"ბაიერნის" პრეზიდენტი: "რანგნიკთან მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს"

მიუნხენის „ბაიერნის“ პრეზიდენტმა ჰერბერტ ჰაინერმა დაადასტურა, რომ მოლაპარაკებებს ავსტრიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ რალფ რანგნიკთან აწარმოებენ.

„რალფ რანგნიკთან მოლაპარაკებები მოწინავე სტადიაზეა“, - აღნიშნა Sky Germany-სთან საუბარში ჰაინერმა.

ასე რომ, დიდი შანსია, თომას ტუხელი რანგნიკმა შეცვალოს, რომელსაც ავსტრიის ნაკრებამდე არაერთგან აქვს ნამუშევარი, მათ შორის „შტუტგარტში“, „ჰანოვერში“, „შალკეში“, „ჰოფენჰაიმში“, „ლაიფციგსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედში“.