შსს-ს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის დავით სუჯაშვილის კომენტარი

შსს-ს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის დავით სუჯაშვილის კომენტარი

ქარელის რაიონის სოფელ ღოღეთთან დაახლოებით 150 მეტრის სიგრძეზე არის ჩარჭობილი წითლად შეღებილი ბოძები, რომლებზეც შემდგომ ხდება მავთულხლართების ინსტალაცია. ამ ბოძებზე, დაახლოებით 50 მეტრზე უკვე ინსტალირებულია მავთულხლართები.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რა თქმა უნდა, ჩაყენებულია საქმის კურსში. თქვენ ალბათ იცით, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ჩვენს ქვედანაყოფებთან ერთად პატრულირებს აღნიშნულ რეგიონში. შსს მომავალ კვირას გეგმავს უკვე დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს.