ტურინის „იუვენტუსი“ „მონცას“ მეკარის, მიკელე დი გრეგორიოს ტრანსფერთან ახლოსაა. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.
26 წლის კიპერთან მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და დიდი შანსია, ზაფხულში „იუვეს“ შეუერთდეს, სადაც მომდევნო სეზონში ვოიცეხ შჩესნის დუბლიორი იქნება, ხოლო 2025 წლიდან მას პირველ ნომრობას ჰპირდებიან.
ფეხბურთელი თანახმაა 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმოს და სეზონში 2 მილიონი ევრო მიიღოს, ხოლო „მონცა“ მის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვს.
მიკელე დი გრეგოირო „მონცაში“ 2020 წლიდან თამაშობს, ხოლო მანამდე „პორდენონეს“, „ნოვარას“ და „რენატეს“ ღირსებას იცავდა.