„ლენოვო ტენერიფეს“ წევრი გიორგი შერმადინი საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო მექულე გახდა.
ქართველმა ცენტრმა „პერისტერისთან“ 21 ქულა მიითვალა, რის შედეგადაც ჩემპიონთა ლიგაზე კარიერაში 1114 ქულა გაუხდა და ორი ქულით გაასწრო ჩეხ კალათბურთელ ვოიცეხ ჰრუბანს.
შერმადინის შედეგის გაუმჯობესების შანსი მალე ექნება, რადგან „ტენერიფე“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს.