„ლივერპული“ ისტორიაზე აგებული კლუბია.

„ლივერპული“ ისტორიაზე აგებული კლუბია." ვან დეიკი - ახალი ფორმის შესახებ

„ლივერპულის“ კაპიტანმა ვირჯილ ვან დეიკმა კლუბის მომავალი სეზონის ახალ ფორმაზე ისაუბრა. რომელიც 1984 წლის დიზაინითაა ინსპირირებული.

„ჩვენი ახალი ფორმის დიდი გულშემატკივარი ვარ. მომწონს ის ფაქტი, რომ ვაბრუნებთ რეტრო შეგრძნებას. ჩვენ ისტორიაზე აგებული კლუბი ვართ. 1984 წლის გუნდი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გულშემატკივრები დააფასებენ მადლიერებას ამ კლუბის ლეგენდების მიმართ“, - ციტირებს ვან დეიკის სიტყვებს ლივერპულის ოფიციალური საიტი.

ლივერპული ინგლისის პრემიერ ლიგის 2023/2024 წლების სეზონში მესამე ადგილზეა. იურგენ კლოპის გუნდს 35 მატჩიდან 75 ქულა აქვს.