მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ „ბარსელონაში“ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს ჩავისთან თანამშრომლობის გაგრძელებით.
„ელ კლასიკოს გადათამაშება? ეს ლაპორტას აზრია და კომენტარს არ გავაკეთებ. ჩავიმ შესანიშნავი სამუშაო შეასრულა, კლუბს იცნობს და ვფიქრობ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა“, - თქვა ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, რომ ჩავი „ბარსელონაში“ მუშაობას მომდევნო სეზონშიც გააგრძელებს, მიუხედავად იმისა, რომ 3 თვის წინ კლუბიდან წასვლის შესახებ დააანონსა. საბოლოოდ, ჟოან ლაპორტამ ესპანელ სპეციალისტს გადაწყვეტილება შეაცვლევინა.