რა და ვინ შეიძლება სკოლებზე თავდასხმის შესახებ გავრცელებული ცრუ ინფორმაციის უკან იდგეს?

რა და ვინ შეიძლება სკოლებზე თავდასხმის შესახებ გავრცელებული ცრუ ინფორმაციის უკან იდგეს?

21 აპრილს, 16:57 საათზე, ტელეგრამ არხმა, სახელწოდებით „საშინელება თბილისი“, მუქარის შემცველი ინფორმაციის გავრცელება დაიწყო. არხის შემქმნელები ამბობდნენ, რომ 22 აპრილს თბილისის რამდენიმე სკოლასა და სავაჭრო ცენტრზე თავდასხმებს ამზადებდნენ და სკოლებში ბავშვებს ჩაცხრილავდნენ და, რომ 20-მდე თავდამსხმელს პოლიციის არ ეშინია. რუსულ ენაზე დაწერილ მუქარის ტექსტებს, რამდენიმე საათის განმავლობაში ხმოვანი შეტყობინებები და ცეცხლსასროლი იარაღის გამოსახულებით ფოტოები ენაცვლებოდა.

მუქარის შეტყობინებებს თან ახლდა იმ ადგილების ჩამონათვალი, სადაც ტელეგრამარხის შემქმნელების მტკიცებით, ტერორისტულ თავდასხმებს გეგმავდნენ. მათგან 15 თბილისში მდებარე საჯარო სკოლა იყო, ორი კი სავაჭრო ცენტრი: „გალერეა თბილისი“ და „თბილისი მოლი“.

ცრუ შეტყობინების ავტორები ამტკიცებდნენ, რომ თბილისის მასშტაბით სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში ასაფეთქებელი მოწყობილობები იყო დამონტაჟებული.

ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, საქართველოს კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა პროტოკოლით გათვალიწინებული მოქმედება დაიწყო. სპეცსამსახურის დანაყოფებმა, კინოლოგებთან ერთად, ყველა დასახელებული სკოლა და მოლი შეამოწმეს. როგორც სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ვიგებთ, არც ერთ მათგანში არც ბომბი და არც იარაღი არ აღმოუჩენიათ.

ისმის კითხვა, რა დგას ამ განცხადებების უკან?

დარგის სპეციალისტები for.ge-სთან იმ სცენარებს ასახელებენ, რომლებიც ტელეგრამარხის გამოყენებით ტერორიზმის მუქარის ავტორების რეალური მოტივი შესაძლოა იყოს. მათი თქმით, ეს შესაძლოა გაკეთებულიყო ჩვენი ძალოვანი უწყებების რეაგირების ეფექტურობის შემოწმების მიზნით, ან საზოგადოების დაშინების და პანიკის დათესვის მოტივით, რომელიმე მტრულად განწყობილი ქვეყნის ან ჯგუფის მიერ, ასევე, - პოლიტიკური აქტორების მიერ.

„სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის საქართველოს ცენტრის“ დამფუძნებელი და უშიშროების პოლკონიკი ბესიკ ალადაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ როგორც სატელეფონო, ასევე სოციალური ქსელით გავრცელებული მუქარის შემცველი განცხადებები კონკრეტულ მიზანს ისახავს.

„ეს განცახდებები, რომელიც ტელეგრამში ვიხილეთ სხვა შეტყობინებებისგან იმით განსხვავდება, რომ იქ მხოლოდ ბომბის არსებობის შესახებ ინფორმაცია იყო მოწოდებული, ახლა კი ტაქტიკა შეცვლილია. ეს უფრო მუქარის შემცველი და აგრესიული განცხადებები იყო. ზოგადად, ტერორიზმი ან მისი შენიღბული რაიმე მცდელობა მიზნად მოსახლეობის ფართო მასებში შიშის და პანიკის დათესვას ისახავს. ბუნებრივია, რომ ეს პროვოკაცია ყოველთვის გარკვეულ მიზანს ემსახურება. იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე ტერორსტული ორგანიზაცია რაიმეს გაკეთებას ჩაიფიქრებს, ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალინ სახიფათოა და ამისგან დაზღვეული არავინ არის.

აქ არის ნატოს ქვეყნების მისიები და ეს საფრთხე არსებობს. თუმცა ასეთი სახის პორვოკაცია, ყოველთვის აჩენს იმის შეგრძნებას, მით უმეტეს, ასეთ პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, რომ ეს გარკვეულ მიზანს ემსახურებოდა. აქ არის ორი ვარიანტი, ეს იყო გარედან ინიცირებული პროვოკაცია ჩვენი მტრის მიერ და ასევე შიგნიდან ინიცირებული, რომელიც შესაძლოა, კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურებოდა“, - ამბობს ალადაშვილი.

მისივე თქმით, თუკი ეს გარე მტრის მიერ არის გაკეთებული, მისი მიზანი შესაძლოა ჩვენი მოსახლეობის კიდევ უფრო დაზაფვრა და შეშინება იყოს. თუკი ეს შიგნიდან არის გაკეთებული, რომელიმე პოლიტიკური აქტორის მხრიდან, მით უმეტეს ოპოზიციის მიერ, მაშინ ამის დადგენა ჩვენს სპეცსამსახურს არ უნდა გაუჭირდეს.

„თუ ეს შიგნიდან დაგეგმილი პროვოკაციაა, ჩვენს სპეცსამსახურს მისი დადგენა არ გაუჭირდება. დავუშვათ, ეს არის ოპოზიციის მიერ დაგეგმილი, რათა ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურის აწევა მოხდეს, მაშინ ეს ხელისუფლებისთვის კოზირი იქნება და ამით პირიქით, პიარს თავად მმართველი გუნდი გაიკეთებს. თუმცა თუ ეს საზღვარგარეთიდან მოხდა, კვალის მიგნება უფრო რთული იქნება. სიტუაცია გარედან თუ იმართება, უფრო საფრთხის მატარებელია. ბუნებრივია, ჩვენს მოსახლეობაში ეს პანიკას იწვევს და ბევრმა მშობელმა ბავშვი სკოლაში არ გაუშვა“,-ამბობს ალადაშვილი.

თუმცა პოლკოვნიკი მიიჩნევს, რომ ეს პროვოკაცია შესაძლოა რაღაცის შესანიღბად იყოს საჭირო, ან ჩვენი სპეცსამსახურების შემოწმებისთვის, რამდენად სწრაფად და როგორ ხდება მათი ასეთ შეტყობინებებზე რეაგირება.

„ტერორისტების მოქმედებების ახსნა, ხშირად ლოგიკას არ ექვემდებარება. ტერორისტები ასევე კარგად არიან მომზადებულები, რომელთაც ასევე თავისი სპეცსამსახურები აქვთ. ისინი ხშირად დეზინფორმაციულ შეტყობინებებს იმიტომ ავრცელებენ, რომ სპეცსამსახურები მცდარ გზაზე დააყენონ. ასახელებენ ერთ მიზანს და ტერაქტი სულ სხვაგან შესაძლოა მოხდეს. ეს საეჭვოა ამ შემთხვევაში, რადგან ეს უფრო პროვოკაციას ჰგავს, რადგან სკოლები იყო ჩამოთვლილი. მოსახლეობის პანიკაში ჩაგდების მცდელობა უფრო არის. ასევე, არც ის არის გამორიცხული, რომ ჩვენი სპეცსამსახურების რეაგირებას ამოწმებდნენ“, - ამბობს ალადაშვილი.

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი for.ge-სთან ამბობს, რომ მსგავს შეტყობინებებს და კიბერ ტერორიზმს რამდენიმე მიზანი შეიძლება ჰქონდეს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ პირველ რიგში, მსგავსი ფეიკი ინფორმაციების გავრცელება, შესაძლოა რაღაცა უფრო მნიშველოვანი დანაშაულის გადასაფარად ხდება. ამით სპეცსამსახრების ყურადღების გადატანას ცდილობენ.

„თუკი ახლა ჩვენს ქვეყანაში არსებულ დაძაბულ პოლიტიკურ სიტუაციას გავითვალისწინებთ, რა თქმა უნდა, ბევრი ინტერესი შესაძლოა არსებობდეს. პირველ რიგში, ეს არის კიბერ ხულიგნობა, რომელშიც ყველაზე მეტად გაწვრთნილი რუსები არიან. რუსეთის სპეცსამსახურები, საჭიროების შემთხვევაში, მსგავს ჰიბრიდულ ზეწოლას იყენებენ და დაძაბულ სიტუაციაში ტემპერატურის აწევას ცდილობენ. ფაქტია, რომ ეს არის რუსეთის ხელწერა, რომლებიც ამ საქმეში ყველაზე გაწვრთნილები არიან. თუმცა ამ სიტუაციაში ჩვენს კონტრდაზვერვას სხვა ქვეყნები ეხმარებიან და ჩვენი პარტნიორები ასეთ დროს ცდილობენ დაგვეხმარონ იმის გარკვევაში, საიდან ხდება მსგავსი გვერდების შექმნა და ვინ შეიძლება მის უკან იდგეს, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში რუსეთის ბევრი მოქალაქე შემოვიდა, არ არის გამორიცხული, მათთან ერთად სწორედ შენიღბული სპეცსამსახურების თანამშრომლებიც იყვნენ, რომლებიც კონკრეტულ დროს დავალებებს იღებენ და მოქმედებაზე გადადიან. ამიტომ სიფრთხილე აუცილებელია და ცრუ განგაშსაც ყოველთვის თავისი რაღაცა მიზანი აქვს. არ არის გამორიცხული ფეიკ შეტყობინებების უკან სხვა უფრო მნიშვნელოვანი დანაშაულის გადაფარვა იგეგმებოდეს. ან, უბრალოდ, ეს იყოს კიბერ ხულიგნობა, რომელიც მოსხლეობის დაზაფვრას და დაშინებას ემსახურება“, - ამბობს მაისაია.

 

mamuka გამაგებინოს ვინმემ ამ ხალახს ეს რუსეთი რატო ელანდება ძილში და სიფხიზლეშიც? დღეს რუსეთს რაში ჭირდება ეს. პირიქით ბატონებო თქვენ ხო არ გადაგაქვთ ყურადღება სწორედ ამ რუსეთზე და სულ სხვა რამე ხდება , რუსეთს ასეთ პროვოკაია სულ არ ჭირდება პირდაპირ აგიფეთქებს და ბასტა...რა გონება ჭკუა დაუშლის თუ სხვა რამე ....ძაღლის თავი სხვაგან ეძებეთ ბიძიკოებო....
1 კვირის უკან
trampi ნაცები
1 კვირის უკან
trampi მამუკა შენ რომ სწორად მსჯელობ ეგ იასნია მაგრამ ესენი რატო იქლიავებენ თავებს მაგას ვერ ვიგებ
ეტყობა დავალება აქვთ მასეთი
1 კვირის უკან
არაგველი641 ნაცბოზბანდის საქმეებია ეგ, მაგას მარჩიელობა რად უნდა!? დამფინანსებლები და მასწავლებლები კი ყავთ, თვითონ ჭკუა არ აქვთ და "საქმეც" გამოსდით.
1 კვირის უკან