ცნობილი გიჟის უცნობი თავგადასავლები

ცნობილი გიჟის უცნობი თავგადასავლები

«"თქვენ ხართ ცნობილი გიჟიბატონომიხეილ"!» _ საქართველოში აშშ-ის ყოფილიელჩისრიჩარდ მაილსისმიცემულინტერვიუს ტელეკომოპანია «იმედისთვის»,პრინციპშიეს ლეგენდარული რეპლიკაღააკლდაყველაფერი დანარჩენი ამერიკელმადიპლომატმა თქვაამერიკელებისდისტანცირება ყოფილი ფავორიტისგან სულუფრო თვალშისაცემი ხდება დაალბათ,საჭიროა იმის გარკვევათუ რა დგას ამისუკან _ უახლესი ისტორიის რედაქტირების სურვილი თუ მომავალთანდაკავშირებული პოლიტიკური გათვლა.

«მე არ მგონია, რომ ეს ომი გარდაუვალი იყო, _ განაცხადა მაილსმა: სააკაშვილს რომ არეყიდა საიერიშო სამხედრო აღჭურვილობათვითმავალი არტილერიამძიმეჯავშანმანქანებიმოიერიშე შვეულმფრენები და სხვამას არ ექნებოდა უგუნურისითამამე იმისთვისრომ საქართველოს შეიარაღებული და შინაგანი ძალებიჩაერთო საბრძოლო მოქმედებებშიისეროგორც მან გააკეთამას უნდა სცოდნოდა,რომ ეს მოქმედებები რუსეთს უდავოდ შემოიყვანდა ქვეყანაშიარ ვიციესადამიანი რას ფიქრობდამიუხედავად პროვოკაციების დონისარომლებიცრუსეთიდან მოდიოდაამ კონფლიქტში ისე შესვლაროგორც მან ეს გააკეთა,პოლიტიკური სიგიჟე იყოიმაზე ფიქრირომ წარმატების მიღწევის რაიმე შანსიჰქონდაან რომ შეერთებული შტატები სამხედრო დახმარებას აღმოუჩენდა _ ეს,ალბათიფიქრაწინააღმდეგ შემთხვევაშიალბათარ შევიდოდაის მთლადშეშლილი არ არისრაღაც ამგვარი უნდა ეფიქრამაგრამ საიდან მოუვიდა ეს აზრითავშიარ ვიცი, _ თქვა ყოფილმა ელჩმა და დასძინა: _ სააკაშვილის მდგომარებაშიმყოფი სხვა ადამიანიჩემი აზრითამ ომის შემდეგ გადადგებოდა და ახალსაპრეზიდენტო არჩევნებს დანიშნავდარა მიზეზით დარჩა თანამდებობაზეარვიციეს არ არის ნორმალური».

«მთლად შეშლილი» იყო (და არის) «ნაცმოძრაობის» ბელადი თუ ნაწილობრივ, შესაბამისი დარგის სპეციალისტები დაადგენენ. აქ მთავარია სხვა რამ _ საუბარია არა მყისიერ ფსიქო-პოლიტიკურ აშლილობაზე, არამედ საკმაოდ ხანგრძლივ პროცესზე, რომელიც კატასტროფული შედეგით დაგვირგვინდა. ამ დროის განმავლობაში ამერიკელები სააკაშვილთან უშუალო კონტაქტში მუშაობდნენ, მხარს უჭერდნენ მას, მთელ ამ პათოგენეზს თვალნათლივ ხედავდნენ და, როგორც მაილსის კიდევ ერთი განცხადებიდან ჩანს, სავსებით ადეკვატურად აფასებდნენ მას: «მას სურდაქვეყანაზე რაღაც სახით საკუთარი ნიშანიდაედოამაში შედიოდა ის გრანდიოზული სამშენებლო პროცესები ან გასართობიპარკები და სხვა ასეთი პროექტებირომლებსაც ეკონომიკური დანიშნულება არჰქონდამაგრამ ქვეყანას დიდძალი ფული უჯდებოდაამაზე მნიშვნელოვანია მისიმოუთმენლობა სეპარატისტული რეგიონებისაფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის,საკითხის გადაჭრასთან დაკავშირებითის 2004 წლის დასაწყისში მოვიდახელისუფლებაში და უკვე აგვისტოში პირველი ინციდენტი მოხდა საქართველოსშეიარაღებული და შინაგანი ძალების მიერეს დიდი შეცდომა იყოსაბოლოო ჯამში,სააკაშვილმა ვერ შეძლო კარგი ურთიერთობის დამყარება რუსეთთან ან სამხრეთოსეთთან და აფხაზეთთან და მზად იყოძალა გამოეყენებინა ამ მიზნისმისაღწევადეს თვითმკვლელობის ტოლფასი იყოროგორც ეროვნული უშიშროებისმხრივასევე პოლიტიკურადაც».

აქ ბუნებრივად შეიძლება დაიბადოს კითხვა: რატომ არ შემოკრა განგაშის ზარისახელმწიფო დეპარტამენტმა ან ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ და არმიუთითა საფრთხეზერომელსაც საქართველოს ნახევრადშეშლილი მმართველიქმნიდამოვლენათა მოსალოდნელი განვითარება ზედაპირზე იდო და აშშ-ისმძლავრი ანალიტიკური სამსახურებისთვის შესაბამისი დასკვნის მომზადებაარანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა. რუსების გარღვევა კავკასიონის სამხრეთით და სეპარატისტულ რესპუბლიკებში პლაცდარმების შექმნა, რომლებმაც სერიოზული დარტყმა მიაყენა აშშ-ის პოზიციებს რეგიონში _ ყოველივე ამის პროგნოზირება არც ისე რთული იყო. მიუხედავად ამისა, ისინი განაგრძობდნენ სააკაშვილის მხარდაჭერას და აწარმოებდნენ უცნაურ ორმაგ თამაშს, რომლის აღწერა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ მეთიუ ბრაიზამ «ამერიკის ხმისთვის» მიცემულ ინტერვიუში შემდეგნაირად სცადა (ფსიქიატრიული შეფერილობის მქონე მინიშნებებს ადგილი ამ შემთხვევაშიც ჰქონდა): «სააკაშვილსვაშინგტონში უყურებდნენროგორც დინამიურ და ხანდახან იმპულსურ ლიდერს.მის შესახებ ვაშინგტონს ინფორმაცია მოსკოვიდანაც მოსდიოდაამ ყველაფერზედაყრდნობით ამერიკაში ფიქრობდნენრომ ქართველები ახალგაზრდები დაგამოუცდელები იყვნენ რუსებთან შედარებით და მათ გარკვეული შებოჭვასჭირდებოდათამიტომ ჩვენ ვფიქრობდითრომ საქართველოსთვის სამხედრო,ფინანსური თუ პოლიტიკური ზედმეტი მხარდაჭერა შეიძლება გამხდარიყოგადაწყვეტილების საფუძველირომელსაც ზოგიერთი პოლიტიკოსი სააკაშვილისენერგიულ ხასიათს დაუკავშირებდაამიტომ ვაშინგტონი და განსაკუთრებითბერლინიამ გადმოსახედიდანალბათმათი ეკონომიკური ინტერესებიდანგამომდინარეასკვნიდნენრომ რუსები უფრო გამოცდილები და პასუხისმგებლობისმატარებლები იყვნენამით საქართველო მოვაქციეთ კუთხეში და ვუთხარითრომაიამას არ გააკეთების კი არ გვითქვამსთუ რა უნდა გაეკეთებინა იმისთვისრომჩვენგან უფრო მეტი დახმარება მიეღოთ».

 

შეიძლება შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ საუბარი არა ზესახელმწიფოს საგარეო პოლიტიკას, არამედ პოკერის თამაშს ან სამედიცინო ექსპერიმენტს ეხება. ამერიკელებიერთის მხრივ,ეუბნებოდნენ მენტალურად არასტაბილურ ლიდერს (ციტატა ბრაიზას ინტერვიუდან),«რომ თქვენ არ ხართ ნატოშითუ სროლაზე მიდგა საქმევერ დაგეხმარებით»,მაგრამ ამავე დროს არ უშლიდნენ (რიჩარდ მაილსის მიერ დაწყევლილი) შეტევითიშეიარაღების შეძენასრომელიც სულ უფრო ათამამებდა სააკაშვილს აგრესიულირიტორიკის გამოყენებაში და ძალზე სახიფათორუსეთთან კონფრონტაციაზემიმართული ნაბიჯების გადადგმისკენ. საერთოდ, ამერიკელების როლი წინასაომარ პროცესებში ამოუწურავი თემაა, მას უამრავი კონსპიროლოგიური ვერსია უკავშირდება და, ალბათ, აჯობებს, მხოლოდ ერთი საკითხი გამოვყოთ _ რატომ მიანიშნებენ ამერიკელები(ბრაიზა და მაილსი გამონაკლისს ნამდვილად არ წარმოადგენენ) სულ უფრო ხშირადსააკაშვილის მენტალურ პრობლემებსა და საბედისწერო შეცდომებზემაშინ,როდესაც ეს ირიბად ზიანს მათაც აყენებს?

არც მაილსი, არც ბრაიზა დუჟმორეული დისიდენტების რიცხვს ნამდილად არ მიეკუთვნებიან და არასოდეს ამბობენ იმას, რაც აშშ-ის ინტერესებს და მის პოლიტიკას პრინციპულად ეწინააღმდეგება. ამასთანავე, ორივე, ასე თუ ისე, კარგად გრძნობს, რა მიმართულებით უბერავს ქარი სახელმწიფო დეპარტამენტის დერეფნებში. იმისთვის, რომ ეს მიმართულება დავადგინოთ, ალბათ, მიზანშეწონილი იქნება ბარაკ ობამასა და მიხეილ სააკაშვილის ბოლო, ძალიან ხანმოკლე შეხვედრის გახსენება, რომელიც გაეროს დერეფანში, ერთი შეხედვით, შემთხვევით მოხდა. აშშის პრეზიდენტმა ჰკითხა სააკაშვილსრითდაკავდება პოსტიდან წასვლის შემდეგფიგურანტმა კი უპასუხარომბიბლიოთეკის გახსნას აპირებსპოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მაშინ საუბრობდაიმაზერომ ობამამ ამ რეპლიკით სააკაშვილს თითქოს მართლმსაჯულებისგანხელშეუხებლობის არაფორმალური გარანტია მისცამაგრამშესაძლოამთავარიქვეტექსტი სხვაგვარი იყო: «აპირებ თუ არა  პოლიტიკაში დაარჩენას?», ხოლოჰიპოთეტური გარანტია (თუ ის საერთოდ იგულისხმებოდა) ამ კითხვაზე სააკაშვილისადეკვატური პასუხიდან გამომდინარეობდა.

უპირობო კონსენსუსი საგარეოპოლიტიკურ საკითხებზე, რომელიც ათწლეულების განმავლობაში აშშ-ის წარმატებული მოქმედების ქვაკუთხედს წარმოადგენდა, თანდათან ისტორიის კუთვნილება ხდება. სხვადასხვა ჯგუფი (შეცდომა იქნება მათი წარმოჩენა რესპუბლიკელებად ან დემოკრატებად; ეს სწორედ რომ თანამოაზრეთა ან თანამზრახველთა არაფორმალური ჯგუფებია) თავის უცხოელ პარტნიორებთან ერთად სულ უფრო ხშირად დგამს ამ ნაბიჯებს, რომლებიც ადმინისტრაციის პოლიტიკას აშკარად ეწინააღმდეგება. რად ღირდა თუნდაც ობამას გამოუვალ მდგომარეობაში ჩაყენების მცდელობა სირიასთან დაკავშირებით, როდესაც მისი ოპონენტები შტატებში და აშშ-ის ზოგიერთი პარტნიორი რეგიონში, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ერთიანი ფრონტით გამოვიდნენ და კინაღამ მასშტაბური სამხედრო კონფლიქტი გააჩაღეს. თამაშის წესები შეიცვალა; გააფთრებული პოლიტიკური კონკურენცია აშშ-ში ახდენს სერიოზულ დესტრუქციულ გავლენას საერთაშორისო ურთიერთობებზე და პროცესების მართვა თეთრი სახლისთვის სულ უფრო რთული ხდება.

ამერიკელებსსავარაუდოდარაფერი ექნებოდათ საწინააღმდეგო იმისარომსააკაშვილი გარკვეული დროით დამჯდარიყო «სათადარიგოთა სკამზე» და ჩუმადდალოდებოდა მომენტსროდესაც ისევ მოუხმობდნენ (ან არ მოუხმობდნენ). მაგრამ ისარ ისვენებსშურისძიების იდეით შეპყრობილი აქეთ-იქით დაძრწის,დამოუკიდებელი თამაშის წამოწყებას ცდილობსხვდება ობამას რადიკალუროპონენტებსადამიანებსრომელთაციდეაშიშეუძლიათ «ალტერნატიულისაგარეო პოლიტიკის» კალაპოტში მხარი დაუჭირონ ავანტიურებს აშშ- ფარგლებსგარეთთუნდაც იმავე საქართველოში (როგორც დამოუკიდებლად, ისე თავის რეგიონულ პარტნიორებთან ერთად), მითუმეტესრომ ამითჩვენგან განსხვავებით,განსაკუთრებულს არაფერს დაკარგავენ.

ბოლო დროს «ნაციონალებმა» სოციალურ ქსელებში გააჩაღეს პროპაგანდისტული კამპანია ორი ძირითადი მიმართულებით: ჯერ ერთი, ისინი ცდილობენ, დაუმტკიცონ აუდიტორიას, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებიდან მათი ლიდერების ხელშეუხებლობა გამომდინარეობს და, თუ ევროკავშირი მაღალჩინოსანი პატიმრების გათავისუფლებას მოითხოვს (აქ ხდება პარალელების გავლება იულია ტიმოშენკოსთან), ახალმა ხელისუფლებამ უნდა გადააბიჯოს კანონს და ეს აუცილებლად გააკეთოს (ევროკავშირის  პოზიციად, სავარაუდოდ, წარმოჩენილი იქნება მათი ლობისტი ევროპოლიტიკოსების ცალკეული განცხადებები). ამასთანავე, «ნაციონალები» სრული სერიოზულობით იმუქრებიან (!!!),რომ ქუჩაში ხალხს გამოიყვანენროგორც კი საქართველოს ევროინტეგრაციას რაიმესაფრთხე (ცხადია, მათი აზრით) შეექმნებაკიევში ბოლო დღეებში განვითარებულიმოვლენების მაგალითი მოჰყავთ და შეიძლება შეიქმნას შთაბეჭდილებარომგადატრიალების იდეასაც კი არ უარყოფენ.

რა თქმა უნდა, მათი ნებისმიერი ნაბიჯი ამ მიმართულებით სრული კრახით დასრულდება, მაგრამ აქ სხვა რამ არის საინტერესო _ დასავლური ორიენტაციისა თუევროინტეგრაციის მსგავსი მიბმა ყოფილი მაღალჩინოსნების ბედზე ანტიდასავლურგანწყობებსსავარაუდოდგეომეტრიული პროგრესიით გაზრდისხოლო პუტჩისმცდელობას დესტაბილიზაციაპოლიტიკური სივრცის სრული გადაფორმატება და,დიდი ალბათობითსაქართველოში აშშ-ის პოზიციების შესუსტება მოყვება. აქედან გამომდინარე, ობამას ადმინისტრაციის ინტერებში, შესაძლოა, შედის სააკაშვილისთვის და მისი აღგზნებული მხარდამჭერებისთვის სიგნალის გაგზავნა: «დამშვიდდით და თამაშის წესები დაიცავით, თორემ ფიგურანტი «განტევების ვაცად» გადაიქცევა და მართლმსაჯულებისგან არანაირი არაფორმალური გარანტიები აღარ დაიცავს». ამ ქვეტექსტის აღმოჩენა საქართველოსთან დაკავშირებული არაერთი ამერიკელის განცხადებებში შეიძლება. მარტივად რომ ვთქვათ, «ნაწილობრივ შეშლილი» ამ ეტაპზე უნდა დაწყნარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ფრიად უსიამოვნო მეთოდების გამოყენებით დააწყნარონ. მაგრამ «ცნობილი გიჟი», ისევე, როგორც წინა წლებში, სავარაუდოდ, არც ამჯერად გაჩერდება.