხრიდან ყველაზე სწორი და გამართლებული ზომების განხილვა, თუ კანონი მიღებულ იქნა, გადაწყვეტილებას მივიღებთ ივნისში დაგეგმილ საგარეო საქმეთა კომიტეტზე. ასევე განვიხილეთ მოახლოებული არჩევნები, სადაც ქართველები ხმას მისცემენ თავიანთი ქვეყნის კურსს, ხოლო მთავრობის ქმედებებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს იმ სარგებელზე, რომელსაც ქვეყანა იღებს ევროინტეგრაციის გზაზე. თუმცა, ჯერჯერობით არანაირი გადაწყვეტილება არ მიღებულა“, - განაცხადა ბორელმა.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა კი ამბობს, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ ნაჩუქარი არაა და საქართველოს მთავრობამ შეთანხმებული 9 პუნქტი უნდა შეასრულოს.

ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ფიქრობს, რომ თუ „გამჭვირვალობის კანონი“ მიიღება საქართველოს მთავრობის მიერ, საქართველო ევროპულ გზას ვეღარ გააგრძელებს.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოში განვითარებული მოვლენები შემაშფოთებელი და მიუღებელია.

 „ქართული ოცნება“ კი ორმაგ სტანდარტსა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობაზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ პარტნიორების მხრიდან ქართულ მხარეს არგუმენტები არ მოუსმენია. საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებს, რომ მათთვის გაუგებარია, რატომ აქვთ სხვა ქვეყნებს საკუთარი ინტერესების დაცვის უფლება, საქართველოს კი არა.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ დასავლეეთიდან წამოსული მსგავსი წნეხი „ქართულ ოცნებაზე“ „გამჭვირვალობის კანონის“ გამო ბევრ კითხვებს აჩენს. პირველ რიგში კი მოსახლეობაში ჩნდება ასეთი შეკითხვა - მხოლოდ ამ კანონის გამო დაიწყო ეს ქარბუქი ჩვენი პარტნიორების მხრიდან, თუ მანამდეც არსებობდა ისეთი წყენა, რამაც აქმადე მიგვიყვანა?

„ძალიან თვალში საცემია და უკვე ჩვენი ქვეეყნის მოსახლეობაშიც ჩნდება ასეთი კითხვები, რატომ არის დასავლეთში ასეთი აჟიოტაჟი ამ კანონის მიმართ ატეხილი, როცა უფორ მკაცრი მსგავსი კანონი აქვს, როგორც ევროპას, ასევე ამერიკას? რატომ გვიკრძალავენ ჩვენ და არის თუ არა რეალურად პრობლემა მხოლოდ კანონში? ხელისუფლება და „ხალხის ძალა“ პირდაპირ ამბობს, რომ ამის წინაპირობა და დაპირისპირების პირველწყარო საქართველოში მეორე ფორნტის გახსნის მოთხოვნაზე უარია.

ოპოზიცია ამას სერიოზულად არ აღიქვამს ვითომ, მაგრამ ჩვენ გვახსოვს მათ მიერ გაკეთებული განცხადებები ამაზე და ასევე როგორ სურდათ მებრძოლების წასაყვანად თვითმფირნავის დაშვების უფლება მიეცა საქართველოს ხელისუფლებას. ეს კი ქვეყანას უკვე ამ კონფლიქტში მხარედ წარმოაჩენდა. ამ დღეებში გავრცელდა უკრაინელი პოლიტოლოგის სუსკინის ანალიზი, სადაც ის ამბობს, რომ ომში საქართველოს ჩართვა უნდოდათ. ოღონდ ის ამას თავის მხრიდან აანალიზებს და მიაჩნია, რომ საქართველომ გაითვალისწინა უკრაინის გამოცდილება, დაინახა რა, დასვლეთმა უკრაინას უღალატა, ამიტომ მათ იმედზე ეს ნაბიჯები არ გადადგა. საერთოდ, ის ამბობს - ხომ არ სჯობს უკრაინამ საქართველოს მიბაძოს და დაფიქრდეს ამ ყველაფერზეო“, - ამბობს საყვარელიძე.

მისივე თქმით, საქართველო ომში რომ ჩართულიყო, ვითომ არაფერი, მაგრამ რუსეთს აქ გარკვეული ჯარის ნაწილის გაჩერება მოუწევდა. თუმცა არის მეორე ვერსიაც, რომელსაც ანალიტიკოსი ემხრობა.

„რუსებს სჭირდებათ აქ არეულობა, გაწყდეს ჩინეთიდან ვროპისკენ სატრანზიტო არხი და მაშინ სატრანზიტო ხაზმა ისევ რუსეთში გადაინაცვლოს. სანქციების მოხსნის საკითხი ამ მოტივით დღის წესრიგში დააყენონ. არ გამოვრიცხავ, დასავლეთი ცდილობდეს რუსეთს ასიამოვნოს, ეს წარმოუდგენელი თავდასხმაც „ოცნებაზე“ სწორედ ამ მიზეზით შეიძლება აიხსნას. უკრაინის ომში ვხედავთ დასავლეთი რუსეთს მაინც ანგარიშს უწევს. ბოლომდე არ აძლევენ თავდაცვით საშულებებს, რომ ამხელა მსხვერპლი აღარ იყოს. ამიტომ ჩნდება კითხვა - ჩვენს შემთხვევაშიც საქართველოს ხელისუფლებაზე ასეთი მასშტაბური თავდასხმა ხომ არ არის რუსეთისთვის აქაც ანგარიშის გაწევის მცდელობა და კონკრეტული თამაშის ნაწილი?“, - ამბობს საყვარელიძე.

რაც შეეხება „ოცნების“ მიერ ვეტოს დაძლევის შემდეგ,  ევროკავშირის გადაწყვეტილებას, საყვარელიძე ამბობს, რომ თუკი ევროკავშირი საქართველოს წინააღმდეგ ამის გამო ქმედით ნაბიჯებზე გადავა, ეს საქართველოს მოსახლეობაში უკურეაქციას გამოიწვევს და ანტიდასავლური განწყობები გაიზრდება.

„ბოლო ხანს რუსეთის ინტერესების გათვალისწინება, დასავლეთის სტილში, შეიმჩნევა. ქვეყნის შიგნით კი დასაველთის მიმართ დამოკიდებულება იცვლება. შიდა საქმეში ასეთი ქირურგიული ჩარევა, ჩვენი მოსახლეობისთვის ძალიან მიუღებელია. ვნახეთ 17 მაისს გარეთ გამოსული ხალხი. ფაქტობრივად, საპორტესტო აქციებით შეჯიბრი მიდის. თუკი ამ აქციების ზომას შევაფასებთ, საქარათველოში შესაძლოა მათ ხალხში ფსიქოლოგიური დასაყრდენი დაკარგონ. ბორელმა 2 წლის წინ თქვა, საქართველოში ევროპულ გრძნობებს უნდა გავუფრთხილდეთო. თუ არ გაუფრთხილდებიან ამ გრძნობებს, საქართველო შეჩვეულია, ვისთანაც დასჭირდება, იმასთან ერთად იცხოვროს, ითანამშრომლოს, ოღონდ ამავე დროს ფეხებზე ეკიდოს. 70 წელი საბჭოთა კავშირში ვიცხოვრეთ და ბოლო პერიოდი პარტიული ბილეთები კი ჰქონდათ, მაგრამ საერთოდ არ ანაღვლებდათ მისი ბედიღბალი და პირველებმა დახიეს ეს ბილეთები. ესეთი დამოკიდებულება სამწუხარო იქნება, თუ დასავლეთზეც მსგავსი რა მოხდება“, - ამბობს საყვარელიძე.

amo "რუსებს სჭირდებათ აქ არეულობა, რომ გაწყდეს ჩინეთიდან ევროპისკენ სატრანზიტო არხი". ა მ კაცს ჩვენ დებილები ვგონივართ. ის სიშლეგე, რასაც დასავლელი პოლიტიკოსები ჩვენს მიმართ ამ კვირეების განმავლობაში თბილისში და ევროპის რეზიდენციებში ჩადიოდენ ყველა რუსეთის მოწყობილია? მაშინ არ ყოფილა საშველი და ჩავბარდეთ რუსეთს.
6 თვის უკან
ლაზი ეს არეულობა რუსეთსაც აწყობს და დასავლეთსაც.
პირველი გულში იცინის, ხომ მოგანატრათ დასავლეთმა ჩვენი თავიო და ჟირინოვსკის წინასწარმეტყველების ახდენას ელოდება.
მეორე ვერ ეგუება, თავისი გავლენის არეალში, თავის ჭკუაზე მოქმედი სუბიექტის არსებობას. თქვა კიდევაც ლანდსბერგისმა, ჩვენთან შემოსვლა ვისაც უნდა სუვერენიტეტი უნდა დათმოსო.
ქართველი კითხვას უსვამს საკუთარ თავს, აბა საბჭოთა კავშირი რატომ დავანგრიეთო.
იქ სუვერენიტეტი არ გვქონდა თორემ მთელ კავშირში უპატივცემულესი რესპუბლიკა ვიყავით, მრეწველობით, სოფლის მეურნეობით და განვითარებული განათლება-მეცნიერებით, ღირსეული შრომით ვცხოვრობდითო.
ახლა მთელი მსოფლიოს მოსამსახურედ ვიქეცით. მრეწველობა და სოფლის მეურნეობა გაჩანაგებულია, განათლების სისტემა და მეცნიერება გაპარტახებულია, ენა ისეა დანაგვიანებული ბარბარიზმებით, ინგლისური თუ არ იცი, ტელევიზორში საუბარს ვერ გაიგებ და ეს სუვერენიტეტიც თუ უნდა დავთმოთ, მაშინ რაღა დაგვრჩენია და სად მივძვრებითო.
მოკლედ, ყოფნა არ ყოფნის საკითხი დგას.
არსებობა, მაგრამ არავინ.
6 თვის უკან