სერბულმა მედიამ მოულოდნელი ინფორმაცია გაავრცელა კალათბურთში ცნობილი მსაჯის, მატეი ბოლთაუზერის შესახებ, რომელიც ქურდობაში ამხილეს.
Republika.rs-ს ინფორმაციით, სლოვენიელმა მსაჯმა ბელგრადის აეროპორტში მაღაზიიდან 221 ევროს ღირსებულების სუნამოები მოიპარა. მაღაზიის უსაფრთხოების კამერებმა დანაშაულის ჩადენის დროს დააფიქსირეს.
შემთხვევა „პარტიზანისა“ და „მონაკოს“ მატჩის შემდეგ მოხდა, რომელიც ევროლიგაში გასული წლის დეკემბერში გაიმართა.
გამოცდილი მსაჯი მოგვიანებით პოლიციამ დააკავა, მაგრამ დაახლოებით 300 ევროს (30 000 დინარი) ჯარიმის გადახდი შემდეგ გაათავისუფლეს.