გადაფხიკე, ბატონო დავით, გა-და-ფხი-კე...

გადაფხიკე, ბატონო დავით, გა-და-ფხი-კე...

საქართველოს განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, დავით ნარმანიას, დედაქალაქის მერობის კანდიდატად წარდგენამ ე. წ. კარენოი თბილისელთა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. «დანაშაული», რომელსაც ბატონ ნარმანიას ბრალად უყენებენ, მისი არათბილისური წარმოშობა და არათბილისური კილოა!

ისე, ძალიან ბევრმა  «კარენოი» თბილისელმა თავის საგვარეულოს რომ გადახედოს, უკეთეს შემთხვევაში, აღმოაჩენს, რომ იგი მხოლოდ თბილისელთა მესამე თაობას წარმოადგენს. ნარმანია განსაკუთრებით დედაქალაქისიმ მცხოვრებთათვისაა მიუღებელი, რომლებიც საკუთარი ქალაქელობის დასამტკიცებლად ჯერცდილობდნენ სიტყვაში «ა» ხმოვნის «წაგრძელებით» წარმოთქმას, სასაუბრო ლექსიკონიდანპარაზიტი «ცავატანემ»-ს ამოშანთვას და საკუთარ არტიკულაციაში ასო «ჭ»-ს სწორად წარმოთქმისდახვეწას, ხოლო შემდგომი ათი წელი «ხვეწდნენ» ქართულს ინგლისური აქცენტით დატერმინოლოგიით.

ვინ არის «კარენოი» თბილისელი?

ლეგენდის მიხედვით, ხოხობი, რომელიც განიგმირა დიდი მეფის _ ვახტანგ გორგასლის ისრით, ჩავარდა გოგირდის მოთუხთუხე წყაროში და შიგ ჩაიხარშა. მორჩა, სხვა «კარენოი» თბილისელი აღარ არსებობს! მის შემდეგ ყველა პროვინციიდანაა «ჩამოთრეული» ვახტანგ გორგასლის, დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის ჩათვლით.

მიუხედავად იმისა, რომ თბილისი, როგორც ქალაქი, აღმოსავლეთში უმნიშვნელოვანეს სავაჭროცენტრად ითვლებოდა (აქ გადიოდა დიდი აბრეშუმის გზა)ქართული არისტოკრატია მას არ სწყალობდა _ დედაქალაქს უყურებდა, მხოლოდ და მხოლოდ, როგორც დროსტარების ადგილს.თავადაზნაურობა ქედმაღლურად დასცქეროდა თბილისელებს _ ვაჭრებსა და ხელოსნებს.სამწუხაროდ, თბილისი არც სიტყვაკაზმული ქართული პოეზიის პარნასია და არც  ქართულიხელოვნების აკვანი, რამეთუ ერის საამაყო შვილები ილია ჭავჭავაძე, ვაჟა-ფშაველა, აკაკიწერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, ივანე ჯავახიშვილი, ივანე ბერიტაშვილი, ზაქარია ფალიაშვილი,გალაკტიონ ტაბიძე, ანდრია რაზმაძე, ილია ვეკუა და მრავალი სხვ. არ იყვნენ «კარენოი»თბილისელები, ანუ თბილისი  კულტურულ ცენტრად სწორედ რომ პროვინციიდან «ჩამოთრეული»ინტელიგენციის წყალობით იქცა! არც მერხეულელი ბიჭი _ ლავრენტი ბერია დაიკვეხნიდათბილისელობით, მაგრამ უტყუარი ფაქტია, რომ სწორედ მან, ასე ვთქვათ, დედაქალაქი ქართულქალაქად აქცია. ეს მერე მოხდა თბილისის, როგორც ჭეშმარიტი დედაქალაქის, კულტურული,ეკონომიკური, სამეცნიერო და ინდუსტრიულ ცენტრად ჩამოყალიბება!

და საერთოდ, რა «ბაზარია», ნარმანია არაა «კარენოი»?! ხომ გვყავდა დამოუკიდებელ საქართველოში თბილისის «კარენოი» მერები: გაბაშვილი, ჭიაბერაშვილი და უგულავა?! მერე, რა ხეირი მათგან ქალაქს?! აგერ, გუშინ იუსტიციის სამინისტროს «კრიშა» წაიღო ქარმა... გაიგეთ, ბოლოსდაბოლოს, თბილისს სჭირდება არა «კაიბიჭი», არამედ პატრონი, მმართველი, მეურნე, რომელიც მას მოუვლის და თბილისელებსღირსეული ცხოვრების პირობებს შეუქმნის.

სხვათა შორის, მეფე ვახტანგის მიერ მოკლული ხოხობი იყო კოლხური, როგორც მას უწოდა შვედმა ბუნებისმეტყველმა კარლ ლინეიმ. ასე რომ, კოლხ ნარმანიას აქვს სრული, თანაც კანონიერი უფლება, თბილისი ჩაიბაროს და მოუაროს. მაგრამ ზოგიერთის გულს დავით ნარმანია მაინც ვერ მოიგებს, მაგალითად, იმ «კარენოიზე კარენოი» თბილისელებისას, გულზე მჯიღის ცემით დღესაც რომ ამტკიცებენ და ტრაბახობენ, ის ხოხობი სწორედ ჩვენ დაგვაკვდა გულზეო... ისემც მიგაკვდათ მაგ ხოხობი სულში!

რაც შეეხება ბატონ ნარმანიას, მინდა ვთხოვო, არ მიაქციოს ყურადღება «ფალცეტჩიკების» წივილს.

ბატონო დავით, ნუ აჰყვებით ამათ, ესენი ლატარეის ბილეთივით არიან, ვიღაცამ (კი ვიცით, ვინც, მაგრამ არ ვიტყვით სახელსა და გვარს) «ტირაჟში ჩაუშვა» და ესენიც კივიან. თქვენც ადექით დაგადაფხიკეთ, დიახ, უბრალოდ გადაფხიკეთ. ჯეკპოტს ვერ მოიგებთ, მაგრამ თქვენს «არაკარენოობაზე» მომჩივანთა «ქვეშ», თანაც აქვე, მეორე თაობაშივე ფეშტანჯიანის ანჰავქოფაშვილის გვარებს აღმოაჩენთ. ტოლერანტობა ტოლერანტობად, მაგრამ ასეთიათანამედროვე გეოპოლიტიკის მწარე რეალობა _ თბილისი ჯერჯერობით არ არის სომხური ქალაქიდა მათი (ანუ ფეშტანჯიანებისა და ჰავქოფაშვილების) აზრი კი ყველა ლოგიკით არა თბილისის, არამედერევნის ან დილიჟანის მერის არჩევნებისას არის გასათვალისწინებელი...

ურწმუნო თომებს კი, ვისაც თბილისი დღემდე სომხური ქალაქი ჰგონიათ და ნარმანიას მეგრელობას უწუნებენ, შევახსენებთ, რომ სომეხი გოროდნიჩები ტფილისს მხოლოდ გასაბჭოებამდე მართავდნენ. თუ არგჯერათ, აგერ სია, საქართველოს დედაქალაქის სომეხი თავებისა XII საუკუნის შუა წლებიდანგასაბჭოებამდე (წარმოშობით თბილისელების, მაგრამ სულით ჰავქოფაშვილების საყურადღებოდ, რომელთაც დავით ნარმანიას «არაძირძველი თბილისური წარმოშობა» აწუხებთ):

1. მელიქ არწრუნი ვასაკი _ XII საუკუნის შუა წლები;

2. მელიქ არწრუნი ქურთი _ XII საუკუნის მეორე ნახევარი;
3. მელიქ შადინი _ XII საუკუნის მეორე ნახევარი;
4. მელიქ ენალი _ 1646წლიდან;
5. მელიქ ბაიანდური _ 1650 წლიდან;
6. მელიქ ხოჯა ბეიბუდი _ 1662 წლამდე;
7. მელიქ აშხარბეკი _ 1664 წლიდან;
8. მელიქ ავთანდილი _ 1678-1698 წწ
9. მელიქ ბეიბუდიანი _ XVII საუკუნე;
10. მელიქ ასლამაზ ბეიბუდიანცი _ XVIII საუკუნის პირველი ნახევარი;
11. მელიქ გეორგ ბეიბუდიანცი _ 1712 წლამდე;
12. მელიქ ზურაბ ბეიბუდიანცი _ 1712-1734 წწ.
13. მელიქ აშხარბეკ ბეიბუდიანცი _ 1734-1736 წწ.
14. მელიქ აღა ბეიბუდიანცი _ 1736-1746 წწ.
15. მელიქ ანტონ ბეიბუდიანცი _ 1746-1751 წწ.
16. მელიქ სააკ ბეიბუდიანცი _ 1751-1760 წწ.
17. მელიქ ავეტიკ ბეიბუდიანცი _ 1768-1795 წწ.
18. მელიქ დარჩი ბეიბუდიანცი _ 1795-1801 წწ.
19. ოვანეს იზმირიანცი _ 1840-1843 წწ.
20. სტეფან ხატისიანცი _ 1844-1845 წწ.
21. მოვსეს ტერ-გრიგორიანცი _ 1845-1846 წწ.
22. ოვანეს შადინიანცი _ 1847-1848 წწ.
23. ტოვმა ფრიდონიანცი _ 1848-1849 წწ.
24. ზაქარია ამირაგიანცი _ 1850-1851 წწ.
25. ოვსეფ მირიმანიანცი _ 1851-1852 წწ.
26. ავეტიკ ასტვაცატრიანი _ 1853-1856 წწ.
27. სოგომონ სარაჯევი  _ 1856-1857 წწ.
28. ანდრეი მანანოვი _ 1857-1858 წწ.
29. ვარდან არშაკუნი _ 1857 – 1860 წწ.
30. სოგომონ აქისოგომიანცი _ 1860-1861 წწ.
31. სოგომონ მირიმანიანცი _ 1861-1862 წწ.
32. გევორქ ფრიდონიანცი _ 1862-1864 წწ.
33. გალუსტ-შერმაზან ვარდანიანცი _ 1864-1865 წწ.
34. ერემია არწრუნი _ 1866-1868 წწ.
35. ნიკოგაიოს ალადატიანცი _ 1868-1869 წწ.
36. დიმიტრი თუმანიანცი _ 1869-1870 წწ.
37. იაზონ თუმანიანცი _ 1870-1874 წწ.
38. დიმიტრი ყიფიანი _ 1875-1879 წწ.
39. ალექსანდრ მატინიანცი _ 1879-1891 წწ.
40. ნიკოგაიოს არგუტინსკი-დოლგორუკი _ 1891-1893 წწ.
41. პოღოს იზმაილიანცი _ 1893-1895 წწ.
42. ნიკოგაიოს არგუტინსკი-დოლგორუკი _ 1895-1896 წწ.
43. გევორქ ევანგულიანცი _ 1897-1901 წწ.
44. ალექსანდრ არგუტინსკი-დოლგორუკი _ 1902-1903 წწ.
45. ნიკოგაიოს არგუტინსკი-დოლგორუკი _ 1903-1904 წწ.
46. ქრისტოფერ ვერმიშიანცი _ 1904-1905 წწ.
47. ვასილი ჩერქეზიშვილი _ 1907-1909 წწ.
48. ალექსანდრ ხატისიანცი _ 1910-1917 წწ.

გიორგი კორძაძე,
თბილისელი მესამე თაობაში