ვეტერანმა ფეხბურთელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ კარიერის გაგრძელება შეეძლო, რადგან კვლავ საუკეთესოა, მაგრამ გადაწყვეტილება შვილების გამო მიიღო.
„კარიერა რამდენიმე თვის წინ დავასრულე, ახლა სხვა ცხოვრება მაქვს. დავთანხმდი კარიერის დასრულებაზე, რაც ჩემი ეგოს გამო რთული იყო. ვფიქრობ, რომ საუკეთესო ვარ, შემეძლო კარიერის გაგრძელება, მაგრამ ჩემი შვილების გამო გადავწყვიტე თამაშისთვის თავი დამენებებინა, მათთვის საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღე. ასევე მქონდა მუხლის პრობლემაც. ვთქვი, რომ ჩემს ცხოვრებაში ახალი თავის დაწყების დრო იყო“, - თქვა იბრაჰიმოვიჩმა.
შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კარიერა 2023 წელს „მილანის“ შემადგენლობაში დაასრულა.