„მეცის“ მთავარმა მწვრთნელმა ლაშლო ბოლონიმ „პარი სენ-ჟერმენი“ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
რუმინელ სპეციალისტს არ მოსწონს ის ფაქტი, რომ პსჟ „მეცის“ კონკურენტებთან გადახალისებული შემადგენლობით თამაშობს და ქულებს კარგავს. ასე იყო რამდენიმე ტურის წინ „კლერმონთან“, როცა ბოლონიმ გაამახვილა ყურადღება ამ ფაქტზე, მაგრამ „ლე ჰავრთანაც“ იგივე მოხდა, რომელიც პსჟ-მ ვერ დაამარცხა.
„მეცის“ თავკაცმა „ლილთან“ მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა „პარი სენ-ჟერმენი“ სპორტულ სამართლიანობას არ იცავს და თქვა, რომ აინტერესებს, ვის აქვს ამ ყველაფერზე ხმამაღლა ლაპარაკის უფლება.
„მეცი“ ლიგა 1-ში დასარჩენად იბრძვის და სწორედ პსჟ-სთან მოპოვებული ქულით „ლე ჰავრმა“ გადაასწრო. სხვათა შორის, „მეცი“ ბოლო ტურში სწორედ პარიზულ გუნდს ეთამაშება, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონი უკვე გახდა.