„ქართული ქარტია“ - შეტოპა თუ არა პრეზიდენტმა „ნაცსექტაში“?!

„ქართული ქარტია“ - შეტოპა თუ არა პრეზიდენტმა „ნაცსექტაში“?!

პრეზიდენტი ოპოზიციას ორბელიანების სასახლიდან სამოქმედო გეგმას სთავაზობს, სახელწოდებით, „ქართული ქარტია“. მისი ეს ნაბიჯი, სხვა ნაბიჯთა მსგავსად, ეჭვს ბადებს იმის შესახებ, თავად ხომ არ ემზადება ზურაბიშვილი ოპოზიციის ლიდერობისთვის?!

ახლა უკვე ოპოზიციის ჯერია, დაუფასებს თუ არა პრეზიდენტს მათი გაერთიანების მცდელობას. პრეზიდენტის მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებული „ქართული ქარტია“ ხელისუფლების თვალში „ომის პარტიების“ მიერ შემუშავებულ „ომის ქარტიად“ აღიქმება.

„იმნაირების“ გაერთიანება იქნება - მწვალებლების, რეკეტიორების, კრიმინალების, უსამშობლოების. მადლობა მადამ პრეზიდენტს, რომ ყველა ერთად გააერთიანა“, - აცხადებს მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ზარქუა.

„ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი მიხეილ ყაველაშვილი კი ფიქრობს, როგორც კი ევროკავშირი და აშშ შეწყვეტენ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას, ზურაბიშვილის მიერ შექმნილი „ქართული ქარტიაც“ მაშინვე დაიშლება.

ანალიტიკოს გია აბაშიძის აზრით, პრეზიდენტმა აღნიშნული ქარტიის შექმნით რევოლუციური პროცესები დააანონსა, თუმცა ნაცლუზერების ამ ახალ გაერთიანებას თავისუფლად შეიძლება ეწოდოს „პოლიტიკური ქატო“.

უკვე ცნობილია, რომ „ქართულ ქარტიას“ ორივე ხელით უერთდებიან „ნაცმოძრაობა“, „ახალი“, „ლელო“, „დროა“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, პარტია „მოქალაქეები“.

რა კონტურები მოხაზა პრეზიდენტმა „ქართული ქარტიით“?

პრეზიდენტი ათზე მეტ სფეროში მოითხოვს რეფორმების გატარებას. ქარტიაზე ხელმომწერი პარტიები კი ვალდებულებას იღებენ, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, შეასრულონ „ქართული ქარტიის“ მითითებები. კერძოდ, უნდა გაუქმდეს აგენტებისა და ოფშორების შესახებ კანონები, რეფორმები განხორციელდეს სასამართლოს, სუსის, შსს-ს მიმართულებით.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქარტია ხელს შეუწყობს ევროპულ ინტეგრაციას, ქვეყანაში დემოკრატიის, სამართლიანიბის დამკვიდრებას. ეს უნდა იყოს „სხვანაირი ერთობის“, „სხვანაირი პარლამენტის“, „სხვანაირი მთავრობის“ შექმნის საწინდარი.

როცა „სხვანაირ მთავრობაზეა“ საუბარი, პრეზიდენტი გულისხმობს, რომ ეს არ იქნება პოლიტიკური პარტიებისგან დაკომპლექტებული მთავრობა, არამედ ეს იქნება საზოგადოებაში პროფესიონალიზმით გამორჩეული მთავრობა, რომლის დაკომპლექტებაც მოხდება პრეზიდენტთან კოორდინაციით.

პოლიტოლოგი, პროფესორი თამარ კიკნაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ „ქართული ქარტიის“ შექმნა ოპოზიციის პრობლემათა გამოძახილია, რადგან ვერავითარმა მათმა ქმედებამ შედეგი ვერ გამოიღო, საზოგადოებისთვის მიუღებელია მათი ქმედებები და აშკარად ლუსტრირებულია, რომ ისინი საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად სულაც არ არიან მოტივირებულნი. ახლაც ტექნოლოგიურად სრულიად სხვა გზით წასვლა სურთ, მაგრამ იმდენად ნათელი გახდა, რა უნდათ მათ, რომ ჩვენი ხალხი ამას არ მიიღებს. დაახლოებით ეს იგივეა, რაც არის კრილოვის იგავ-არაკი მუსიკოსების შესახებ, სადაც არ უნდა გადაბარგდნენ და გადმობარგდნენ, მუსიკოსებად არ გამოდგებიან. „А вы, друзья, как ни садитесь, все в музыканты не годитесь“.

რაც შეეხება იმ საკითხს, ცნობენ თუ არა ოპოზიციონრები საკუთარ ლიდერად ზურაბიშვილს, რომელმაც მათ ქარტიაც კი შეუდგინა, ამის შესახებ თამარ კიკნაძე აცხადებს, რომ, სინამდვილეში, რადიკალური ჯგუფები დირექტივებს ძირითადად იღებენ ქვეყნის გარედან.

„იმ ფონზე, რა ქმედებებიც განახორციელა პრეზიდენტმა, იგივე ვეტო, იგივე დემარში „გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგ, მოწონებას იმსახურებს გარეშე ძალების თვალში. შესაბამისად, პრეზიდენტი მოიაზრება ოპოზიციის გამაერთიანებლად, მაგრამ პრობლემაა ის, რომ ეს ოპოზიცია არ არის ეროვნული ძალა. როგორ შეიძლება ნამდვილმა ოპოზიციამ წინააღმდეგობა გაუწიოს „გამჭვირვალობის შესახებ კანონს“, რომელიც პირდაპირ გადაბმულია ქვეყნის უსაფრთხოებასთან?! ზუსტად იმ ძალების ინტერესშია გამჭვირვალობის კანონთან ბრძოლა, რომლებიც ქვეყნის გარედან მოქმედებენ. შესაბამისად, არა მგონია, მათ შეძლონ პოლიტიკური წარმატების მიღწევა, ყოველ შემთხვევაში, იმ იმედებს, რაც მათ გაცხადებული აქვთ, რომ არჩევნებს მოიგებენ და დროებით პარლამენტს და მთავრობას შექმნიან, არ უწერია აღსრულება“, - აღნიშნა თამარ კიკნაძემ.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ჩვენთან საუბრისას მიიჩნევს, რომ ოპოზიცია რადიკალური სულაც არ არის და კარგია, რომ პრეზიდენტის მხრიდან გამოჩნდა წინასაარჩევნო პლატფორმა, სადაც შეიძლება ვილაპარაკოთ დასავლურ ღირებულებებზე.

„როცა ოპოზიცია ამბობს, არ გვინდა რუსული ხელისუფლებაო, ეს გასაგებია, მაგრამ რატომ უნდა მისცეს ხმა ამ ოპოზიციას ამომრჩეველმა, ოპოზიცია რით სჯობს ხელისუფლებას, ამაზე პასუხი აქამდე არ ჩანდა. „ქართული ქარტიის“ სახით კი პირველად გამოჩნდა წინასაარჩევნო გეგმა, რომ სწორედ ამ ფორმით შეიძლება წარდგეს ოპოზიცია საზოგადოების წინაშე. მომწონს ის, რომ ეს პლატფორმა დროებითია და, თუკი გაიმარჯვებენ, ისინი სასამართლო რეფორმის, ასევე, უსაფრთხოების სამსახურების რეფორმის გატარებას გეგმავენ. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ როგორც „გამჭვირვალობის შესახებ კანონი“, ისე „ოფშორების კანონი“ გასაუქმებელია“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

ამასთან, პოლიტოლოგი არ იზიარებს ხელისუფლების მოსაზრებას, თითქოს ზურაბიშვილმა შეტოპა „ნაცსექტის“ ოჯახში, სადაც ბელადის ადგილის დაკავება თავად სურს. მისი აზრით, ეს დემაგოგიაა და ხელისუფლებას ოპოზიციის დისკრედიტაცია სურს.

„რას ნიშნავს პრეზიდენტის მხრიდან „ნაცსექტაში“ შეტოპვა? ის, რომ დასავლეთი ითხოვს რეფორმებს, ეს ნაცსექტაა? თუ რამეში შეტოპეს, ეს შეტოპეს ევროპულ ღირსებასა და თანასწორობაში. ნაცები“ აქ არაფერ შუაში არ არიან“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

Gami ზაქარეიშვილს სად აქვს შეტოპილი და რაში ტივტივებს ყველა ხედავს. სალომე ბაბოც იქაა, სხვებთან ერთად!
6 თვის უკან
მერაბ.g ზუ8რაბიშვილის მამა ქარხანაში მუსაობდა, რომელიც ავტო მანქანებს უშვებდა ჰიტლერის უფიცრებისთვის; ბიძა დედის მხრიდან - კეიდია აბვერის (ფაშისტების დაზვერვა) მაღალჩინოსანი ოფიცერი იყო; კიდევ ორი ახლო ნათესავი იყო აქტიური კოლაბორაციონისტი! უფრო ადრე, ზურაბიშვილის არაერთი ნათესავი იყო ჟორდანიას მტავრობაში, რომელმაც ხალხი შემოსეულ რუსს შეატოვა, მოხიკა ხაზინა, ეროვნული საგანძური და საფრანგეთში მოუსვა (დამოუკიდებლობა გამოაცხადეს ოსმალეთის ულტიმატუმის ზეგავლენით) ეროვნული საგანძურის მესამედზე ნაკლები დავიბრუნეთ ექვთიმეს ძალისხმევით, დანარჩენი "გმირებმა" შეჭამეს! აი ამათი შთამომავალი ევროპელი და საქართველოს თავგადაკლული პატრიოტი იქნება აბა რა!
6 თვის უკან