საუდის არაბეთის მეფის თასის ნახევარფინალში „ალ-ნასრმა“ საკუთარ მოედანზე „ალ-ხალეჯს“ მოუგო - 3:1.
მასპინძელთა რიგებში დუბლი შეასრულა კრიშტიანუ რონალდუმ. პორტუგალიელმა გოლი მე-17 და 57-ე წუთებზე გაიტანა. ერთიც სადიო მანემ 37-ე წუთზე პენალტიდან შეაგდო.
სტუმართაგან თავი ფავაზ ალ-ტარისმა გამოიჩინა (82-ე წუთი).
„ალ-ნასრი“ მეფის თასის ფინალში გავიდა. გადამწყვეტ მატჩში რონალდუს გუნდი „ალ-ჰილალს“ დაუპირისპირდება.