ასო-ები მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს წლების განმავლობაში ბლოკავდნენ

ასო-ები მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს წლების განმავლობაში ბლოკავდნენ

არასამთავრობო ორგანიზაციები წლების განმავლობაში ბლოკავდნენ ეკონომიკურ პროექტებს, რომელიც ქვეყანას წინსვლაში უნდა დახმარებოდა. ეს კეთდებოდა იმისათვის, რომ მოსახლეობაში მზარდი პროტესტი და უკმაყოფილება გამოეწვიათ. ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ მიზანმიმართული აქციების შესახებ ბევრს სმენია, მაგრამ თანდათან სახელდება ისეთი მასტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების სამიზნე იყო.

მთავრობის მეთაურმა პირდაპირ განაცხადა, რომ ერთ-ერთი მასშტაბური პროექტის დაბლოკვას არასამთავრობო ორგანიზაცია (ასო) ცდილობდა. საუბარია ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე. საქართველო პრემიერ-მინისტრს არ დაუსახელებია არასამთავრობო ორგანიზაცია (ასო), თუმცა დაუფარავად აღნიშნა, რომ 9-კილომეტრიანი გვირაბის გაჭრის დაბლოკვას ჰქონდა ადგილი.

მთავრობის მეთაურმა ისიც განაცხადა, რომ საზოგადოებისთვის როდესაც ცნობილი გახდება, ვინ ბლოკავდა ეკონომიკურ პროექტს, დონორსაც გაუჭირდება ასეთი აქტივობის დაფინანსება და თვითონ ორგანიზაციაც უფრო მეტად გაუფრთხილდება დონორის ინტერესს.

„მე დარწმუნებული ვარ გამჭვირვალობის საფუძველზე გაირკვევა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია როგორ ცდილობდა დაებლოკა 9-კილომეტრიანი გვირაბის გაჭრა, ვგულისხმობ ქვეშეთი-კობის მონაკვეთს. ამის უკან იდგა კონკრეტული დონორი ორგანიზაცია და საზოგადოებისთვის ეს ხომ გახდება ცნობილი, ვინ ცდილობდა, ვისი დაფინანსებით, რომ დაებლოკა ეკონომიკური პროექტი?!

ეკოლოგიასთან არავითარი შეხება არ ჰქონდა ამ პროექტს, კილომეტრ-ნახევრის სიღრმეში იჭრებოდა ეს გვირაბი და აშკარაა, რომ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ინტერესი იყო და ეს ყველაფერი გაირკვევა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი ტიპის განცხადება პრემიერმა რამდენიმე ხნის წინაც გააკეთა. მას არც მაშინ დაუსახელებია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტები და არც ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა აქტიურობითაც ქვეყანაში მნიშვნელოვანი პროექტები ჩავარდა, თუმცა მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ამ ყველაფრის გამო უკვე იზარალა ენერგეტიკულმა სექტორმა.

რის თქმასაც მთავრობის მეთაური მოერიდა, პირდაპირ დაასახელა ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ. მან ჩამოთვალა პროექტები, რომელიც მწვავე პროტესტის გამო გაჩერებულია.

„შემიძლია ნამოხვანჰესის და ხუდონჰესის პროექტების გახსენება, ასევე პანკისის ამბების დასახელება, როდესაც გიორგი გახარია იყო შინაგან საქმეთა მინისტრი. გვახსოვს რა ხდებოდა მაშინ ხეობაში. იქ ძალიან პატარა სადგურის, 4-5-მეგავატიან ჩამონადენზე მომუშავე ჰესის მშენებლობაზე იყო საუბარი, მაგრამ არ განხორციელებულა აღნიშნული პროექტი. ნამოხვანის ამბავიც ყველას გვახსოვს და ხუდონჰესი 1999 წლიდან ქრონიკულად იწყება და ჩერდება.

კონკრეტულად ნამოხვანჰესის ამბავს რომ შევეხოთ, იქ იმდენად იყო ტყუილ-მართალი ერთმანეთში არეული, სიმართლის დადგენა ორი სიტყვით ვერ მოხდება. პროექტი ენერგეტიკულად იყო სრულყოფილი, მაგრამ არ ვიცი მისი იურიდიული მხარე როგორ გამოიყურებოდა. ის, რომ პროექტი ტექნიკურად გამართული იყო, მისი მუშაობის შედეგად არც დაინგრეოდა და ქუთაისს წყალი არ წაიღებდა, როგორც მაშინ ითქვა, ეს იმ ანგარიშებიდან ჩანდა, რომელიც იმ პერიოდში გაკეთდა.

შეჩერებული ენერგეტიკული პროექტები პირდაპირ ხელისგულზე გვიდევს. ნამოხვანთან, ნენსკრასთან მიმართებით, როდესაც არსებობდა პროტესტის ტალღა, სადაც საერთოდ, მიმაჩნია, რომ გარკვეულწილად, მართულიც იყო. ამ პროცესმა საკმაოდ უარყოფითი გავლენა მოახდინა და საერთოდ შეჩერდა კიდეც“, - განაცხადა გია არაბიძემ.

მერაბ.g დიახ, და ეს ჩამონათვალი არაა სრული, გაცილებით მეტი სიავე აქვთ გაკეთებული ასოებს!
ახლა ერთ მათ "გმირობაზე": 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ასო "სამართლიანმა არჩევნებმა" პირდაპირ დაადანაშაულა ხელისუფლება გაყალბებაში და დადო პარალელური ათვლის შედეგები; მხოლოდ 11 დეკემბერს, რას ახალი პარლამენტი შეიკრიბა და დღის წესრიგში დადგა არცევნების შედეგების შემსწავლელი დრ. კომისიის შექმნის საკითხი, გამოვიდა ასოს ხელმძღვანელი და ტქვა, რომ მათ დაუშვეს "ადამიანური შეცდომა" და გაყალბებაზე მათი მონაცემები არასწორი იყო.
ეს არ იყო შეცდომა და იყო მიზანმიმართული მავნებლობა არჩევნების გაყალბებულად წარმოსაჩენად აი რატომ: "მთავარში" გვარამიასთან პირდაპირ ეთერში ასოს ხელმშღვანელმა (მგონი ნიჟარაძე) თქვა, რომ 27 ნოემბერს მათ უკვე იცოდნენ, რომ შეცდომა დაუშვეს, ეს აცნობეს სათაო ოფისს! რატომ 27 ნოემბერსვე არ თქვეს რომ შეესალათ? მაშინ როცა ქვეყანა ზანზარებდა, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით ძირითადად მათი პარალელური დათვლის მონაცემებზე დაყრდნობით? რატომ? იმიტომ რომ ყველაფერი ეს გათამაშებული იყო ხეალახალი არჩევნების ჩასატარებლად და როცა პარლამენტი შეიკრიბა და მათი სიყალბეს ადვილად დაამტკიცებდა, საპარლამენტო კომისია და ტან პარლამენტის სეკრების შემდეგ "გაყალბდას" ზახილმაც აზრი დაკარგა, აღიარეს! ჩემი აზრთ ყოველივე ამას უნდა მისცემოდა სამართლებრივი შეფასება და დამნაშავეები უნდა დასჯილიყვნენ ყალბი მონაცემების გავრცელებისა და ხელისუფლების ძალადობრივად დამხობისკენ მოწოდების ხელისშეწყობისთვის!
5 თვის უკან