ჯეფრი სილვერმანი:«ხურჩის ინციდენტის» დღეს ზუგდიდში მობილიზებული იყვნენ აშშ-ის საელჩოს მაღალი რანგის თანამშრომლები

ჯეფრი სილვერმანი:«ხურჩის ინციდენტის» დღეს ზუგდიდში მობილიზებული იყვნენ აშშ-ის საელჩოს მაღალი რანგის თანამშრომლები

«საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრებაამერიკელი ჟურნალისტი ჯეფრისილვერმანი.

თქვენ იყავით ერთერთი პირველი, ვინცგაიგო, თუ რა მოხდა ხურჩაში. ეს როგორმოახერხეთ?

- მაშინ უჩა ნანუაშვილთან და «საქართველოს ადამიანის უფლებათა ცენტრთან» ერთად ვმუშაობდი. ეს იყო საპარლამენტო არჩევნების დღეს, 2008 წლის 21 მაისს. ზუგდიდში ვიყავი და საარჩევნო მონიტორინგში ვეხმარებოდი. გავაცნობიერე, თუ რა ხდებოდა ინციდენტამდე რამდენიმე წუთით ადრე და შემდეგ ნორვეგიელ გამომძიებლებს დასკვნების დაწერასა და გავრცელებაში დავეხმარე, რის გამოც ჩემი სახელი იმ დღეს მომხდარი ინციდენტის შესახებ მომზადებულ ბევრ ანგარიშსა და სტატიაში ფიგურირებს. მე ჩავედი სოფელში და ვესაუბრე მოსახლეობას, პირდაპირ მითხრეს, რომ ეს იყო ქართული მხარის მიერ დადგმული თავდასხმა.

2008 წელს ყველა დეტალი გავგზავნე TOL Online-ში - აღმოსავლეთ ევროპულ მედიასაშუალებაში, მაგრამ მათ მიერ დადებული ბლოგი მალე ამოიღეს, მას შემდეგ, რაც გაეროს გენერალური მდივანი გამოვიდა ინციდენტზე «ოფიციალური» ანგარიშით. მე ასევე შევადგინე ანგარიში ხურჩის ინციდენტზე «ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის». საიტიდან ჩემ მიერ დადებული ანგარიშის ამოღებამ ბევრი რამ გაამჟღავნა, რადგან ასეთი მედიაორგანიზაციების უმეტესობა დაფინანსებულია აშშ-ის მთავრობის მიერ, არის მჭიდროდ დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციებთან და, როგორც ჩანს, აქვს მკაცრი ცენზურა.

ჩავედი სოფელ ხურჩაში და რამდენიმე დღე ვესაუბრებოდი ადგილობრივ მოსახლეობას, შემდეგ კი გადავკვეთე აფხაზური მხარის დეფაქტო საზღვარი და მათი მხრიდანაც ყველაფერი მოვისმინე. ვმუშაობდი საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიასთან და «საქართველოს ადამიანის უფლებათა ცენტრთან» ერთად, რომლებიც თითქმის ინტერესთა კონფლიქტში არიან. ყველა ადგილობრივმა თვითმხილველმა მითხრა, რომ, მათი აზრით, ეს ინციდენტი იყო დადგმული ქართული მხარის მიერ (ეს არის მათი მოსაზრება), კერძოდ, ის ფაქტი, რომ მგზავრები გადაიყვანეს არა ქალაქის ცენტრში განთავსებულ საარჩევნო უბანზე, არამედ საფეხბურთო მოედანზე, სადაც უკვე წინასწარ ჰყავდათ მოყვანილი უამრავი ჟურნალისტი. გაურკვეველი იყო, თუ ვინ მოაწყო ეს და ვერავინ ახსნა, საქართველოს არმია ისე სწრაფად როგორ ჩამოვიდა ადგილზე ან ყუმბარები როგორ გაისროლეს ქართული მხარეს კონფლიქტის ხაზიდან, ძალიან მოკლე მანძილზე საფეხბურთო მოედნიდან.

ჩვენ ვიცით, თუ როგორ იყო ეს გავრცელებული დასავლურ მედიაში, ისევე, როგორც საქართველოს სხვა ამბები და «დამოუკიდებელმა და პასუხისმგებელმა მედიამ» ეს ამბავი ვერ გადაამოწმა. მათ ირწმუნეს ის, რაც გაავრცელა საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიამ, «რუსთავი 2»-მა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ, რომლებმაც განაცხადეს, რომ აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის მარიონეტულმა ძალებმა რუსეთის მხარდაჭერით ცეცხლი გაუხსნეს ორ ავტობუსს, რომლებითაც გადაჰყავდათ ქართველი ამომრჩევლები, რომელთაც საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების სურვილი ჰქონდათ. მათ უკეთესად უნდა სცოდნოდათ, რომ «ხურჩის ინციდენტის» დღეს ზუგდიდში მობილიზებული იყვნენ ამერიკის საელჩოს მაღალი რანგის თანამშრომლები, მათ შორის - მეორე მდივანიც. მე მას პირადად ვესაუბრე   ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე.

- რას იტყვით ხურჩის შესახებ სამეგრელოში ბოლო ვიზიტის შემდეგ?

- ბოლოს და ბოლოს ჭეშმარიტება გაცხადდა. პოლიციის მაღალჩინოსან ალექსანდრე დანელიას მკვლელობა თუ თვითმკვლელობაც ამას ადასტურებს. დანელია გახლდათ მოწმე, რომელიც მზად იყო, გამოძიებისთვის მამხილებელი მტკიცებულებები მიეცა, მაგრამ დღეს ის მკვდარია. ის მოკლეს ან თავი მოიკლა საეჭვო გარემოებებში. ეს გვიჩვენებს, თუ რაოდენ სერიოზულია რეალობის დაფარვის სურვილი, და რაზე არიან წამსვლელი ამ დანაშაულის ორგანიზატორები. პოლიციის მაღალჩინოსანი დანელია ზუგდიდში, ნაქირავებ ბინაში, გარდაცვლილი იპოვეს, გულ-მკერდის არეში ჭრილობით. ეს საეჭვოდ ჟღერს, ზურაბ ჟვანიას ამბის მსგავსად. თანაც დამეთანხმებით, რომ გული მოუხერხებელი, არაკომფორტული და, ამდენად, უცნაური სამიზნეა თვითმკვლელისთვის.

მე ისევ მაქვს ურთიერთობა ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომელსაც არ სურს  ტელეფონით საუბარი, რადგან ეშინია. მე მათ ვერ დავადანაშაულებ, რადგან ეს მოვლენა დაკავშირებულია მართლმსაჯულებისგან გაქცეულ მეგის ქარდავასთან, რომელმაც შეასრულა სააკაშვილის ბინძური სამუშაო სამეგრელოში და აქვს ბრალდებების გრძელი სია.

ზაფხულის განმავლობაში ვიძიებდი წინა ხელისუფლების მიერ განხორციელებული ფარული წამებისა და იარაღის უკანონო მარაგების ფაქტებს, რომლებიც დაკავშირებულია ზოგიერთ აუხსნელ მკვლელობასთან. შემიძლია გითხრათ, სამეგრელოში დღესაც ბევრი არაფერი ხდება ძველი ხელისუფლების უნებართვოდ, რადგან ეს იყო საქართველოს «ერთიანი ნაციონალური მოძრაობის» საყრდენი, ერთგული ჯარისკაცი - ზედმეტი კითხვის გარეშე ასრულებდა ბრძანებას. წლების განმავლობაში მომხდარი ყველაზე მეტი მკვლელობა და დადგმული სცენა დაკავშირებულია ქარდავასა და სააკაშვილის ხელისუფლების პოლიტიკურ საწყისებთან.

ზაფხულში კიდევ ერთხელ გავემგზავრე ხურჩაში. კიდევ ერთხელ დადასტურდა ისფაქტი, რომ ამ რეგიონში არის დესტაბილიზაციისა და აფხაზეთის სამეგრელოსგანიზოლირების მცდელობა, რაც ემსახურება იმ მიზანს, რომ რუსეთმა დასაქართველომ ვერ შეძლონ მოკლე ვადაში ურთიერთობების ნორმალიზება.

შევეცადე, მიმეღო «ადამიანის უფლებათა ცენტრისა» და შემთხვევითი სტატიებისგან განსხვავებული ინფორმაცია ხურჩის ინციდენტზე. ყოველთვის შემრიგებლური ტონით მეუბნებოდნენ, მაფრთხილებდნენ - «ჯერ არ ვიცით, დაველოდოთ კიდევ ერთი ან ორი კვირა; თქვენ იცით, თუ როგორ იცავენ ჩვენს ჟურნალისტებს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გაავრცელებთ ალტერნატიულ ვერსიას რომელიმე მედიასაშუალებაში». გასულ კვირას კი ერთმა ჟურნალისტმა მითხრა, «ალბათ, ფრთხილად უნდა იყოთ, თორემ აღმოჩნდებით კონსპიროლოგთა სიაშიო».

არ ვიცი, დამთხვევაა თუ არა, მაგრამ ამ «კარგი რჩევის» მიღებიდან რამდენიმე დღეში, 23 ნოემბერს, თავს დამესხნენ. თავდამსხმელმა მითხრა: «გირჩევთ, შეჩერდეთ, რადგან, სავარაუდოდ, არ ხართ «შეშლილი» და, სავარაუდოდ, ნამდვილად გაგაჩნიათ რაღაც ინფორმაციული ბომბი, რომელიც ააფეთქებს ხელმძღვანელებს».

- დააკონკრეტეთ, ვინ არის ჩართული ამაში და როგორ?

- გარდა ხურჩისა, მე ვიძიებდი სხვა შემთხვევებსაც და ამ მოვლენებთან დაკავშირებული პირების საქმეებს; მათ შორის გამოუძიებელ და ღია მკვლელობებს. ბევრი ადამიანი აწამეს და დააპატიმრეს, სასჯელი დაადეს სავარაუდო ტერორისტული აქტების გამო. ზოგი იძულებული გახდა, ეღიარებინა ზოგჯერ არარსებული ტერორისტული აქტებიც კი, როგორც პოლიტიკური ხრიკების დიდი თამაშის ნაწილი, რომელიც მოიცავს რამდენიმე «თაღლითურ ელემენტს» ამერიკის მთავრობაში, როგორიცაა პოტომაკის ინსტიტუტი, რომელიც ხურჩაში მომხდარი ინციდენტის ოფიციალური ვერსიის PR-ს მხარს უჭერს სტატიებით Turkish Daily mal 24-ში და ქართულ «24 საათში», გამოძიებამდე. აფხაზეთის უშიშროების ყოფილიუფლებამოსილი პირი არის  ტელეკომპანია «რუსთავი 2»-ის სამეგრელოსრეგიონული კორესპონდენტის - ემა გოგოხიას მეუღლე. ახლა ის აცხადებს, რომხელისუფლება ზეწოლას ახდენდა მასზე ჩვენების მიცემისას, რომ ეს იყო ქართულიმხარე, რომელიც თავდასხმაზე იყო პასუხისმგებელი. ივლისში, მეორეგამოძიებისას, მასთან ყველაზე მეტი დრო გავატარე მიწისქვეშა წამების ადგილებისძებნა-დათვალიერებაში. შემდეგ  ვუთხარი, რომ ადრე თუ გვიან უნდა ეთქვასიმართლე, თუნდაც ამას პრობლემები შეექმნა მისი ქმრისთვის.

ვაშინგტონში დაფუძნებული პოტომაკის ინსტიტუტი ამ დროს სამინისტროების ხელმძღვანელობას PR-სა და პოლიტიკურ მხარდაჭერას უწევდა, მათ შორის, PR შექმნილია ნატოში გაწევრიანების პროპაგანდისთვის და ცეცხლზე ნავთის დასასხმელად რუსეთთან მიმართებაში. ეს კავშირები სცილდება საქართველოს, მეგის ქარდავასა და როლანდ, დათა და ბაჩო ახალაიების კლანის პირდაპირ ქმედებებს, რომელთაგანაც ერთი დაჭერილია, მეორე კი გაიქცა უამრავი დანაშაულის გამო. საინტერესოა და აღსანიშნავია, რომ ჩემი კონფიდენციალური წყაროების ინფორმაციით, მეგის ქარდავას თურქეთის დაზვერვა მფარველობს. საინტერესოა, რატომ. ასევე საინტერესოა, გააკეთებდა თუ არა ამას თურქეთის დაზვერვა ამერიკისგან დამოუკიდებლად.

ბევრი გამოჩენილი ადამიანი იყო ჩართული ამ ბინძურ საქმეებში, მაგალითად, გოგაზაქარაია - დათო ქვარაიას ბიძა (პოლიციელი, რომელსაც გადაჰყავდა მოძალადეებიერთი ადგილიდან მეორეზე, წამების პალატებზე, ასრულებდა დათა ახალაიას დამეგის ქარდავას ბრძანებებს). ზაქარაია, ერთ-ერთია ძველი გუნდიდან, რომელიცმაინც მუშაობს საგამოძიებო ორგანოებში და ამჟამად რეგიონში რამდენიმე სისხლისსამართლის საქმის გამოძიების დაბლოკვას ცდილობს.

ასევე ვიძიებდი გოგი კვარაცხელიასა და კობა მატკავას საქმეებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ 2003 წლის 3 აპრილს დააკავა ტერორისტული აქტის დაგეგმვის და მსჯავრდებულ ელდარ ქობალიას მკვლელობის გამო. როგორც ჩანს, საქართველოს ციხეებში არსებობს ბევრი უდანაშაულო ადამიანი: მამუკა შონია, მუხრან ცხადაია, დავით კეკუტია, გოჩა ხურცილავა და ა. შ.

მე განსაკუთრებით მაინტერესებს «ერთიანი ნაციონალური მოძრაობის» მიერ ანაკლიაში გამართული შეხვედრები, დასავლეთ საქართველოში დაგეგმილი კრიმინალური საქმიანობისთვის სხვადასხვა კლანის შეხვედრები და ის, თუ რამდენად იყო ეს ყველაფერი დაკავშირებული ნარკოტიკებისა და იარაღის ბიზნესთან. არსებობს კავშირები პოლიტიკურ ისტებლიშმენტსა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის, მათ შორის ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩადენილია აფხაზეთში - რომ აღარაფერი ვთქვათ რეგიონში საერთო დესტაბილიზაციის პოტენციურ გეოპოლიტიკურ შედეგებზე.

- გვითხარით, რა მოხდა ახლახან - ბოლოს როდის და ვინ გცემათ?

- 23 მაისს ვიყავი ბარში ამერიკელ ქალთან ერთად, რომელთანაც დავამთავრე სკოლა რამდენიმე წლის წინ ამერიკის შეერთებული შტატებში. მანამდე იტალიის საელჩოს პერსონალს და საჰაერო მიმოსვლის რამდენიმე კონტროლიორს (ვინც მუშაობდა აეროპორტში) ვესაუბრე, ძირითადად, შესაძლო ბიოლოგიური აგენტების  ტრანსპორტირებასა და რიჩარდ ლუგარის ბიოლოგიური ლაბორატორიის შესახებ, ჩემი გამოძიების თემაზე ბოლო თვეების განმავლობაში, რის შესახებაც მე მქონდა მიცემული ინტერვიუ ქართულ ტელევიზიაში და გავავრცელე ინფორმაცია სხვა მედიასაშუალებებში. ვაცხადებდი, რომ ლუგარის ლაბორატორია მართლაც შექმნილია ფარული ბიოკვლევებისთვის და უშვებს აკრძალულ ბიოლოგიურ აგენტებს. მას აქვს ბიოლოგიური იარაღის შექმნის საშუალება. ჩემ მიერ ამ ამბის გავრცელების შემდეგ, იქაური სპეცკონტიგენტი Air Force-თი გაფრინდა, გაიწმინდა აღჭურვილობა და მოიწვიეს პრესა, თუმცა რუსეთის ტელევიზიამ დაადასტურა, რომ ისინი არ იყვნენ კმაყოფილი. ვადასტურებ, რომ საქართველოში არსებობს ლაბორატორია,რომელიც მუშაობს ბიოლოგიურ იარაღზე დნმ-ის  საფუძველზე.

ამ ყველაფრის შემდეგ, ერთ დღეს ამერიკელი მესაუბრა, ეჭვი მაქვს, იყო კუნთმაგარი კონტრაქტორი DoD-იდან (თავდაცვის დეპარტამენტი) ან Bechtel National-დან. მან მკითხა ჩემ მიერ ჩატარებული სამუშაოსა და ჩემი სტატიის შესახებ და ლაბორატორიის ზოგიერთი ასპექტის განხილვის შემდეგ, მომენტალურად ჩამარტყეს თავში, როგორც ჩანს, დიდი ქვა, აგრეთვე, მომხვდა უკნიდან, სავარაუდოდ, მეორე პირისგან ან დაზიანება (სისხლჩაქცევები და დაზიანები) მივიღე მიწაზე დავარდნის გამო.

ბუნებრივია, არ არსებობს მოწმე და არც მიმიღეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში. ვფიქრობ, ეს იყო გაფრთხილება. დავკარგე ბევრი სისხლი. ეს ყველაფერი პოლიციისთვის ცნობილი იყო და ჩამიტარდა სამედიცინო შემოწმება. ასე რომ, ვნახოთ, თუ როგორ გაგრძელდება გამოძიება, მაგრამ არც მოწმეები არსებობენ და ვეჭვობ, არც ამ ამერიკელს იპოვიან. მე ის აღვწერე და ვფიქრობ,  შემიძლია მისი იდენტიფიკაცია, თუ მან უკვე არ დატოვა ქვეყანა. ახლა უკეთ ვარ და ვაგრძელებ სტატიების წერას; ვგეგმავ, როგორ უნდა მოვაგვარო ამ პიროვნებასთან საქმე, რადგან დარწმუნებული ვარ, მას რეალურად არასოდეს დასჯიან. ასეთი სიტუაციისა და DOD (თავდაცვის დეპარტამენტი) იმუნიტეტის მქონე ადამიანებთან (რომლებიც მუშაობენ Bechtel National-ში, Cubic-ში და Archangel-ში) ურთიერთობის გამოცდილება მაქვს.

იმედი მაქვს, რომ ახალი ხელისუფლება ადრე თუ გვიან მიხვდება, თუ რამდენად სერიოზულია პრობლემა სამეგრელოს რეგიონში და მიიღებს ზომებს, ანუ შექმნის განსაკუთრებული უფლებამოსილებით აღჭურვილ სპეციალურ საგამოძიებო ჯგუფს. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე ადამიანი კარგად აცნობიერებს, თუ რა ხდება რეგიონში და, აგრეთვე, მომხდარის სერიოზულობასაც.

დასავლეთ საქართველოში გამოვკითხე ბევრი ადამიანი, მათ შორის იმათი მშობლები და ცოლები, ვისი შვილები და ქმრები ან უგზოუკვლოდ გაიტაცეს, ან მოკლეს. მე ასევე ვესაუბრე მოძალადე თემურ უბირიას დედას, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების დავალებით ატერორებდა ადგილობრივ მოსახლეობას.

ნათელია, რომ გამომძიებლები ბევრ საქმეში ნახავენ დიდ ბზარს, რადგანადამიანები ცხოვრობენ მუდმივი შიშის ქვეშ. მიუხედავად იმისა, რომ მოჩვენებაწავიდა, მიხეილ სააკაშვილისა და მისი «ნაციონალური მოძრაობის» მიერ შექმნილისისტემა ავტოპილოტზე მუშაობს და ამ სისტემის წარმომადგენლები კვლავ იკავებენთანამდებობებს დასავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილში. მე კარგად ვიცი, რომხალხს ეშინია ადგილობრივი სამართალდამცავების, რომლებსაც ხელფასს უხდიანუცხოური ფინანსური წყაროებიდან. რეგიონის სტაბილურობას ემუქრებიან, რომარაფერი ვთქვათ საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე.

 

 ყოფილი მმართველი ძალის -  «ნაციონალური მოძრაობის» წევრებს და მათ ადგილობრივ მომხრეებს ძალიან ბევრი, მათ შორის თავისუფლება და ფული, აქვთ დასაკარგი.

სააკაშვილის მოღვაწეობა უნდა დასრულებულიყო არა თავისუფლებით, არამედსისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში წარდგენით, მაგრამ ფულიყოველთვის ლაპარაკობს უფრო ხმამაღლა, ვიდრე რიტორიკა და პოლიტიკურიდაპირებები სამეგრელოში.

მე ასევე კონტაქტი მაქვს გამომძიებლებთან, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თანამშრომლებთან და მათგან მაქვს ინფორმაცია ადამიანთა ჯგუფზე, რომელიც გალის რაიონში ხოცავდა აფხაზეთისა და რუსეთის მოქალაქეებს, აგრეთვე, საქართველოს მოქალაქეებს.

ეჭვი მაქვს, რომ ერთი და იგივე პირები არიან ჩართულნი გოგიტა აბულაძის საქმეში, აგრეთვე, გოგი კვარაცხელიას მკვლელობაში, რომელიც აწამეს და მოკლეს; მას თვალები ამოჭრეს და ცხედარი მდინარეში გადააგდეს 2012 წლის აპრილში. ვცდილობ, დავეხმარო მის ოჯახს. მისი და, რიტა, უშუალოდ მეკონტაქტებოდა და საკუთარი სიცოცხლისა და ოჯახის წევრების სიცოცხლის რისკის ფასად მიამბობდა, რა ხდებოდა დასავლეთ საქართველოში და როგორი დაუცველნი არიან განსაკუთრებით დევნილები. მე უკვე შემიძლია მივიღო ინფორმაცია საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფთაგან. დაახლოებით ხუთი წლის წინ ერთი ზაფხული გავატარე ზუგდიდის რაიონის ერთ-ერთ სოფელში და ბევრი რამ ვიცი მენტალიტეტის შესახებ.

არსებობს ასევე შემთხვევები (რომელიც არ გამოვიძიე), როცა ადამიანებისაავადმყოფოებში იღუპებოდნენ, რადგან ექიმებს ემუქრებოდნენ, რომ, თუპაციენტი იცოცხლებდა, მათ მოკლავდნენ, როგორც ჯიმი მეგრელიძის შემთხვევაში,რომელიც კვლავ პირდაპირ კავშირშია ქარდავასა და ახალაიასთან, რომლებმაც მისიმკვლელობის ბრძანება გასცეს.

ჯიმი მეგრელიძეს რამდენიმეჯერ ესროლეს და მერე საავადმყოფოში მოკლეს. დიახ, როდესაც გაირკვა, რომ საავადმყოფოში მიყვანილი მეგრელიძე გადარჩებოდა, იგი იქ მოაკვდინეს და მისი სხეული შემდგომში დაასახიჩრეს, რათა გამოჩენილიყო დამატებითი სასიკვდილო ჭრილობები, რამაც თითქოს მისი სიკვდილი გამოიწვია, ოჯახს კი სამართალდამცავი ორგანოები მაშინვე დაემუქრნენ, რათა ეს ამბავი დაემალათ.