როგორ

როგორ "იხსნება" ფული გზების დაგებისას

ბო­ლო წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში და­გე­ბუ­ლი გზე­ბის ხა­რის­ხზე, უფ­რო სწო­რად, უხა­რის­ხო­ბა­ზე, ბევ­რი რამ თქმუ­ლა და და­წე­რი­ლა. ამ უხა­რის­ხო­ბის ყვე­ლა­ზე ცოცხ­ა­ლი და ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი ვა­ზი­ა­ნი-­გომ­ბო­რის გზა გახ­ლავთ, რომ­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ზეც 37 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და­ი­ხარ­ჯა, აქე­დან 30 მი­ლი­ო­ნი მსოფ­ლიო ბან­კის სეს­ხი იყო. მარ­თა­ლი­ა, "ძლი­ერ­ნი ამა ქვეყ­ნი­სა" გვარ­წმუ­ნებ­დნენ, ამ გზას ათი წე­ლი პრობ­ლე­მა არ ექ­ნე­ბა­ო, მაგ­რამ გახ­სნი­დან ორი თვის თავ­ზე იგი მწყობ­რი­დან გა­მო­ვი­და. სწო­რედ ამ პრობ­ლე­მა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა ინ­ჟი­ნერ­-მშე­ნე­ბე­ლი მა­ნუ­ჩარ მა­ჩა­ი­ძე, რო­მე­ლიც წარ­სულ­ში ცნო­ბი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი გახ­ლდათ: 

- მე თვი­თონ მქონ­და ბი­ტუ­მის სა­ამ­ქრო და კარ­გად ვი­ცი, ამ საქ­მე­ში რამ­ხე­ლა ფუ­ლის "მოხ­სნა" შე­იძ­ლე­ბა. ას­ფალ­ტის და­გე­ბის დროს ძა­ლი­ან დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ბი­ტუ­მი­სა და ინერ­ტუ­ლი მა­სა­ლე­ბის ხა­რისხს, ამა­ვე დროს, თვი­თონ გზის მომ­ზა­დე­ბა­საც: იქ არის რამ­დე­ნი­მე შრე, რო­მელ­საც სა­ფუძ­ვლი­ა­ნი მომ­ზა­დე­ბა სჭირ­დე­ბა. ჯერ გზა უნ­და და­იტ­კეპ­ნოს, მე­რე ხრე­ში მო­ე­ყა­როს და გზაც მხო­ლოდ ამის შემ­დეგ უნ­და და­ი­გოს. დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ბი­ტუ­მის ხა­რის­ხსაც. რო­გორც ვი­ცი, ჩვენ­თან ბი­ტუ­მი აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან და ირა­ნი­დან შე­მო­დი­ო­და. სხვა­დას­ხვა ხა­რის­ხის ბი­ტუ­მი არ­სე­ბობს: მა­ღალ­ხა­რის­ხი­ა­ნი უფ­რო ძვი­რი ღირს, ხო­ლო სხვა - უფ­რო ია­ფი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ბო­ლო წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში უხა­რის­ხო გზე­ბი შენ­დე­ბო­და და სა­ბო­ლოო შე­დე­გად მი­ვი­ღეთ ის, რომ ამ გზებ­მა ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის ვა­და, რო­მე­ლიც უნ­და გა­ევ­ლო, ვერ გა­ი­ა­რა. 

რო­ცა ახ­ლად და­გე­ბუ­ლი გზა ოღ­რო­ჩოღ­რო­ა, იფ­შვნე­ბა, ან მას­ზე ალაგ­-ა­ლაგ წყა­ლი დგე­ბა, ესე იგი, იქ რა­ღაც ისე არ გა­კეთ­და, რო­გორც სა­ჭი­რო იყო: რო­გორც ჩანს, ბი­ტუ­მიც უხა­რის­ხო იყო, ინერ­ტუ­ლი მა­სა­ლე­ბიც და სა­ბო­ლო­ოდ ასე­თი უსი­ა­მოვ­ნო შე­დე­გი მი­ვი­ღეთ. თა­ნაც, ამ საქ­მე­ში მი­ლი­ო­ნე­ბი კი არა, მი­ლი­არ­დე­ბი და­ი­ხარ­ჯა. ავი­ღოთ თუნ­დაც ჩვე­ნი ავ­ტო­ბა­ნი, რომ­ლის გა­მოც წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ­დენს ტრა­ბა­ხობ­და: მე მთე­ლი მსოფ­ლიო მაქვს მოვ­ლი­ლი, ევ­რო­პა­ში, ამე­რი­კა­ში, ავ­სტრა­ლი­ა­ში - ყველ­გან მიმ­გზავ­რია ასეთ ავ­ტო­ბა­ნებ­ზე და შე­და­რე­ბაც არ შე­იძ­ლე­ბა. ჩვენს ავ­ტო­ბან­ზე არის მო­ნაკ­ვე­თე­ბი, სა­დაც რაც უნ­და მა­ღა­ლი მან­ქა­ნა 

გყავ­დეს, მა­ინც იგ­რძნობ, რომ ოღ­რო­ჩოღ­როა და ჯაყ­ჯა­ყებ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, აქაც საკ­მა­ოდ დი­დი ფუ­ლია "მო­ტე­ხი­ლი". ახ­ლა კი, იმა­საც აგიხ­სნით, რო­გორ კეთ­დე­ბა ფუ­ლი გზის და­გე­ბი­სას: ას­ფალ­ტის და­გე­ბი­სას 2-3 სან­ტი­მეტ­რიც რომ და­აკ­ლო, უზარ­მა­ზა­რი ფუ­ლის შოვ­ნა შე­იძ­ლე­ბა. ძა­ლი­ან დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს არა მარ­ტო გზის სი­გა­ნეს, არა­მედ ას­ფალ­ტის სი­მაღ­ლე­საც, ან რამ­დე­ნი სან­ტი­მეტ­რია მო­შან­და­კე­ბუ­ლი, იქ ყვე­ლა­ფერ­ში შე­იძ­ლე­ბა ფუ­ლი მო­ი­პა­როს უსინ­დი­სო ადა­მი­ან­მა.