რუდი გარსია

რუდი გარსია "ბაიერნში"?

მიუნხენის „ბაიერნში“ თომას ტუხელის შემცვლელს ეძებენ და ფრანგულ მედიაში გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთი ვარიანტი რუდი გარსიაა.

„ბაიერნს“ სამმა მწვრთნელმა უკვე ოფიციალურად უთხრა უარი - იულიან ნაგელსმანმა, ჩაბი ალონსომ და რალფ რანგნიკმა, ამიტომ, კლუბის ხელმძღვანელობა მუშაობას აგრძელებს.

L’Equipe-ს ცნობით, რუდი გარსია შეიძლება „ბაიერნის“ ახალი მწვრთნელი გახდეს, რაც ძალიან მოულოდნელი ინფორმაციაა, რადგან ფრანგ სპეციალისტს კარიერაში კარგა ხანია შესამჩნევი რეგრესი აქვს. ბოლოს ის „ნაპოლიში“ მუშაობდა, მანამდე კი, საუდის არაბეთში, „ალ-ნასრის“ თავკაცი იყო.

გარდა ამისა, სიაშია არგენტინელი სპეციალისტი მარსელო გალიარდოც. შეგახსენებთ, რომ „ბაიერნს“ სეზონის ბოლოს თომას ტუხელი დატოვებს, რაც უკვე კარგა ხანია ცნობილია.