რატომ გამოჰყავთ რუსულ ფილმებში ქართველები იდიოტებად

რატომ გამოჰყავთ რუსულ ფილმებში ქართველები იდიოტებად

რუ­სულ საბ­ჭო­თა და თა­ნა­მედ­რო­ვე რუ­სულ კი­ნო­ზე სა­უბ­რი­სას ერ­თ-ერ­თი რუ­სი ბლო­გე­რი გა­ნი­ხი­ლავს, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში რო­გორ შე­იც­ვა­ლა მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი გმი­რის ეროვ­ნუ­ლი კო­ლო­რი­ტი. მი­სი დაკ­ვირ­ვე­ბით, ად­რე (ი­გუ­ლის­ხმე­ბა რუ­სუ­ლი საბ­ჭო­თა კი­ნო) თუნ­დაც დიდ სა­მა­მუ­ლო ომ­ზე გა­და­ღე­ბულ ფილ­მებ­ში ეს მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი პერ­სო­ნა­ჟი, "მთა­ვა­რი გმი­რის მხი­ა­რუ­ლი მე­გო­ბა­რი", რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და და­ღუ­პუ­ლი­ყო, უმე­ტეს­წი­ლად იყო ქარ­თვე­ლი, თა­ვი­სი და­უს­რუ­ლე­ბე­ლი ნა­ამ­ბო­ბით მთებ­ზე, სიმ­ღე­რებ­ზე, მწვა­დებ­სა და გო­გო­ნებ­ზე. ასეთ ფილ­მებ­ში ძი­რი­თა­დად, იყ­ვნენ მე­ომ­რე­ბი ეროვ­ნე­ბის გა­რე­შე და მხო­ლოდ ქარ­თველს გა­მო­არ­ჩევ­დი - ყვე­ლამ იცო­და, რომ ის ქარ­თვე­ლი იყო, თუმ­ცა სხვე­ბი­ვით "საბ­ჭო­თა ადა­მი­ა­ნი". დამ­ტვრე­უ­ლი რუ­სუ­ლით მო­ლა­პა­რა­კე სხვა მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვან პერ­სო­ნა­ჟებს თუ ფილ­მის და­საწყ­ის­ში­ვე უღიმ­ღა­მოდ კლავ­დნენ, ქარ­თვე­ლე­ბი ლა­მის ბო­ლომ­დე "რჩე­ბოდ­ნენ" და სიკ­ვდი­ლიც კი გა­მორ­ჩე­უ­ლი ჰქონ­დათ - ტრა­გი­კუ­ლი მუ­სი­კის ფონ­ზე. დღე­ვან­დელ ფილ­მებ­ში კი ქარ­თვე­ლე­ბი ნაკ­ლე­ბად "მხი­ა­რულ­მა მე­გობ­რებ­მა", ებ­რა­ე­ლებ­მა ჩა­ა­ნაც­ვლე­სო, - წერს ბლო­გე­რი... 

მხო­ლოდ ნა­წი­ლობ­რივ გა­ვი­ზი­ა­რებთ რუ­სი ბლო­გე­რის აზრს და ვიტყ­ვით, რომ რუ­სი რე­ჟი­სო­რე­ბი უმე­ტეს­წი­ლად მა­ინც მხი­ა­რულ, არ­ხე­ინ, მო­ცეკ­ვა­ვე-­მომ­ღე­რალ ან ამის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ - ბან­დიტ და თავ­ზე­ხე­ლა­ღე­ბულ ქარ­თვე­ლებს წარ­მო­ა­ჩენ­დნენ. რას ნიშ­ნავ­და და ნიშ­ნავს ან რას ემ­სა­ხუ­რე­ბა რუ­სულ ფილ­მებ­ში ქარ­თუ­ლი ბუ­ნე­ბის ასე წარ­მო­ჩე­ნა? - ამ კითხ­ვა­ზე კი­ნომ­ცოდ­ნე ლე­ლა ოჩი­ა­უ­რი და მსა­ხი­ო­ბი ზუ­რაბ ცინ­ცქი­ლა­ძე ისაუბ­რე­ბენ. 

ლე­ლა ოჩი­ა­უ­რი: - გან­სა­კუთ­რე­ბით 1970-80-ი­ან წლებ­ში, რო­დე­საც ეს ტენ­დენ­ცია ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი გახ­და, ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც კი­ნო­ზე გვი­წევ­და სა­უ­ბა­რი, არა­ერ­თხელ გვით­ქვამს და­სა­ბუ­თე­ბუ­ლად, რომ ეს იყო მარ­თლაც ძა­ლი­ან ტენ­დენ­ცი­უ­რი, ძა­ლი­ან მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი რუ­სუ­ლი პო­ლი­ტი­კა. რაც ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო­ა, არა მარ­ტო ჭკუ­ამ­ხი­ა­რუ­ლე­ბად გა­მოჰ­ყავ­დათ ქარ­თვე­ლე­ბი, ხან­და­ხან ლა­მის, უხე­შად რომ ვთქვა, იდი­ო­ტე­ბის როლ­ში წარ­მო­ა­ჩენ­დნენ. ვფიქ­რობ, ეს იყო დი­დი ერის კომ­პლექ­სი პა­ტა­რა ერ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში. რა­ტომ­ღაც საბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კებს შო­რის, თუ ბალ­ტი­ის­პი­რე­თის ქვეყ­ნებს გა­მოვ­რიცხ­ავთ, ყო­ველ­თვის უპი­რა­ტე­სო­ბით ვსარ­გებ­ლობ­დით, რა­ტომ­ღაც და ალ­ბათ სა­მარ­თლი­ა­ნა­დაც, ბევ­რი რა­მით ვჯობ­დით იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ჩვე­ნი "ბა­ტო­ნე­ბი" იყ­ვნენ. 

ბევრ რა­მე­ში გრძნობ­დნენ ჩვენს უპი­რა­ტე­სო­ბას. ალ­ბათ კომ­პლექსს უქ­მნი­დათ ისიც, რომ ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ქარ­თვე­ლო­შიც ჩვენ ვი­ყა­ვით მას­პინ­ძლე­ბი და მათ ქვე­ყა­ნა­შიც. სწო­რედ ამ კომ­პლექ­სე­ბის გა­და­ფარ­ვის მცდე­ლო­ბა იყო ასე­თი ქარ­თვე­ლი გმი­რე­ბის გა­მოყ­ვა­ნა. ეს იყო და­მაკ­ნი­ნე­ბე­ლი ფორ­მუ­ლა, რო­მე­ლიც დღე­საც აქ­ტი­უ­რად მოქ­მე­დებს რუ­სეთ­ში. ამ ფორ­მუ­ლით მე­ტი აქ­ცენ­ტი ყო­ველ­თვის ქარ­თველ­ზე კეთ­დე­ბო­და, თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო სო­მე­ხი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ან რო­მე­ლი­მე პა­ტა­რა კავ­კა­სი­უ­რი ერის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, გან­ზო­გა­დ­ე­ბუ­ლი ერთ გა­ურ­კვე­ველ სა­ხე­ში და აღიქ­მე­ბო­და, რო­გორც "ლი­ცო კავ­კაზ­სკოი ნა­ცი­ო­ნალ­ნოს­ტი". მი­სი აქ­ცენ­ტიც, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად, უ­ტრი­რე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტი იყო, ხში­რად პერ­სო­ნა­ჟი­ვით გა­ურ­კვე­ვე­ლი გახ­ლდათ - არც ქარ­თუ­ლი იყო, არც სომ­ხუ­რი, არც აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი და ა.შ. არა­მედ ეს გახ­ლდათ ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნი­ლი აქ­ცენ­ტი, ვი­თომ სა­სა­ცი­ლო და ამა­ვე დროს, რა თქმა უნ­და, მას­ში იყო ცი­ნიზ­მიც, რად­გან უფ­რო გო­ნე­ბა­შეზღ­უ­დუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მეტყ­ვე­ლე­ბის გა­მომ­ხატ­ვე­ლი გახ­ლდათ, რომ­ლე­ბიც არა­თუ წე­სი­ე­რად ვერ ლა­პა­რა­კობ­დნენ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში წე­სი­ე­რად მოქ­ცე­ვაც არ შე­ეძ­ლოთ. მე­ო­რე უკი­დუ­რე­სო­ბა ალ­ბათ ქარ­თვე­ლე­ბის ბან­დი­ტე­ბად, ქურ­დე­ბად, რე­ცი­დი­ვის­ტე­ბად გა­მოყ­ვა­ნა იყო.

მა­გა­ლი­თად, ერ­თ-ერთ რუ­სულ ფილ­მში ასე­თი უარ­ყო­ფით პერ­სო­ნაჟს, ნამ­დვილ კი­ნო­მონსტრს - მკვლელს, ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს ავ­ტო­რი­ტეტს, გვა­რად რუს­თა­ვე­ლი შე­ურ­ჩი­ეს. ასე­თი იმი­ჯის შექ­მნა მარ­თლაც მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი იყო და დღეს, გამ­წვა­ვე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფონ­ზე უფ­რო გახ­შირ­და. 

ზუ­რაბ ცინ­ცქი­ლა­ძე, მსა­ხი­ო­ბი: - ვფიქ­რობ, არ­ხე­ინ და უდარ­დელ პერ­სო­ნა­ჟე­ბად კი არ გა­მოჰ­ყავ­დათ რუ­სებს ქარ­თვე­ლე­ბი, პი­რი­ქით - სი­ცოცხ­ლით სავ­სე, ხა­ლი­სი­ან, ოპ­ტი­მისტ ტი­პე­ბად. იმ­ხა­ნად ერ­თი­ა­ნი საბ­ჭო­თა ქვე­ყა­ნა ვი­ყა­ვით და იმ­ჟა­მინ­დე­ლი იდე­ო­ლო­გი­აც არ მის­ცემ­და მათ რო­მე­ლი­მე საბ­ჭო­თა ერის და­ცინ­ვის უფ­ლე­ბას. კი­ნო იდე­ო­ლო­გი­ი­სა და პრო­პა­გან­დის ერ­თ-ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ია­რა­ღი იყო და მით უფ­რო, მას ვერ გა­მო­ი­ყე­ნებ­დნენ სამ­ტროდ. მაგ­რამ მე­რე, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი რეს­პუბ­ლი­კა რომ გავ­ხდით, რუ­სებ­მა გა­და­ი­ღეს სე­რი­ა­ლი, თრი­ლე­რი, სა­დაც ერ­თ-ერთ ქარ­თველ პერ­სო­ნაჟს, მა­ფი­ოზს გვა­რად რუს­თა­ვე­ლი უწო­დეს. ისიც კი ვერ შე­ის­წავ­ლეს კარ­გად, რომ ასე­თი გვა­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­სე­ბობ­და. მა­შინ კი ნამ­დვი­ლად და­ეტყ­ოთ გაბ­რა­ზე­ბა და ბან­დი­ტის­თვის ყვე­ლა­ზე კარ­გი და ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლის სა­ხე­ლის მი­ნი­ჭე­ბით გა­დაგ­ვი­ხა­დეს სა­მა­გი­ე­რო. ეს უვი­ცო­ბა არ იყო, ეს იყო ან­გა­რიშ­სწო­რე­ბა უკ­ვე არა პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­გან, არა­მედ ხე­ლო­ვა­ნე­ბის­გან. 



წყარო/Source: http://www.ambebi.ge/kulturashoubiznesi/91481-ratom-gamohyavth-rusul-filmebshi-qarthvelebi-idiotebad.html#ixzz2m736iBmK