ძიუდოში ევროპის 2026 წლის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება

ძიუდოში ევროპის 2026 წლის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება

ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს 2026 წელს თბილისი უმასპინძლებს. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ზაგრებში, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მიიღო.

თბილისში ევროპის ჩემპიონატი მეორედ გაიმართება. პირველად ეს 2009 წელს მოხდა, როცა საქართველოს ნაკრებმა ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, ხოლო გუნდურ შეჯიბრში ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა.